შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამორეული


13-03-2020, 12:32
ავტორი Nika Murusidze
ნანახია 760

სამყარო შენთან ერთად. ბედნიერებით, სიხარულით აღსავსე. ყოველი დღე იწყება, მთავრდება ღიმილით, პოზიტივით, შენზე ფიქრით, ჩახუტებით, კოცნით... ჩემთან ხარ, შენთან ვარ, ერთად ყოველ წუთს, წამს. ქალაქის თითოეულ ბილიკს შევისწავლით, ერთმანეთის უაზრო ხუმრობებზე, ან სულაც უმიზეზოდ, უხმოდ ვიცინით... ჩვენს შეშლილ მეგობრებს ვხვდებით... შევაჩვიეთ დავანახეთ ვაგრძნობინეთ. უკვე უჩვენოდ უგებენ. მიყურებ, გაკვირდები და სხვა დანარჩენი, ჩვენს თვალებში ქრება თითქოს, არც არსებობდა... თითქოს არც კი აქვს მნიშვნელობა... დრო გადის, მეტად გვიყვარდება ერთმანეთი და ამას თანაბრად ვგრძნობთ, პატარა განსხვავებებით... გიყურებ, თვალს ვერ გწყვეტ, მიღიმი, ხელს მკიდებ, ახლოს მოდიხარ, გული ჩქარდება... ვგრძნობ სუნთქვა, როგორ ხშირდება... კისერზე მეფერები, შენს ნაკვთებს ვეხები, მკოცნი, გეხუტები და სამყაროს მოწყვეტილნი, მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით... მორიგი შეხვედრა, ერთადერთი შეხება, თითქოს საწყისი, ამასთან ერთად კი, წერტილ დასმული მზერა, უაზრო სიტყვების გარეშე...
ჩვენი თითების, ერთმანეთში თამაში, სრულიად შიშველნი, ერთნი, გახსნილნი. თვალები, რომელიც არ შრება, გრძნობები, რომელიც არ ქრება, ჩვევები, რომელიც აგიჟებს, ქცევები, რომელიც აქამდე არ გვჩვევია... სითბო, სინაზე, რწმენა, გრძნობები და ოცნება, ვიყოთ ერთმანეთის... მიყვარს შენთან უსიტყვოდ საუბარი.

მაღვიძარაზე ადრე გავიღვიძე. ამაზე უკეთესი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მისი ძილი არ დაირღვა, ჩემი მიზანიც. ამაზე ფიქრმა გამაღვიძა. ნორმალურად, ვერც მეძინა. ჩემი თითოეული მოძრაობა შევზღუდე, წრიალი, რომელიც ასე მინდოდა, დავივიწყე და ხელს რამდენიმე საათია უბრალოდ ვერ ვგრძნობ...
ხო, არ მძინებია და გავიღვიძეთქო. გატყუებ? არ ვიცი!..
ვერ ვიძროდი. თავი ჩემს მკერდზე ჰქონდა მოთავსებული და ორივე ხელით მეხვეოდა. როგორია ფრთხილად გამოეცალო, გაღვიძების აცილებით... იცი რა მჭიდროდ მეხუტება და ყოველ ჩემს მოძრაობაზე, უფრო მიჭერს ხელს. არა არ ღვიძავს, მაგრამ თითქოს გრძნობს, რომ მივდივარ...
დიდ ხანს არ ვტოვებ, ძილშიც იღიმის... როგორც იქნა, მის გაუღვიძებლად გამოვედი საძინებლიდან. მძულს ხის იატაკი, ხვდები რატომ?.. სამზარეულოში შევედი, რაღაც მინდოდა მომემზადებინა მისთვის და თუმდაც ამით მესიამოვნებინა, დღეს დილით... შევუდექი, ვჩქარობდი. თან ვფრთხილობდი. ყოველ ორ წუთში, საძინებელში ვიხედებოდი გადასამოწმებლად, ხომ არ გაეღვიძათქო... როგორ მინდა გესმოდეს, როგორ ცემს... ვიცი ხვდები, ან იცი ეს შეგრძნება. მაბრუებს, მუსიკა გაუჩერებლად უკრავს.. ჩემს მაგივრად უკვე ბალიშს ეხვეოდა.
რა საყვარლად, როგორ იღიმის. თითქოს ხვდება, რასაც ვაპირებ და უკვე სიამოვნებს...
მზადაა... ჩვენი მუსიკა, ხმა საშუალო, ყავა ჩამოვასხი, ოთახისკენ გავემართე. აღარ ვფრთხილობდი და მაინც ვყოყმანობდი.
მიდი გააღვიძე, შეძლებდი?.. ფრენა ახლა ბევრად მარტივია...
უკვე ვიცოდი, რაც მოხდებოდა. შევეხებოდი, ოდნავ შევატოკებდი, ღრმად გაიღიმებდა. ხელებს განზე გაშლიდა, ერთი თვალით ამომხედავდა და თავისკენ ბიძგით ჩამიხუტებდა... მეტყოდა, მიყვარხარ. უზომოდ... და კოცნისგან მთელ სახეს ამიწითლებდა... ენას გამომიყოფდა... და მომზადებულ კერძს, პატარა ბავშვივით რამდენიმე წამში...
ამის წარმოდგენა, უკვე სიამოვნებაა... ღრმად ჩავისუნთქე, გავიღიმე, ოთახში შევედი და სიცარიელე...
წითლად შიშველი კედლები, ცივი საწოლი...
ხელებს დავხედე, არაფერი მეჭირა... მიმოვიხედე, ვერც კი ვხედავდი... შემომესმა, ზარი. და გამოიცანი?!გამეღვიძა...
მხოლოდ მე და ოთახის საზარელი სიჩუმე... ასეთი სიზმარი უკვე მინახავს. ემოციები. მზად ვიყავი ტკივილს მივცემოდი და რამ შემაჩერა?!
მისი ხმა...
- ჩემი ჯერი იყო. ნახე რა მოგიმზადე, სულელო! ცოტა დავწვი მაგრამ!..
მომიახლოვდა, ღრმად გავუღიმე. ხელები განზე გავშალე, ჩემკენ მოზიდვით, ჩავიხუტე...
- მიყვარხარ, უზომოდ... კოცნისგან, მთელი სახე ავუწითლე, ენა გამოვუყავი. და კერძს შევექციეთ...

სიზმარი, რეალობა... ეს შენ გადაწყვიტე.
და აი რეალობაც.
ერთში მცხოვრებნი ორნი ვართ, მეტიც. სამს ვუდრით..
როგორც სამორეული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent