შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღსარება

25-03-2020, 12:50
ავტორი Mary Drey
ნანახია 973

დღეს ისევ შავია ცაზე ღრუბლები და ისევ ვგრძნობ, თუ სხეულში როგორ დარბიან პატარ-პატარა ჭიანჭველები...
ასე მგონია, რომ თუ ბევრს ვიფიქრებ მალე ავფეთქდები, რადგან შეუძლებელია ფსიქიკა ნორმალური გქონდეს, როდესაც გარემოში ამდენი ამაზრზენი ხალხი, ერთად იყრის თავს... და ხო... კვლავაც შავია ჩემში ფერები და კვლავაც ვგრძნობ, როგორ იხრწნება ჩემი სხეული უსაფუძვლო ორიენტაციის ხალხის გადამკიდე...
ყოველთვის ვიბრძოდი უსამართლობის აღმოსაფხვრელად, თუმცა ახლა შევამჩნიე, რომ მეც მადანაშაულებენ სხვადასხვა უღირს საქმიანობებში.. ყველაზე საწყენი კი ისაა, რომ შენი გრძნობები არავის ადარდებს... თითოეული ადამიანი მწველი მზერით სულს გიწოვს და არარაობად გტოვებს...
ახლა ყველაზე ცივი ზამთარი დაგვატყდა თავს, რომელიც დაუპატიჟებლად ეწვევა შენს ოთახს და ფანჯრის რაფებთან მყოფი ნაპრალებდან ყოფს თავს... ამ ყოველივეს სულიერი ავდარიც ერთვის, რომელიც ისე გახმობს, როგორც ეს მცხუნვარე მზეს შეუძლია...
შენი თვალები, ვფიცავ, ახლა წამშივე გამაფერადებდა, რომელიც მეტყოდა, რომ მარტო არ ვარ.. ეს პრობლემაც ჩაივლიდა და ჩემი ოცნება, ოცნებად არ დარჩებოდა... მაგრამ დღევანდელ დღეს, როგორც უწინ ჩვეულებრივი და რუტინულია.
გაყინეული სულითა და სხეულით ლოგინში ვწვები. თეთრ, ფაფუკ საბანს ვიხვევ, შემდგომ კი ემბრიონის პოზაში ვწვები... ტკივილისგან საკუთარ სხეულს ვკაწრავ. მსურს, რომ სულიერი აპოკალიფსი ფიზიკურით ჩავაქრო, თუმცა ესეც ვერ აქრობს მას... ასე მგონია გამომშრალი ვარ... უარაფრო და არაფრის მომცემიც, რადგან ვგრძნობ საზოგადოებაში ჩემი ადგილი არ არის...
ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მძაგდა ხალხმრავლობა. საკუთარ სხეულს ბნელ კუნჭულში ვმალავდი, რადგან მათგან ძალიან გავნსხვავდებოდი და საერთო ენას ვერ ვპოულობდი. ახლაც ასეა... საზოგადოება კვლავ გამირბის... ამავდროულად კი ცილსაც მწამებენ, თითქოს მე არ გამაჩნდეს საკუთარი გრძნობები...
დავიღალე ყოველ ღამით სველ ბალიშზე დაძინებით...
დავიღალე ამდენი დაუსრულებელი პრობლემებით...
დავიღალე, ამდენი ცილისწამებებით...
დავიღალე, ამდენი ყალბი ადამიანებით, რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც გტოვებენ, ყოველგვარი დაპირების მიუხედავად.
დავიღალე ამ ცხოვრებით, სადაც თავს არარაობად ვგრძნობ...
დავიღალე იმ ცხოვრებით, სადაც ყველა გაგირბის...
დავიღალე, რადგან ჩემი ოცნებები, ოცნებებად რჩება, რადგან საზოგადოება არ მაძლევს ჩემი სურვილების რეალურად განხორციელების საშუალებას...
დავიღალე...
ხო, დავიღალე ამდენი დაუსრულებელი ცივი ღამით და დაუსრულებელი ძვლების ტკივილისგან ტკაცუნით...
იქნებ... იქნებ ხსნა, მხოლოდ და მხოლოდ სუიციდშია?!

№1  offline მოდერი guroo

დავიწყებ იმით, რომ ყველა შენი ტკივილი საკუთარივით მესმის.
სხვებისგან მიგდებული, უარყოფილი, არ-დაფასებული და ხშირად იგნორირებადი ხარ.
შენი ნაწერი გაგთქვამს და მეუბნება, რომ ზედაპირულად უდგები დისკომფორტს, რომელიც დიდი ხანია გაწვალებს მთელი რიგი მიზეზების გამო, რაც შენ ჩამოთვალე.
ტკივილს ჩაუღრმავდი. დაუფიქრდი იმას,თუ რატომ არ ხარ სხვებისთვის მიმზიდველი და რატომ ურჩევნიათ ხელი გკრან და სხვას მიეკედლონ.
ადამიანები სულ ცდილობენ ვიღაც აქციონ საკუთარ ნავსაყუდლად, სადაც საიმედოობას კი არ დაეძებენ, არამედ კომფორტულ და სასიამოვნო ყოფას. ყველაფერი მაინც ეგოს ხუშტურებამდე დადის.
უპონტო ხარ, ხომ? ანუ მეგობრები შენთან ერთად ყოფნაში კარგ პონტს ვერ ხედავენ, ხომ ასეა? სხვაგან ურჩევნიათ, იმ ადამიანებთან მირბიან, ვინც გაჩითულია... ოღონდ დროგამოშვებით ისინი გულს ტკენენ და აგრძნობინებენ,რომ ცოტათი შენნაირია, ანუ ჯერ კიდევ არ დამსგავსებია მათ და ჯერ კიდევ შეტენვის პროცესშია. ამ დროს შენთან მოდიან, ცოტახნით გიბრუნდებიან. მერე ამუღამებენ იმათნაირობას და ისევ იქ გარბიან.
ყალბები არ არიან. მართლა სჭირდებოდი და მაღტლა გამოგიყენეს, მაგრამწინასწარ არ ჰქონდათ განსაზღვრული. ისინიც მსხვერპლნი არიან. ყველა მსხვერპლი ვართ, რომ იცოდე!
ჩემ პერსონაჟს გავხარ ძალიან.
ზოის მეორე ნაწილიდან მესამე თავი წაიკითხე. მე მეზარება, რომ იქიდან გასამხნევებელი ფრაზები დაგიკოპირო.
ჰაჰჰჰჰ, ბოლოს მაინც ზოი ჩავაკვეხე :დ

https://4love.ge/istoria/142033-zoi-meore-nawili-tavi-3.html

№2  offline მოდერი Mary Drey

guroo

ვაიმე, გურო... პატარა ხუთი წლის ბავშვივით ვცახცახებ და ვტირივარ... რადგან პირველი ხარ ვინც შეიცნო, ის რაც ამ ნაწერის ფენებში მქონდა ჩაქსოვილი... <3 მადლობა... ძალიან, ძალიან დიდი და აუცილებლად წავიკითხავ "ზოის" <3 შემდგომ კი, აუცილებლად გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს!!

№3 სტუმარი შენი მფარველი ანგელოზი...

მარიამ, ეს რა იყოოო????
ასე მეგონა, რომ შენს პირად სამყაროში ვაფათურე ხელები! შენი თითოეული განცდა საჯაროდ გამოიტანე. საზოგადოებას დაუდე წინ გადაშლილი წიგნი...
მაგიჟებს შენი წერის მანერაც. მისი შექმნის დროს გეტყობა, რომ ძალიან ლაღი და თავისუფალი ხარ. ეს ყველაფერი იგრძნობა მისი კითხვისას!
ამ გვერდზე ყველაზე მეტად შენ მომწონხარ, შენი ნაწერებითურთ. იმედი მაქვს წერას არ შეწყვეტ და ყოველთვის იბრძოლებ შენი ოცნებებისთვის!
ვიცი... არ გიცნობ, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო ხარ.
როგორც ვიცი, წიგნის გამოცემას აპირებ ახლო მომავალში.
იცოდე შენი ერთგული მკითხველი ვიქნები.
შენი ფანები არ დაგვაღალატო... !!!!!!

ერთი კითხვა მაქვს, ხალხო. რატომ აქვს ამ გოგოს ასეთი ნაკლები დაფასება?! თვალები გაახილეთ, ნახეთ რა მწერალი იზრდება!

№4  offline მოდერი Mary Drey

შენი მფარველი ანგელოზი...

მიხარია...
ვკანკალებ...
სიხარულისგან ვტირივარ...
ისიც არ ვიცი რა ვთქვა, ჩემო მფარველო ანგელოზო... !
ზოგადად ყოველთვის მიყვარს საუბარი და ენა არასდროს მღალატობს, მაგრამ ეს სხვანაირი შემთხვევაა.... სულ, სულ სხვანაირი... იცი, როგორი? ძვალრბილში, რომ გაგიჯდება და დაუსაბამოდ რომ შენში დარჩება.
მიხარია, რომ ჩემი ჩანახატების გესმის... მიხარია, რომ ჩემს გვერდით ხარ. ! ^^

№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვაუუუუ, კაიააააა

"შენი ფსიქოლოგი" ძალიან ბედნიერია შენით. ვამაყობ რომ გიცნობ, მარიამ.

ჩემი ყველაზე მაგარი და საყვარელი, მონატრებული ქალღმერთი.

№6  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი ლიკა
ვაუუუუ, კაიააააა

"შენი ფსიქოლოგი" ძალიან ბედნიერია შენით. ვამაყობ რომ გიცნობ, მარიამ.

ჩემი ყველაზე მაგარი და საყვარელი, მონატრებული ქალღმერთი.

ვერ ვიხსენებ რომელი ხარ, მაგრამ ძალიან მიხარია თუ მოგეწონა :)

№7 სტუმარი Mari

ძალიან მომეწონა❤❤ძალიან ემოციური იყო ჩემთვის როგორც მკითხველისთვის❤❤ საოცარი წერის მანერა გაქვს რაც იშვიათია❤ასე გაარძელე ❤მოუთმენლად ველი შემდეგ ჩანახატებსაც❤❤❤

№8  offline მოდერი Mary Drey

Mari
ძალიან მომეწონა❤❤ძალიან ემოციური იყო ჩემთვის როგორც მკითხველისთვის❤❤ საოცარი წერის მანერა გაქვს რაც იშვიათია❤ასე გაარძელე ❤მოუთმენლად ველი შემდეგ ჩანახატებსაც❤❤❤

იიიი ^^ ჩემი გოგოო.... <3
ძალიან უყვარხარ, შენს "დაიკოს" <3

№9 სტუმარი ანდრი

გამარჯობა, შეიძლება ბანალურად გეჩვენოს, რასაც ახლა გთხოვ, მაგრამ ძალიან კარგი წერის სტილი და ნიჭი გაქვს და რაც მთავარია გრძნობით წერ და მკაფიოდ იკვეთება ეს, შენს შემოქმედებაში. მინდა შემოგთავაზო, ამ ტექსტთან დაკავშირებით მცირედი, მაგრამ დიდი თხოვნით, თუ თქვენი ნება იქნება, ფეისბუქ გვერდზე განვათავსებ, სადაც თქვენ მიგითითებთ, როგორც ავტორს და თქვენ და თქვენი შემოქმედება ხალხისთვის უფრო ცნობადი გავხადოთ, გვერდის ადმინისტრაციის მიზანიც ეს არის, რომ ნორჩ მწერლებს გზა გავუხსნათ. თქვენგან, მხოლოდ მოვითხოვთ გვერდის მოწონებას და გაზიარებას, რომ უფრო მეტად აქტიური გვერდი იყოს. სხვა დანარჩენზე ჩვენი პიარ აგენტები იზრუნებენ.

№10  offline მოდერი Mary Drey

ანდრი

ანდრო. ძალიან კარგი შემოთავაზება არის და მიხარია კიდევაც... <3 თუმცა სამწუხაროა, რომ ფბ რამდენიმე თვის წინ გავაუქმე და ვეღარ შევდივარ დროებით. თუ განათავსებთ აქ მომწერეთ და ჩემს რომელიმე დაქალა ვეტყვი და ის გააზიარებს <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent