რა ძალა აქვთ საქებარ სიტყვებს ?!
"კურსების ერთ-ერთმა მსმენელმა მომიყვა მისი ცოლის მიერ გამოთქმული მოთხოვნის შესახებ. რამოდენიმე სხვა ქალთან ერთად, რომლებიც ერთ ეკლესიაში დადიოდნენ, მან თვითსრულყოფის წრეში დაიწყო მეცადინეობა. მან თავის ქმარს სთხოვა ხასიათის ექვსი თვისების ჩამოთვლა, რომელთა ცვლილებაც გაუკეთესებაში დაეხმარებოდა. ჩემმა მსმენელმა შემდეგი მომიყვა.გაოცებული დავრჩი,ასეთი თხოვნა რომ გავიგე. გულახდილად თუ ვიტყვით, მარტივად შეიძლებოდა ექვსივე თვისების ჩამოთვლა, რომელთა შეცვლაც მასში მინდოდა,- ღმერთო ჩემო, მე ხომ შემეძლო არა ნაკლებ ათასი მათგანი დამეთვალა,- მაგრამ ეს არ გავაკეთე. მომდევნო დილას ძალიან ადრე ავდექი, ყვავილების მაღაზიაში დავრეკე და ჩემი ცოლისთვის ექვსი დიდი ცისფერი ვარდი შევუკვეთე.თაიგულში ბარათი ჩავდე:"შენ არც ერთი თვისება არა გაქვს, რომლის შეცვლასაც მოვისურვებდი.ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ." საღამოს,როცა სახლში დავბრუნდი, თქვენი აზრით, ვინ დამხვდა კარებში? რასაკვირველია, მართალი ბრძანდებით!ჩემი ცოლი. იგი თითქმის ტიროდა. სულაც არ არის აუცილებელი აღვნიშნო,რომ მეტისმეტად გამიხარდა ცოლის თხოვნას რომ არ ვუპასუხე გამეკრიტიკებინა. კვირას ეკლესიაში წავედით,სადაც ჩემი ცოლი დაქალებს მოუყვა მისი დავალების შედეგებზე. ამის შემდეგ ერთ-ერთი ქალი ჩემთან მოვიდა და მითხრა:"ეს ყველაზე ბრძნული პასუხი იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მსმენია". სწორედ მაშინ მივხვდი თუ რა ძალა ჰქონიათ საქებარ სიტყვებს." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.