გრძნობების სასაკლაო
გრძნობების სასაკლაო ჩემში შეიქმნა... დღითიდღე ლპება სულში ოცნება... კვდება ყოველი რასაც ვეხები... ჭკნება რასაც კი ვცდილობ და ვწვდები... არ ვიცი როგორ უნდა ვიბრძოლო... ვფართხალებ მომაკვდავი მტრედის მსგავსად და უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ... მინდა გაღიმება როგორმე სახეზე ამოვიკერო, მაგრამ ვხვდები რომ ღიმილის ნაცვლად ვიმანჭები უკვე უაზროდ... მხოლოდ ცრემლები ჩემში დარჩა როგორც სიწრფელე... მხოლოდ ტკივილი დაღად დამესვა... უკვე სიყვარული ჩემგან შორს არის... არ ვიცი როგორ უნდა შევძლო გულის გალხვობა... არ ვიცი როგორ დავიბრუნო რწმენა, იმედი... რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება... რომ უცილობლად ყველაფერი გამოსწორდება... რა ვქნა არ მჯერა უკვე არაფრის... ვხვდები რომ გული კი არა... გულის ნაცვლად არაფერია... გრძნობების სასაკლაო ჩემში შეიქმნა... ჩემში ყველაფერი უკლებლივ ჩაკვდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.