ზღურბლთან
------???? ზღურბლთან????---- ადრე უყვარდა ადგომა. დილაობით სახლს სწრაფად მიალაგებდა (სახლი რაა, ერთი ფიცრული ოდა ქონდა) , ყველაფერს დახეხავდა, ისედაც წლობით ხეხვისგან გადაფხეკილს,ბავშვებს გააღვიძებდა, დააპურებდა, მეუღლეს თავისი ხელით ჩააცმევდა (მეუღლე რაა, ერთი ლონდრე კაცი ყავდა სანაშენოდ) და სამუშაოზე გაუშვებდა.მერე ბავშვებს სკოლისთვის მოამზადებდა და თვითონაც სამუშაოზე გარბოდა( სამუშაო რაა, ერთი "უბრალო" მოსამსახურე იყო "ბრალიან" ოჯახში.) კარგ ოჯახში მუშაობდა.ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მარტოდ ცხოვრობდნენ უზარმაზარ სასახლეში. ხელფასსაც კარგად უხდიდნენ და თბილად და ყურადღებითაც ექცეოდნენ. ყოველ დილით,როცა თავისი ფიცრულის ზღურბლს გადააბიჯებდა და მდიდრული სახლის ზღურბლს მიადგებოდა , უცნაური შეგრძნება არ აძლევდა უფლებას ნაბიჯის თავისუფლად გადადგმის.რაღაც დროით შეყოვნდებოდა კართან,სულს მოითქვამდა და მერე შედიოდა მდიდრულ სასახლეში. იმ დღეს დასვენების დღე იყო.ქალბატონმა თხოვა, მშობლებთან მივდივარ მოსანახულებლად, მეუღლე მშიერი არ დამიტოვო,დარჩი ჩვენთან ღამითაც და მიმიხედეო. დილით ჩვეულ დროს ადგა.სასახლე დალაგა, ყველაფერი დააპრიალა და ყავა მიართვა სახლის პატრონს.კაცი საშინაო ხალათით სამუშაო მაგიდასთან იჯდა, მისკენ არც მობრუნებულმა "დადგით ყავა,მადლობაო" ზურგიდან მოაძახა და მუშაობა გააგრძელა. ჭიქის დასადგამად რომ დაიხარა ქალის ყნოსვას არ გამოპარვია მამაკაცის სასიამოვნო სურნელი: არა სუნამოს,არა პარფიუმის, არა ხელოვნური, ეს იყო მოვლილი მამრის სასიამოვნო სურნელი, სურნელი სიცოცხლის,სიყვარულის, ხალისის და ბედნიერების... ქალს სიტუაციის ფონზე თავისი მეუღლე დაუდგა თვალწინ : როგორ ხდიდა ყოველ საღამოს სამუშაოდან დაბრუნებულს ოფლისგან გამხმარ წინდებს, როგორ უღიტინებდა ეს სუნი მის ნაზ ყნოსვას,როგორ მიედებოდა მედუზასავით უნიათო და ლონდრე კაციც ამ მომენტში, აქაოდა ალერსის უნარი მაქვსო.მერე ჰა,ჰა ერთ ორჯერ გაიქნევდა ხელ ფეხს და ორ წუთში ხვრინვით აგვირგვინებდა ბღლარძუნს. სუნმა მოსვენება დაუკარგა ქალს.აზელილი : გაჭირვების,ოფლის, შიმშილის, დაუმცხრალი ვნებების, ოთხი მშიერი, მოუვლელი ბავშვის დაა... გაუცნობიერებლად ზურგიდან მოეხვია მაგიდასთან მჯდარ მამაკაცს. რაღაც მომენტში თითქოს კაცმაც უპასუხა სითბოთი, მკლავები შემოხვია წელზე, ლამაზი ქალის მოულოდნელი ქცევით გაკვირვებულმა ერთი აკოცა ტუჩებზე,მერე ფრთხილად,ზრდილობიანად და ნელა მოიშორა სხეულზე მოდებული ქალის მკლავები და ღიმილით გადაუსვა თმაზე ხელი. უსიტყვოდ დაშორდნენ.ქალმა სწრაფად აკრიფა თავისი ნივთები,ისევ შეყოვნდა სასახლის ზღურბლთან და შინისკენ გაიქცა სულმოუთქმელად. ჭიშკარი რომ გახსნა, დედას მონატრებული ბავშვები შემოეხვივნენ და ფერება დაუწყეს.ქალმა ცოტა ხანი უყურა ფიცრულს,აქაც გაჩერდა ზღურბლთან, ისე, თითქოს სხვის სახლში შედისო, აულაგებელ საწოლს დააკვირდა,ისევ აურია გული სარეცლიდან მომავალმა სუნმა,იქვე ფეჩის ასანთებად მდგარ ნავთიან შუშის ბოთლს გადაწვდა,ხელის ერთი მოქნევით მოასხა ირგვლივ სითხე და ცეცხლი მოუკიდა... (მ.აბულაძე 7/02/2020 წ.) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.