ერკე მიდასი - ჩაკარგვა
სიფაქიზემ შემოიდგა სიყვარული ჩემში სინარნარე კივილს იწყებს, ხელს რომ ვუჭერ ყელში, სირცხვილიც ვერ ახელს თვალებს სხვისა სამოსელში სიმარტივე იწვის, ხურს და ხსნას ვერ ხედავს ბრძენში. შიმშილობა სევდას დასდევს, მუდამ უდგას გვერდში სიხარული წყენას თუ კლავს, უსაფუძვლოდ ერჩის იგიც გრძნობს და იგიც მზაობს, თავი აჰყავს ხელში უიმედობა უძრავად იყურება ჭერში. სიძულვილი რაღას ბრაზობს, მის თავს ხატავს ერში სიგიჟის სუნს ვერ ვივიწყებ, ვგრძნობ ის არს ჰაერში სიყვარული ბოროტს არ გმობს, მოყვასს ამჩნევს მტერში, ის თავად ქმნის მოძრაობას, ნათელს ყველა ფერში. რას მოვყავართ აქამდე თუ აწმყოს ვხედავთ ბნელში, ყველა ჩვენგანს წარსული აქვს გადამჯდარი გენში სასოება ფეხებს ვერ შლის, გადამტყდარი წელში იმედით ვართ, გავბრწყინდებით ოთხი ათას წელში. უფანტომო ადამიანს გადავცქერი სკვერში გრძნობების გაუაზრებლად ჩადგა თვის ცოდვებში სიკეთეღა მიისწრაფვის, ზემოთ სამოთხეში ეს ნიჭია, რაც აღარვის არ უჭირავს ხელში. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.