შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის (ფერი) ხმა


12-03-2020, 23:06
ავტორი Mtvarisa abuladze
ნანახია 985

სერიიდან-
"ბებოს(ფერი) სიყვარულის კიდობნიდან"
" სიყვარულის ხმა"
მათ იქორწინეს.
უბრალოდ იქორწინეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება. ქალი დიასახლისი იყო. ოჯახის საქმეებს დილიდან დაღამებამდე ადგა თავს.რეცხავდა და ხეხავდა საყვარელ ნივთებს, მერე კი დაღლილ- დაქანცული,ძილს მონატრებული , გვიანობამდე ელოდებოდა მეუღლის დაბრუნებას და თვალს არ დახუჭავდა მანამ, სანამ კიბეზე ამომავალი მეუღლის ფეხის ხმას არ გაიგონებდა . მივარდებოდა მონატრებულ ფინიასავით , მიეგებებოდა საყვარელ მეუღლეს და მიულერსებდა.
და რა ტკბილი იყო ეს ხმა, არათანაბარი(ომში ერთი ფეხი დაკარგა კაცმა), კიბის საფეხურებზე არამონოტონურად რომ პაკუნობდა და ნაბიჯებს სხვადასხვა ნოტებად გამოსცემდა. ამ დროს ქალს სხეულში სასიამოვნო ჟრჟოლა უვლიდა და თავს სამოთხეშიც კი წარმოიდგენდა.
მათ ძველი ნივთების მაღაზია ქონდათ.კარგად იცოდნენ ამ საქმიანობით ვერ გამდიდრდებოდნენ, მაგრამ რაც ქონდათ იმითაც კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ. მშვიდი და მონოტონური იყო მათი ცხოვრება, რასაც გადანაწილებული მოვალეობებიც უიოლებდათ.

თუმც იშვიათად,
როცა მეზობლის ქალები ღიად იხუმრებდნენ თავიანთი ცხოვრების ინტიმურ მხარეებზე , ამ დროს ქალის ფიქრები ფორიაქს იწყებდა : იქნებ როგორ ცხოვრობენ სხვები, კამათობენ, ღალატობენ, რიგდებიან , ვნებებით სავსე ქარიშხლიანი ცხოვრებით ცხოვრობენ?! ამ დროს ქალი წამიერად თვალებს ჭერს მიაპყრობდა და ნისლჩამდგარი მზერით დაუგემოვნებელ სიყვარულზე ოცნებობდა...
თუმცა ამ დროს საკმარისი იყო კიბეზე ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაეგონა, უცებ გაფანტავდა ავ ფიქრებს,სწრაფად წამოდგებოდა სკამიდან, მშიერ მეუღლეს სუფრას გაუშლიდა და ცეცხლზე წყალს შემოდგამდა დაღლილი კაცის ფეხების დასაბანად.
კაციც მიუჯდებოდა მორთმეულ სუფრას, წყნარად მიირთმევდა გემრიელ კერძებს და უყვებოდა ქალს დღის ამბებს. მას არასდროს უფიქრია ,სხვა რამ თუ აკლდა მათ ცხოვრებას.
ერთ დღეს სტუმარი ეწვიათ. ოჯახის შორეული ნაცნობი მამაკაცი მეზობელი ქალაქიდან . მაღალ,ახოვანი კაცს არწივივით გამოხედვა და მუგუზალივით შავი თვალები ქონდა,საიდანაც დღემუდამ ვნების ცეცხლს აფრქვევდა.
დაჯდებოდა სტუმარი ბუხრის პირას, დაიდგამდა სტუმართმოყვარე მასპინძლის მორთულ ღვინოს და უყვებოდა და უყვებოდა ათასგვარ ამბებს,იცინოდა და აცინებდა, ირთობდა და ართობდა მათ .
ხოდა უცებ მოიხიბლა ქალიც. სტუმრის ბუხუნა ხმაზე ჟრუანტელი დაუვლიდა სხეულში და რიდით გახედავდა ქმარს, ხომ არაფერი იგრძნოო. თითქოს სტუმარიც გრძნობდა "რაღაცას" ,გაუგრძელდა საქმეები ქალაქში, ქალის ფარული გამოხედვაც არ გამოპარვია გამოცდილ მექალთანეს. აღარცკი ახსოვდა მერამდენე აცრემლებული თვალი აცილებდა განშორებისას...
ხოდა ვნებებმაც თავისი გაიტანა, უღალატა ქმარს ქარიშხლებს მონატრებულმა ქალმა.აბობოქრებულ ტალღებში შეცურა წამიერად, "წამიყვანეო თან" თხოვა კაცს მის ფართო მკერდზე ატირებულმა.
მეორე დღეს აღარ დაბრუნებულა სტუმარი . დადარდიანდა ქალი, ყველა დღე დადგებოდა ქუჩის პირას და ელოდებოდა "დაკარგულ სიყვარულს".
ქმარიც რათქმაუნდა გრძნობდა ცოლის აფორიაქებულ სულს. უფრო და უფრო გვიან ბრუნდებოდა სახლში. აღარც ფეხების დაბანას ანებებდა მას,აღარც დღის ამბებს უყვებოდა. მდუმარების ფიცი დადო საკუთარ თავთან. მათი მშვიდი და მდარე ცხოვრება სამარესავით ჩუმი გახდა. თვალებში შეხედვა და პატიების თხოვნა ნატვრად ექცა ქალს. მთელი დღე უხმოდ ქსოვდა,ხეხავდა და რეცხავდა, საღამოს კი ისევ გვიანობამდე ელოდებოდა ქმარს. უკვე ნანობდა საკუთარ საქციელს, წყევლიდა მეზობელი ქალების ხუშტურა ვნებებს და იმ დღეებს ნატრობდა ქმრის უინტერესო ამბებს ინტერესით რომ უსმენდა .
ერთ საღამოსაც გვიანობამდე ელოდა ქმარს,ზეზეურად ჩათვლიმა და ძილში, შორიდან მოესმა არათანაბარი ნაბიჯერის ხმა.რაღაც კვლავინდებურად აუჩქროლდა სისხლი ძარღვებში, ფანჯარასთან მიმსკდარ ჩიტივით აუფართხალდა გული და მიხვდა "ეს ხმა ყოფილაო სიყვარული"...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent