შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლის საჭე


5-03-2020, 15:13
ავტორი Mtvarisa abuladze
ნანახია 818

"სიცოცხლის საჭე"
შუაღამისას ,ცუდი სიზმრისგან მოვლენილმა შიშმა გააღვიძა.ამ ბოლო დროს ხშირად ესიზმრებოდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ბაბუა. მოვიდოდა,დაჯდებოდა თავის გამოჩორკნილ ხის ჯორკოზე, დაიჭერდა ხელში პატარა ნაჯახს და ჩორკნიდა და ჩორკნიდა ცულის ტარებს.ღიმილიც ძველებური ქონდა, თან უღიმოდა ,თან ცალ თვალს ორაზროვნად უპაჭუნებდა და უყვებოდა და უყვებოდა მთისას თუ ბარისას...
ახალ გაღვიძებულმა შეშლილი სახით მოათვალიერა ოთახი,ბნელი ისე მძიმედ აწვა სხეულზე ,ვეღარ გაარჩია სად იწყებოდნენ და სად მთავრდებოდნენ ის და ღამე. სხეულშიც უცნაურ უწონობას გრძნობდა,თითქოს ისევ საიქიოში ბაბუასთან იყო და ერთად დაქროლებდნენ ხისგან გამოთლილ ცხენებს. ოდნავ შეირხა,მარჯვენა მხარეს სხვა სხეულის შეხება იგრძნო, გვერდი იცვალა, ქალის სხეულის ფორმებს რომ მოკრა თვალი, გაახსენდა ცოლის გვერდით იწვა და ცოტა დამშვიდდა.
ქალს საბანი ნიკაპამდე ქონდა აწეული,სხეული ისე მწყობრად ელაგა სარეცელზე ,არც კი აჩნდა იქაურობას მისი არსებობა. პირი უცნაურად დაებჩინა ,ამიტომ ყველა ამოსუნთქვაზე გეგონებოდათ ღამე კი არა მავრიტანელის შავი სხეული აწევს ზემოდან და ახრჩობსო ცოლს "ეჭვიანი ღამე" .
სიკვდილმა ისევ სიზმარი გაახსენა , ისევ გააჟრჟოლა ტანში,ახლა საკუთარ სხეულს დაუწყო თვალიერება: ორივე ხელი აქეთ იქეთ ელაგა უსულოდ,ფეხები გარდაცვლილივით ქონდა გაშოლტილი და მასაც უცნარად ქონდა პირი დაბჩენილი.ისევ ბაბუის ხმა ჩაესმა ყურში:
"ბაბუუ,ასი წლის მერე,გულაღმა რომ გაიწკიპები და გასწორდები,ღმერთს ფეხის თითებს შორის დურბინდივით რომ გახედავ ,აი მაგ დროს არ უნდა ინანო შენი არცერთი ნამოქმედარი.
-იცი რატომ ულაგია გარდაცვლილ ქალს ხელები მკერდზე და კაცს ქვევით,სასქესო ორგანოზე?!
-არ იცი!
- იმიტომ რომ,ქალმა ორივე ხელით უნდა უყარაულოს თავის მკერდს,თავის პატიოსნებას, ოჯახს, ღირსებას...
- კაცმა კიდე "იმის" ჭკუით არ უნდა იაროს.
თუ უნდა ადამიანად მოკვდეს!
ასეა ბაბუ,ყველას ჩვენ ჩვენი ვალდებულებების მოსახდელად გამოგვაგზავნა უფალმა. ბებიაშენისთვის არასდროს მიღალატია. თუ კაცმა ერთგულება და ზომიერება არ იცის ,წასულია მისი საქმე"
გაახსენდა ამ დროს როგორ იცინოდა თვითონ, გაუხედნავი კვიცივით დახტოდა და ბაბუის გასაბრაზებლად იძახდა: "ბევრი,ბაბუ ბევრი ჯობია ცოტას!"
ბაბუაც იცინოდა ამ დროს,სამიოდე ჩაყვითლებულ კბილს მზის სხივებივით ასხივებდა და ახალგამოჩორკნილი ცულის ტარით დასდევდა მისატყეპად.
ბაბუის შეგონებამ საყვარელი ქალი გაახსენა: მისი "ცოდვის ბორცვები" ,არასდროს რომ ბეზრდებოდა ფერება, თაფლის ოკეანესავით ტკბილი ტუჩები და თუთის არაყივით მათრობელა სხეული . "ეეხ,ამ ლამაზ ცოდვას ბაბუაც კი შემინდობდა,ნამდვილად შემინდბდა...
ნეტა სად არის ახლა "ის"?!
მოგონებებმა შავი ბედაურივით გადაუქროლეს და ეჭვისგან მოგვრილმა შიშმა და სიცივემ სიკვდილივით გააჟრჟოლა.
ხოდა ქალის სხეულიც მოენატრა,თბილი და ტკბილი, სიცოცხლით სავსე უსასრულო ცოდვა...
მშვიდად მძინარე მეუღლეს მოხედა.ქალს ლამაზი, შავი თმა ეჭვიანი ოტელოს მტევნებივით შემოხვეოდა ყელზე,ნეკა თითით ნელა ჩამოუწია საბანი , "ცოდვის ბორცვებს" შეავლო თვალი,ქალმა იგრძნო შეხება,ოდნავ შეირხა და ორივე ხელი ჯვარედინად დაილაგა მკერდზე.
- საყვარელო ,ჯერ ეგ ადრეა,ჯერ ეგ ადრეა,უნდა გავგრძელდეთ, სიცოცხლედ გავგრძელდეთ!" იმეორებდა გონებაში და მისი ორივე ხელი ,ქალის ცოდვის ბორცვებს ისე ეჭიდებოდა,როგორც სიცოცხლის საჭეს...
(მ.აბულაძე 05/ 03/2020წელი)



№1  offline წევრი Mtvarisa abuladze

მადლობა ჰაიკო.უფრო რიგ ტრადიციებში.უმეტესი ვიტყოდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent