შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლად გამშრალი მიწა


21-02-2020, 01:16
ავტორი სოფოკო
ნანახია 9 385

ფიქრობ რომ ხვდები რას ვგრძნობ? ფიქრობ რომ იგივეს განიცდი? არა! ამას ვერ შეძლებ რადგან შენ არ გესმის. შენ არ ხარ ქართველი. ისე ვერ იგრძნობ როგორც მე. მე მტკივა. თითოეული ადამიანი მტკივა, რომელიც ქერჩში დაიღუპა, რომელიც ტიფლისის გადარჩენას შეეწირა ,რომელიც შინდისში იქამდე იბრძოდა სანამ სისხლის ბოლო წვეთი არ დაღვარა. იცით ქერჩში მხოლოდ ქართველები რატომ გაუშვეს? რადგან ისინი გულით იბრძოდნენ ,ისინი ერთმანეთისთბის იბრძოდენენ , საქართველოსთვის, ჩვენთვის. ყველას მათი იმედი ჰქონდათ, რადგან იცოდნენ ამის ძალა მხოლოდ ქართველებს შესწევდათ. დიახ, მე მათი ცრემლები მომდის, მათ ჰაერს ვსუნთქავ, მათი სისხლით გაჟღენთილ მიწაზე დავაბიჯებ და გინდა მითხრა რომ ამას შენც გრძნობ? ნეტავ შემეძლოს იმის გადმოცემა რას დავატარებთ გულით მთელი ცხოვრება. რამდენი ომი, რამდენი დაკარგული შვილი, რამდენი ატირებული დედა, რომელიც თავის ვაჟკაცს ღმერთთან აცილებს, რამდენი შვილი რომელიც მამას ელოდება. რამდენი? შეგიძლია მითხრა? ვერა არა კიარა ვერა. შეიძლება რუკაზე არც კი ვჩანვართ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვარსებობთ! ჩვენ ის გადავიტანეთ რაც არავინ. ჩვენი თითოეული ისტორიული ფაქტი სისხლით დაიწერა, იმ სისხლით ახლა ძარღვებში რომ მიჩქეფს და გულს რომ ათბობს. დიახ მე ქართველი ვარ! ჩვენ ისტორია ვართ! იმდენად დიდი, არავის რომ არ ჰქონია. მერე რა, რომ მათ არ ვიცნობდით?! მაინც ვიცით თუ რას გრძნობდენენ ის ადამიანები, რომლებიც მომავალს გვიქმნიდნენ. ,,დიახ მე ვერანაირი ტყვია ვერ მომკლავს, რადგან იმ ქვეყნიდან ვარ, რომელსაც კლავენ მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალია!". ეს საქართველოა. ეს ედემის ბაღია. ეს ოცნების სამყაროა. აქ ცეკვაც გულს გაგითბობს და მუსიკა იმაზე დაგაფიქრებს, რაზეც არასდროს დაფიქრებულხარ. აგატირებს, გულს დაგწვავს და მიგახვედრებს ჩვენი არსებობის მიზეზს. თითოეული დღე ჩვენთვის ახალი ისტორიაა. არ ვიცით როდის დაგვატყდება თავს კიდევ ერთი ტრაგედია. კიდევ ვინ წავა და აღარ მოვა. შეიძლება ეს მე ვიყო, ან შენ, ან ის კაცი, ახლა პატარა გოგონას რომ ეთამაშება და მის მომავალზე ფიქრობს მაგრამ ისიც ქართველია, ჩვენ კი ერთი გული გვაქვს. ყველას ერთი გვიცემს, ყველა ერთს განვიცდით. აქ ადამიანები ერთმანეთისთვის ვცოცხლობთ, არავის იმედი არ გვაქვს, რადგან ჩვენი განადგურების მეტი არაფერი უტრიალებთ თავში. აქამდე მოსვლა შევძელით, ამდენი საუკუნე და კიდევ შევძლებთ გაგრძელებს. დავწერთ ისტორიას და მომავალს ვაცნობებთ იმ ქვეყნის შესახებ, არასდროს რომ დანებებულა, დაცემული რომ წამომდგარა და დროშა სისხლიან ხელში უკანასკნელად აუღია. ქართველი, ბრძოლის დროს საქართველოს ჰიმნს რომ მღეროდა და გულით ოჯახის ფოტოს ატარებდა. ქვეყანა რომელიც ბოლომდე იბრძოდა და გადარჩა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent