შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარაობა/არაფერი


17-02-2020, 19:26
ნანახია 953

სინამდვილეში ჩვენს თავს ჩვენვე ვუქმნით დაბრკოლებებსა და პრობლემებს. საერთო ჯამში ჩვენი ბედნიერებაც და უბედურებაც დიდ წილად ჩვენი ბრალია და ამ ბრალს ჩვენ ვაკონტროლებთ.
მარტივია არა, კარგის და ცუდის ამოცნობა?! სინამდვილეში ცხოვრების ბოლო წამსაც კი ვერ ვიაზრებთ კარგები ვართ თუ ცუდები.
როგორი რთულია იყო ისეთი, როგორიც ყველას მოეწონები, თითქმის შეუძლებელიც კი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანებმა უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და არა ისე, როგორც ჩვენს საახლობლო წრეს, ეს მხოლოდ იმიტომ , რომ რობოტულად არსებობის მაგივრად ადამიანივით ვიცხოვროთ.

ყველაფერი წარმავალია.
ვერაფერს ვერ დავაბრუნებთ უკან.

გამოსწორება , დაფიქრება, გააანალიზება და კონტროლი ... ოთხი მთავარი გრძნობა , რომლებითაც არსება ადამიანად გადაიქცევა.

სასაცილოა არა? ისე ვკვდებით , რომ ცხოვრებასაც ვერ ვასწრებთ...

ისე ვკვდებით, რომ ადამიანობასაც ვერ ვასწრებთ...

ისე ვკვდებით, რომ არსებობასაც ვერ ვასწრებთ...

ყოველთვის მინდოდა ადამიანობა. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ის, ვისაც შეიყვარებდნენ და ყველაფერს ვცდილობდი .
შეცდომების გამოსწორება რთულია. საერთოდ რთულია აღიარო , რომ დააშავე . რთულია , რომ რაღაც ისე ვერ გააკეთე როგორც სწორი იყო.

საერთოდ ვინ მოიგონა, რომ რაღაც სწორია და რაღაც არასწორი?
ეს ყველაფერი ის შეზღუდვებია რასაც ჩვენ და საზოგადოება ჩვენ თავს ვუწესებთ და მერე ვცხოვრობთ ამ უაზრო შეზღუდვებით.

სამწუხაროა, რომ ჩემი ცხოვრება მე არ მეკუთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent