შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ზღვა . . .


5-08-2016, 11:51
ნანახია 3 085

ზღვას გავცქეროდით ჩვენ ორნი - თოვდა,
მაგრამ ფიფქები არ ჩანდა არსად.
იმ დღეს თითქოს და ბუნებაც გრძნობდა,
შენი შემცვლელი სხვა, რომ არ მყავდა.
ზღვის სურნელს ვგრძნობდით თან სიო ქროდა,
აფერადებდა შრიალით ტალღას.
თოლიაც თითქოს თბილ გრძნობებს გრძნობდა,
იზიარებდა ჩვენს ყოველ განცდას.
ზღვის ხმას ვუსმენდით - ვგრძნობდით სიხარულს,
ტალღის ხმაური გრძნობებს ათბობდა.
ყველაფერს გრძნობდა - სევდას … სიყვარულს,
ხმელეთზე გაშლილ ყვავილს ართობდა.
. . .
ყვავილი იყო ტალღის ამარა,
ვერც ზღვის ხმაურმა გაათამამა.
იჯდა და მისთვის გრძნობებს ქარგავდა,
ასეთს მის გარდა სხვა ვერ ხატავდა.
. . .
ზღვას გავცქეროდით ჩვენ ორნი - თოვდა,
უცებ ამ თოვლის არსი ვიგრძენი.
თითქოს სამყაროს სიყვარულს სთხოვდა,
რაღაც იმდაგვარს მე, რომ მჭირდები.
ციოდა? არა... გრძობები თოვდა,
ხო სიყვარულის თბილი ფიფქები.
მეც სიყვარული შემომათოვდა,
და თავი უცებ შენად ვიგრძენი ...

ჩუმი 'პოეტესა'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent