შენ თავი გტკივა...
შენ თავი გტკივა, რადგან წუხელ ბევრი დალიე და საკუთარ დარდს ალკოჰოლს ატანდი... რაც შენს მეხსიერებაში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ სიბნელეა... სიბნელე და შიგადაშიგ დაქალების მონოტორული ხმა, რომლებიც გაფრთხილებდნენ რომ მეტი აღარ უნდა დაგელია, თუმცა არ უსმენდი... თითქოს შენს გარშემო თითოეული ადამიანი უკლებლივ გაქრა, ხოლო ალკოჰოლით სავსე ჭიქა მომღიმარი სახით მოიწევს შენი ბაგეებისკენ და თავისი ამოუცნობი, მაცდური ძალით გართობს... ერთ ჭიქას მეორე მოჰყვება... მეორეს მესამე და იქამდე შეგიძლია დათვლა მანამ სანამ ყველაფერი არ გავიწყდება. საუბედუროდ საკუთარი სახელიც კი. უყურებ ალკოჰოლით სავსე ჭიქას და როგორ გინდა მასთან ერთად სადღაც უსასრულობაში დაიკარგო, სადაც ყველა ბედნიერია... თვალები წითელი გაქვს... ცრემლებმაც თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ შენ მაინც იცინი და როგორც ყოველთვის მომაბეზრებელ, ყალბ ნიღაბს იკეთებ... აი, ალკოჰოლმა ჰალუცინაციებიც დაგიწყო, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდი... ბოლოს ბარბაცით შედიხარ საძინებელ ოთახში... იხდი ყველაფერს და შიშველი სხეულით თეთრ საბანში ეხვევი. რამდენიმე საათი ჩვილივით გძინავს, მაგრამ როდესაც საათის ისრები დილის ექვს საათს მიუახლოვდა უკვე ლოგინშიც წრიალებ... ყელი საშინლად გიშრებოდა, მაგრამ ადგომის თავიც არ გქონდა... უეცრად თავს სინანული გატყდება... იცოდი რომ ამ დღეში არ უნდა აღმოჩენილიყავი, თუმცა მაინც გაბედე და ყველას ზურგი აქციე... ახლა კი დარჩი მარტო, ჩემო საცოდო, ერთგულო მეგობარო... ღამის კოშმრებთან და სინანულთან ერთად!.. - მარიამ კობახიძე 3.03.2020. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.