შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განზომილება


9-03-2020, 13:08
ავტორი დორიან
ნანახია 830

დიდი ძალა აქვს ერთ თვესაც კი.გუშინ დავაფიქსირე,რომ სარკეში ჩახედვისას მზერაც კი იცვლება დროთა განმავლობაში.ამ უხილავ,მაგრამ გრძნობად ომში დავკარგე თითქმის ყველაფერი.
-ემა!-შორიდან მომესმა ხმა-სადღაც შავ ხვრელში შეყუჟულ შეშინებულ არსებას ეშნოდა სიცხის,რომელიც კარს მიღმა მძვინვარებდა.იქ იკეტებოდა,რათა გადაერჩინა საკუთარი თავი.
-დაგინახე! შენ ისევ არსებობ ჩემში,დაიმალე,თორემ “იგი“ გაგანადგურებს!-ავიღე ბლაგვი საგანი და სარკეს შევანარცხე,იმ იმედით რომ სარკესთან ერთად „იგიც“ დაიმსხვეორდა.
საკუთარ თავთან საუბარი უკვე ხმამაღლა დავიწყე.წუთები შეუმჩნევლად გაიპარა და ისე ვსაუბროდი ვერც კი გავიაზრე რა ხდებოდა.შემდეგ კი ჩემსავე თავზე გამეცინა.მზერაში რაღაც სხვა სხივი დავიჭირე.გამჭოლი,მახვილური,ნორმანდიული ელფერით გაჟღენთილი.რამდენიმე თვის წინ „იგი“ არ არსებობდა.არსაიდან მოსული „იგი“ შიშის მძაფრ შეგრძნებას მიღვივებდა.საკუთარი სახის ნაკვთებსაც სხვაგვარად აღვიქვამდი.“იგიმ“ მთლიანად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.ჟრუანტელის ცხელმა ტალღამ დამიარა.თითქოს სრულიად უცხო ვიღაც, თუ რაღაც მაკვირდებოდა.მშიფრავდა და ჩემში გაურკვეველი ბლანტი სითხის სისხლში შერევას ცდილობდა.მთელი სისწრაფით გულისკენ მიიწევდა უკვე აღრეული სისხლი და წამით სუნთქვა შევწყვიტე.გულმა,რომელიც დაუღალავად და რიტმულად იკუმშებოდა,დასვენება გადაწყვიტა.ყველაფერი ნელ ტანდემში მოძრაობდა და ახალი ფერებით იღებებოდა.ჰაერში უამრავი მტვრის ნაწილაკი თოთქოს ცეკვავდა და არა უთავბოლოდ დახტოდა.თვალები დავხუჭე და ვიგრძენი ფილტვებმა ნახშირორჟანგი როგორ გამოათავისუფლა.ამოსუნთქვა ღრმა და მძიმე მეჩვენა.თვალის შევლებისაც კი მეშინოდა საკუთარი მესთვის.ტალღებს მინდობილი გემივით ვირწეოდი და ჰაერის ნაკადს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი.ძარღვები დაბერილი მქონდა.თითქოს ახალ სისხლს ვერ ეგუებოდნენ.ვიგრძენი ტვინში როგორ მიდიოდა უკვე ახალი ბლანტი წითელი სითხე.ყველაფერმა ფორმა იცვალა: აზრები,ქმედებები,ხმა და ბოლოს სრულებით მომიცვა.ცრემლი? ჰო, ეს უფერო წვეთი ცრემლია,მაგრამ რატომ? სხეული ძველს ემშვიდობებოდა,ჩემს ნახევარს მისი გაშვება არ სურდა.თუმცა უძლური იყო.სარკეს დიდი,გაუმჭირვალე ფარდა გადავაფარე,ოთახი გამოვკეტე და შეცვლილი თვალებით მეწამულ ზეცას ავხდე.გეზი მიზანმიუმართებლად ზღვისკენ ავიღე,თითქოს ფეხებმა იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ. ზღვის ჰორიზონტზე ღრუბელთა არმია შეკრებილიყო,ჩემს თავზე კი კანტი-კუნტად თუ იქნებოდა.ზღვას გავყურებდი.ნუთუ ისიც მარტო სულია? მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წვეთისგან შედგება? ან თუნდაც მის თავზე მოცურავე პატარა ღრუბელა?ისეთი პატარაა მეშინია ცამ არ შთანთქოს.მეწამული ფერი დაკრავს და ისეთი ფორმა აქვს თითქოს ღრუბლების ზღვის ნაპირზე ყოფილიყოს და ეშინოდეს მასთან შეერთების.რატომ ეშინია? იქნებ იმიტომ რომ არ სურს რაღაც დიდის პატარა ნაწილი იყოს.ის ხომ სულ დაიკარგება? მას ხომ თავისუფლად ფრენა და სიარული ურჩევნია? არავინ რომ არ შეაშინებს და არ მოინდომებს თავის ნაწილად გახდომას.მაშინ ის თავის ვარდისფერ სამოსს დაკარგავს და იმ „დიდის“ სამოსელს ძალით მოირგებს.დიდი რომ ქონდეს? ეს კიდევ ჰო.მაგრამ პატარაში როგორ ჩაეტევა?ის სულ მთლად უყველაფრო დარჩება.-არ მინდა იმ დიდთან!!-თითქოს გაბრაზებით,შიშითა და მუდარით დაიყვირა ღრუბელამ.მაგრამ ჩემს მეტს არავის გაუგონია ეს ხმა.არც ცას.რომელსაც ყველაფერი ესმოდა მისი.ახლა კი დუმს.-ნუთუ ეს ჩემი ბრალია?-ნუთუ მე ვარ დამნაშავე რომ ჩემს სიტვებს ვერ გებულობს?-ბუტბუტებდა ღრუბელა.ქარო ნუ დამტოვებ და წამიყვანე იქ, სადაც ნაკლები დიდი ღრუბელია.მე ეს ზღვაც მიყვარს.მზეც, რომელიც სიცივეში მათბობს და...თქვენც დიდო ღრუბლებო მაგრამ არ მინდა თქვენი მცირედი შემადგენელი ნაწილი ვიყო.რა გამოდის მე მარტო სული ვარ? მე მარტო არ ვარ.ცა,მზე და ქარი ჩემთან არიან.თქვენ ხომ არ მომატოვებთ? შენ არ ამბობდი ქარო პატარა ხარ და არ დაგტოვებო? მე ისევ ფანტელებთან თამაში მინდა.როგორ ვერთობოდი.ისინი მიღიტინებდნენ და ის სიცილი სიცოცხლეს მიხანგრძლივებდა.ისევ ვითამაშებ მათთან ხო? და რატომაა ასეთი დიდი და უსიამოვნო ის ჰორიზონტი? რატომ იზრდება? დაჭერობანას მეთამაშება? მე გავიქცევი და ის ვერასდროს დამიჭერს მე!!! მე მე ვარ და ის ჩემთვის არავინ.მტერია! ქარიც ჩემთანა ის დამეხმარება.-ამ დროს ქარმა დაუბერა და ღრუბელსა და დიდი ღრუბლის ზღვას შორის მანძილი გაიზარდა..იგი უფრო ჩაიქუფრა,თითქოს ბოღმით აივსო, რომ ვერ მისწვდა მას.
ვუყურებდი პატარა ღრუბელა ბედნიერებისგან როგორ ანათებდა.იგი ზღვის თავზე დადიოდა მზის სხივებს ისრუტავდა, ბოლოს კი ვარკვლავებში გაინაბა.
***
ჯერ კიდევ გათენებული არ იყო ადამმა თვალი რომ გაახილა.გარეთ გაიხედა.ნაწვიმარი იყო და ალბათ კიდევ აპირებდა წვიმას.ჟაკეტი მოიცვა.კარი გაიხურა და სანაპიროსკენ აიღო გეზი.საოცარი ამინდია.ზღვამ თითქოს ომი გამოიარა.აქაფებულ ტალღებს ალაგ-ალაგ ისროდა,თითქოს განწმენდას ცდილობსო.ჯერ კიდევ ებრძოდა ბინდი სინათლეს.უჭირდა არენის დათმობა. სანაპიროს მშვიდად მიუყვებოდა ადამი,როდესაც წყლის ზედაპირზე მოქანავე სხეულო შენიშნა.ჯერ ელდა ეცა.გაუკვირდა.ადამიანს ვერც კი წარმოიდგენდა.შემდეგ ახლოს მივიდა და თმებში აბურდული სახის ნაკვთები გაარჩია..თმები გადაუწია და დაინახა სახე,რომელზეც სიკვდილს დაეწყო გამეფება.ხელის კანკალით ტელეფონს დასწვდა და სასწრაფო გამოიძახა.
***
ცის ჰორიზონტი წითლად შეღებილიყო.ღრუბლები თითქოს გაექცნენ ამ სისხლისფერი დედამიწის ქუდს.ზღვაც,როგორც ცოცხალი არსება გრძნობდა ჰაერის სიმძიმეს.სანაპირო უკიდეგანო დერეფანს ჰგავდა,რომელსაც ნელი ნაბიჯებით სილუეტი მიუყვებოდა.ის კი მე გაჭრილი ვაშლივით მგავდა.ნეტავ მასაც ემა ერქვა?ჩემს ორეულს ჰგავდა, მაგრამ მე არ ვიყავი.თუ ვიყავი როგორ შევხედავდი ასე ცხადად?მის ყოველ ნაბიჯს ვხედავდი.ტალღები ჯერ იწვევდნენ,შემდეგ კი შორდებოდნენ მას.
თანდათან სიღრმისკენ მიდიოდა.თითქოს სურდა საკუთარი ზღვა ზღვას შეერთებოდა.ტალღამ უკან გამოაგდო.
-ან მეთამაშება, ან ჩემი მიღება არ უნდა-გაიფიქრა მან.ახლა ისიც აღმოვაჩნე რომ მისი აზრები მესმის.-ამ მორევში თუ შევედი ვიცი ვეღარ გამოვალ.ან თუ შევედი რატომღა უნდა გამოვიდე?
უკვე ყელამდე წყალშია.არ ჩქარობს,ნელა მიიწევს.ტალღები გაძლიერდნენ და ალბათ პროტესტს გამოთქვამდნენ.არ სურდათ მისი მიღება.გონებამ განგაში ატეხა.ფეხში ფსკერი გამოეცალა.
-უკვე ვიძირები.-გაუელვა აზრმა და ტალღამაც გადაუარა.
წამში თითქოს მორევში ამოყო თავი.ძალა ეცლებოდა.ბრძოლა მაშინ დაიწყო,როცა ენერგია აღარ გააჩნდა.ტალღებთან ბრძოლა ძნელი ყოფილა.აზარტში შესული ზღვა აღარ აპირებდა მის გააშვებას. სასტიკ თამაშში სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა ორივე მხარე.ტალღა ფიქრებსაც მისწვდა.სუნთქვა ეკვროდა.გრძნობდა ხელ-ფეხი ერთმეოდა.გულს სისხლი ნაკლებად მიეწოდებოდა.უკვე ვეღარ ხედავდა ნაპირს.მორევი ითრევდა და მის სულში შეღწევას გამალებით ცდილობდა.სურდა მის სიხლში არეულიყო.მისი გემო გაეგო.ზღვის ქაფი სახეზე ეფინებოდა და მხედველობას უბინდავდა.ცხოვრების ყველა ეტაპმა თვალწინ გაურბინა.ცხოვრების ფურცლებზე მონოტონურ ფერებს ალაგ-ალაგ განსხვავებული ფერების ერეოდა.ზღვამ ცრემლის გემო შეიგრძნო.
-ნუთუ ტირის? მაშასადამე სიცოცხლის გემო გაიგო. მწყურია სისხლი.მაგრამ ისე არა როგორც მას სიცოცხლე.-გაიფიქრა ზღვამ.
უეცრად მორევმა უკან დახევა დაიწყო.თითქოს შეეშინდაო.დიდმა ტალღამ ბიძგი ნაპირისკენ მისცა.ზღვამ მისი შიშველი სახე დაინახა.შეიგრძნო მისი სურვილები,ტკივილი.მარილიანი წყალი მალამოდ მის ჭრილობებს.უხილავი ძალით ნაპირს მიღწეულმა, ნახევრადუსულო სხეულმა თვალი ჰკიდა ზღვას,რომელიც შორს წასული ეჩვენა.თვალი დახუჭა და სადღაც გასამგზავრებლად სხეულთან ერთად სულიც მოამზადა.ნელ-ნელა მეც გვრძნობდი,რომ თვალები მიმძმდებოდა.ვეღარ ვახელდი.სიკვდილმა კი ახალი სხეულის სუნი იგრძნო და გახარებულმა მისკენ გეზი აიღო.
***
გონს ხელზე მხურვალე სითბოს შეგრძნებამ მომიყვანა.თვალის სიმძიმე ქუთუთოებს ამძიმებდა და ვერ მომეხერხებინა თვალის გახელა.რაღაც ხმები ჩამესმოდა, ამ მხურვალე სითბომ გათოშილ სხეულში დენივით დაიარა.თვალი გავახილა,ზემოთ სითეთრის მეტი ვერაფერი დავინახა.ტანში გამცრა და ვიგრძენი,რაღაც ამოუცნობი მზერა.თვალი გავაყოლა მას და უცხო სახე დავინახა,რომელსაც სახეზე შიში აღბეჭვდოდა.გარეთ გამექცა თვალი და..ცა ასეთი მშვიდი ჯერ არ მენახა.მხოლოდ ვარაკვლავებში ჩაძირული იდუმალი მთვარე დავინახა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent