ფესვები
იქ ხომ ფიქრები ცხოვრობს იქ ხომ ცხოვრება წყნარობს, სადაც ფესვები ჩემი სვამენ სიცოცხლის წყაროს. აქეთ პატარა მუხა იქით ბატონის ახო, გულით ქართველი თუ ხარ როგორ არ უნდა ნახო. მამა-პაპათა ოფლით ხისგან შეკრული ოდა, წელში მოხრილი ბაბუ წისქვილის ქვას რომ კოდდა. ბუხართან კეცი თიხის მარანში დოქით ღვინო, ცოლიკაურის ცრემლებს გინდება შეჰღიღინო. სადაც წინაპრებს ჩემსას ღრმად გაუდგია ფესვი, სწორედ იმ მიწის ახლა მე სადღეგრძელო შევსვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.