შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი I)


5-03-2020, 01:08
ავტორი love-evol
ნანახია 1 072

ორი ღია ჩაი შევუკვეთეთ, ნეტა მხოლოდ ამისათვის მიყვარდე... ამ გზის გარდა სხვა გზა არ გამაჩნია, ნეტა მხოლოს ამისათვის მიყვარდე...

- ჩემი ნახვა რატომ არ გინოდა?
- იმიტომ რომ მიყვარხარ!
- ჩემგან რატომ გარბიხარ?
- იმიტომ რომ მიყვარხარ!
- ჩვენი ერთად ყოფნა რატომ არ გინდა?
- ძალიან მიყვარხარ... იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო...
- აქამდე ეს რატომ არ მითხარი?
- ამაყი ვარ...
- და მზად ხარ სიამაყის გამო სიყვარულიც დათმო?
- მე... არ ვიცი... იცი, მწყინს რომ ასე ფიქრობ?
- მაშინ ამ ყველაფერს ახლა რატომ მეუბნები?
- იმიტომ, რომ როცა ეს ყველაფერი შენთვის უნდა მეხარებინა, ყოველთვის ისე გამოდიოდა რომ შენზე გაბრაზებული ვრჩებოდი.
- რატომ მიბრაზდებოდი?
- რამდენჯერმე სხვა გოგოსთან ერთად გნახე და ვიფიქრე არ გაინტერესებდი. კიდევ....
- ახლაც იმავეს ფიქრობ?
- უნდა ვფიქრობდე?
- მგონი ამის საბაბი შენთვის არ მომიცია...
- აკი გითხარი სხვა გოგოსთან ერთად გნახე-მეთქი.
- არც ის და არც სხვა გოგო ჩემთვის არაფერს ნიშნავს, გარდა ერთისა...
- ???
- ის ერთი შენ ხარ სულელო.
- მასე ნუ მეუბნები.
- გწყინს?
- არ მწყინს, მაგრამ თუ გიყვარვარ მაშინ მო...
- თუ?
- რა თუ?
- შენ თქვი თუ გიყვარვარო. ამაში ეჭვი გეპარება?
- არა... მაპატიე... სხვა რამის თქმა მინდოდა.
- ხომ იცი საყვარელ ადამიანებზე ვერ ვბრაზდები.
- ვიცი.
- მიყვარხარ...
- მაპატიე რა, გთხოვ... მაპატიე, რომ აქამდე ვერ ვხვდებოდი რამდენს ნიშნავდი ჩემთვის. მართლა სულელი ვარ.
- ამას ნუ ამბობ.
- ყველაფერი მინდა ვიცოდე...
- რა ყველაფერი?
- როგორ შეგიყვარდი?
- ხატია, ძალიან გრძელი ისტორიაა.
- მე არსად მეჩქარება. მზად ვარ მთელი ცხოვრება გისმინო, რადგან... (სიჩუმე)
- რადგან რა?
- ხომ იცი არა?
- ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვისმინო.
- მიყ... მიყვარხარ...
- არც კი იცი რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის. შენს ყოველ „მიყვარხარზე“ თავიდან ვიბადები.
- მეც იგივე გრძნობა მეუფლება... მომიყვები?
- მოგიყვები...
ხატიამ ლოყაზე მაკოცა
- 2015 წლის ზაფხული გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს. ამ წელს სტუდენტი გავხდი.
- პირველად მაშინ გნახე... 2015 წლის 3 ივლისს. გამოცდა გვქონდა ქართულ ენაში.
- მახსოვს ეგ დღე. შევამჩნიე როგორ მიყურებდი.
- შეიძლება ვცდები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვე, თითქოს საკუთარ თავში თავდაჯერებული იყავი.
- სინამდვილეში ძალიან ვღელავდი.
- ასეც უნდა ყოფილიყო, ჩვენ ხომ გამოცდას ვწერდით.
- შემდეგ?
- შენ მართალი ხარ, გიყურებდი. თვალს ვერ გწყვეტდი... ჩემს თავს ვეკითხებოდი, ნუთუ შესაძლებელია ასეთი სილამაზის არსებობა. თურმე შესაძლებელია...
ხატია გაწითლდა
- ზუსტად მახსოვს რა გეცვა. თეთრი სადა მაისური, ჯინსი და კედები. თმა მაშინ მხრებზე გეფინა.
- მაშინ თმის შეჭრაზე არც კი მიფიქრია.
- მოკლე თმაშიც ანგელოზი ხარ...
- მადლობა...
ხატია ისევ გაწითლდა
- შენ გამოცდა მალე დაწერე და ჩემზე ადრე წახვედი.
- კი, მახსოვს რომ ძალიან გამიადვილდა.
- მე მოგვიანებით გამოვედი, მაგრამ ვეღარ გიპოვნე...
- ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება.
- ამაზე ნუ ფიქრობ. მთავარია ახლა აქ ხარ, ჩემს გვერდით.
- სამი თვის შემდეგ მაინც მნახე.
- კი. გამიმართლა რომ ერთ უნივერსიტეტში მოვხვდით ერთ ფაკულტეტზე.
- ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა.
- ვერ წარმოიდგენ რა დამემართა როცა დაგინახე. მაგრამ არ ვიცოდი რომ ეს სიხარული ხანმოკლე იქნებოდა. შენ ფაკულტეტი შეიცვალე.
- ხოო, ყოველთვის ახლის ძიებაში ვიყავი.
- ვიცოდი, რომ სადღაც ახლოს იყავი, ამას ვგრძნობდი, მაგრამ ერთი წელი, მთელი ერთი წელი ვერ გიპოვნე.
- როგორ დამიტანჯიხარ ჩემო სიყვარულო...
- რა დამიძახე?
- ჩემო სიყვარულო.
- როგორ ძალიან მიყვარხარ.
მე ხატიას ბაგეების გემო ვიგემე... კვლავ...
- მეც მიყვარხარ. ნეტა ამდენი დრო არ დაგვეკარგა...
- მთავარია ახლა ერთად ვართ.
- ხომ არასოდეს მიმატოვებ?
- არასოდეს... გეფიცები...
- ვის?
- ჩემი საფიცარი შენ ხარ... შენ თავს გეფიცები...
- მიყვარხარ...
- მეც... სიცოცხლეზე მეტად.
იმ მომენტში ხატიას თვალებში ცეცხლი დავინახე, ცეცხლი, რომელიც სიყვარულის ალით იწვოდა...
- ერთი წლის შემდეგ ისევ შენს ფაკულტეტზე გადმოვედი. რატომ არ მოხვედი მაშინ ჩემთან?
- შემეშინდა?
- რისი?
- რომ უარს მეტყოდი...
- ჩემო სიყვარულო, თუ არ ცდი ვერც გაიგებ.
- ხო, მაგრამ არ მეგონა თუ შენნაირი გოგო ჩემნაირ ბიჭს შეხედავდა.
- შენს თავზე ასე ნუ საუბრობ.
- მაგრამ ასეა...
- არაა მასე. მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ. ვიცი რომ ძალიან კარგი ხარ.
- ეს შენი დამსახურებაა, შენ მასწავლე სიყვარული და შენ...
- ჩუ... მოდი ჩემთან...
ხატიამ თავისკენ მიმიზიდა და ბაგეზე ნაზად მაკოცა
- მე შენ მიყვარხარ... სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა... ეს დაიმახსოვრე.
- მთელს სამყაროს მირჩევნიხარ.
- მოყოლა არ დაგისრულებია.
- შენს გარეშე ყოველი დღე უფერული იყო. შორიდან გიყურებდი.. ჩემს თავს ვეკითხებოდი მოულოდნელად რომ გამოვეცხადო და ვუთხრა, რომ მიყვარს, ყველასა და ყველაფერზე მეტად, ნეტავ რას მეტყვის-მეთქი. მაგრამ ეს არ გავაკეთე.
- რატომ?
- არ მინდოდა შენი შეშინება. ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ყოველდღე შენ გიცქერდი.
- ამ ფიქრებში გაატარე 2 წელი?
- კი... 2 წელი...
- მგონი როგორ იტანჯებოდი...
გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე
- არაფერია. მთავარია ახლა ერთად ვართ.
- კარგია ბოლოს მაინც რომ მითხარი.
- უკვე ვეღარ ვძლებდი, აუცილებლად უნდა მეთქვა. მეგობრებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ისინი ჩემს სატკივარს ვერ გაიგებდნენ.
- მოდი წავიდეთ აქედან.
- სად?
- სადმე, აქ სული მეხუთება.
კაფიდან გამოვედით და უაზროდ დავიწყეთ ხეტიალი.
- რა კარგი ამინდია არა, ხატია?
- გაზაფხული ძალიან მიყვარს.
- იცი, ეს სეზონი შენს თავს მაგონებს.
- ჩემს თავს?
- ჰოო.
- რატომ?
- მისი მოახლოებისას გული იმედით მევსება.
- იმ გოგოზე მომიყევი.
- რომელ გოგოზე?
- აი ვისთანაც რამდენჯერმე გნახე.
- ხატია ხომ გითხარი, უბრალოდ მეგობარია.
- მაინც მინდა ვიცოდე.
- კურსელები ვართ და ხშირად გვიწევს შეხვედრა.
- არ მომწონს ის გოგო.
- რატომ?
- არ ვიცი, ისე უბრალოდ...
- ეგ როგორ გავიგო?
- ჩვეულებრივად...
- ხატია...
- რა...
- უბრალოდ მეგობარია.
- არ მომწონს რომ გამუდმებით შენთანაა. შენ მხოლოდ ჩემთან უნდა იყო, მხოლოდ ჩემთან.
- ძალიან ეგოისტური განცხადებაა.
- ჰოდა ეგოისტი ვარ.
- აბა რა ვქნა, მეგობრებს ჩამოვშორდე?
- არა, მაგრამ მათგან თავი შორს დაიჭირე. განა არ იციან რომ მე გყავარ?
გამეცინა
- შენ რა, დამცინი?
- ძალიან სასაცილო ხარ როცა ბრაზდები.
- გაგებუტე...
- კარგი რა...
- თავი დამანებე.
- არა..
- მარტო დამტოვე.
- მიყვარხარ.
- მე არა...
- ეგ სიმართლე არაა.
- დიახაც სიმართლეა.
- შემომხედე..
- თავი დამანებე.
- თვალებში შემომხედე და ისე მითხარი.
- წადი...
- იცოდე, თუ წავალ ვეღარასდროს მნახავ.
- კარგი.
შემოვბრუნდი და წამოვედი
- ხვალ მე ისევ მივალ ჩვენს ადგილას.
გავიღიმე
- ვიცი ხატია...
- ახლა წადი...
ღმერთო როგორ მიყვარდა. ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მეც ბავშვი ვიყავი მის გვერდით. სიყვარულიც ხომ სწორედ ესაა.



ბანალური, მაგრამ საყვარელი ისტორიაა, მომეწონა მართლა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent