ოცნების მედუზები
ოცნების მედუზები ჩვენ ორნი,ორი 40+ რუხი მეოცნებე , ზღვის ქვიშიან ნაპირთან გვერდიგვერდ ვისხედით,შორს, ტალღების სიღრმეში უმისამართოდ ვიცქირებოდით და ფიქრებში ჩაძირულ თვალებს ზანტად ვაფახულებდით. ორივეს ერთი ზომის სხეულები, ერთი ფერის თვალები და სახეებიც ერთნაირად წარსულის სიღრმეში გაჭედილი ყინულის(ფერი) გვქონდა. მე ხან ზღვას ვუყურებდი,ხან მას. მომეჩვენა ტალღებიც ზანტად აყვნენ ჩემს მზერას, ნება ნება ატყლაშუნდნენ და ზლაზვნით გვათხლიშავდნენ სახეში გაყინულ ოცნებებს. მერე თითქოს ფიქრები დაწყვილდნენ, ტალღებზე ერთად დანავარდობდნენ და ყველა სურვილზე დიდ სურვილს დააქროლებდნენ: "ამოეტანათ ზღვის ფსკერიდან ბავშვობის წლები და მარგალიტებივით დაეყარათ ქვიშიან ნაპირზე" – მას ესმა ერქვა! დაარღვია სიჩუმე . –ესმა? სულ მომწონდა ეს სახელი. ესმა! გავიმეორე ისევ. –ლამაზი სახელია! –კიი. ყველაფერი ლამაზი ქონდა: ცეცხლისფერი ხვეული თმა,სახე კი აი, იმ მედუზასავით თეთრი და რბილი. მზესავით სიცილი იცოდა. –რატომ წარსულ ფორმაში? –ეეხ,ერთი ვაკოცე და ისე შეშინდა, აღარ მომეკარა, საერთოდ აღარ მომეკარა... –რამდენი წლის იყავი? –თხუთმეტის თუ თექვსმეტის.ორივე. მგონი ისევ მიყვარს. –ესმა გიყვარს თუ ის ოცნება? –არ ვიცი. ვიფიქრებ... მოკლე ფრაზებით და სუნთქვაშეკრული ხმით მპასუხობდა. უცებ დადუმდა,მზერით ისევ მედუზა მოძებნა.ეტყობოდა ამების რბილმა რხევამ ის წამები აღუდგინა,თოვლივით ქათქათა ესმას ყელს რომ დაეკონა და წარსულის ფიქრებში ჩაიძირა. მეც სივრცეს ვუყურებდი,ცარიელ სივრცეს და მეც წარსულის იმ ოცნებებზე ვფიქობდი , ოდესღაც რომ იბადებოდნენ ჩვენს გონებაში,მერე ქრებოდნენ,მერე ისევ იბადებოდნენ, მრავდებოდნენ და ისევ ამ მედუზებივით უკვალოდ მიდიოდნენ და მოდიოდნენ,ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ... ნეკა თითზე მისი შეხება ვიგრძენი,არ გავნძრეულვარ, თითქოს არც მიგრძვნია მისი შეხება. წამები თუ წუთები გაგრძელდა "ნეკთაშორის სიყვარული". ნაპირთან მივედი, ფეხსაცმელის წვერით მედუზა ერთი მოქნილი მოძრაობით წყლიდან ამოვაგდე,ქვაზე დავათხლიშე და "მედასებრ" დაუნდობელი მზერით ბოლომდე ვუყურე მის გაქრობას. წამები დაჭირდა ოცნებასავით უსულო და ქათქათა მედუზას უვალოდ გაქრობას. მისი სირბილე მყარ ქვიშაზე ისეთივე შეუსაბამო იყო,როგორც ახლა, აქ, თეთრი ესმას სიყვარული,ბავშვობის ოცნებები და ჩვენი "შეყვარებული ნეკები"... (მ.აბულაძე 03/03/2020წელი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.