უთქმელი გრძნობები I
წერაში ვპოულობ სულიერ სიმშვიდეს. სიმშვიდეს რომელიც მაშინ დავკარგე როცა გავაცნობიერე რომ შემიყვარდი. ყველა გრძნობა ერთმანეთში აირია. ფიქრი, ტკივილი, სიხარული და ყველა ის გრძნობა ჩემსში რომ ენაცვლებოდა ერთმანეთს. თითქოს გაიარა, დაწყნარდა და სტაბილურად განაგრძო ჩემი გონების დაკავება. შევეჩვიე... ყველა გრძნობას შევეჩვიე. უშენობით გამოწვეული ყველა ტკივილი გადავიტანე.. გავძლიერდი.. მაგრამ შენ ჩემში იმაზე მეტი ხარ ვიდრე გგონია... იმაზე მეტად მტკენ ვიდრე შეიძლება იფიქრო. ალბათ გგონია უბრალოდ სიტყვებია და სხვა არაფერი.. ჩემს სიტყვებშიც კი იმაზე მეტი ტკივილია ვიდრე წარმოიდგენ, რადგან ყველა სიტყვა გულიდან მოდინს. თვალები გყიდის... ერთი შემოხედვაც საკმარისია დავინახო ყველა ფიქრი რაც იმ მომენტში გიტრიალებს.. თვალებს მარიდებ... ვერიტან როცა შენს გრძნობებს ვერ ფარავ და ამ შემთხვევაში თვალები უსიტყოდ გყიდიან. ყველანაირად ცდილობ მზერა მომარიდო... მეღიმება... შენც იღიმი... სუნთქვა მინელდება და გული ორმაგ ტემპში იწყებს მუშაობას.. ღმერთოოო მიყვააარსს.... სადღაც მთებისკენ მინდა წავიდე..ვიყვირო რომ ქარმა წაიყოს სადღაც მთებისკენ ჩემი ტკივილნარევი სიყვარული... მინდა დავცარიელდე, განვიტვირთო. მინდა რომ აღარ ვგრძნობდე, აღარ მკლავდეს, სუნთქვას არ მიბოჭავდეს და თავისუფალი ვიყო, ლაღი... ფუჭი გრძნობები, გაცნობიერებული შეცდომები რომელსაც ყოველ წამს ვუშვებ როცა ვფიქრობ. ვფიქრობ ამ სიყვარულზე და ვრწმუნდები რომ სიგიჟეა. ცალმხრივი სიგიჟე, უპერსპექტივო მომავლით. თავის უაზრო ტანჯვა. დამღალა ფიქრმა იმაზე თუ რატომ შემიყვარდი.. რატომ შემიყვარდა ადამიანი ვინც არ უნდა შემყვარებოდა. არ უნდა დამეშვა. არ, არ, არ და მაინც ეს არ არის ის რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს და მტკენს ერთდროულად.. ჩემი უმომავლო სიყვარულის ნათელი წერტილი ხარ, თავისი უარყოფითი და დადებითი მზარეებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.