შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მომწონს


12-03-2017, 14:09
ავტორი bibo
ნანახია 2 020

მე
მომწონს
სიგიჟემდე შეყვარებული წყვილები
წვრილმანებში,
რომ
პოულობენ ბედნიერებას
და
უანგაროდ უყვართ ერთმანეთი
მამაკაცები გრძელი პალტოებით
და
დახვეწილი ქალბატონები
სულიერი მშვენიერებით
ქუჩაში ხელგადახვეულები,
რომ
დადიან
და
არ აინტერესებთ ხალხის აზრი.
არ
მომწონს
წყვილები,
რომელთა
სიყვარულიც
ანგარებაზეა დამყარებული
მათი ცივი სახეები
და
მანძილი მათ შორის,
რადგან
საზოგადოების სტერეოტიპულ
ჩარჩოებში მოექცნენ.
მე
მომწონს
უბრალო ადამიანები
უბრალო ჩაცმულობით,
რომლებიც
არ ცხოვრობენ დოგმებით
და
თავს არიდებენ
იმ
საზოგადოებას,
რომელიც
იხრწნება და ყარს.
მე
მომწონს
ქუჩის მუსიკოსები,
მეტროსადგურებსა
და
ქუჩის კუთხეში
მდგარი ხელოვანები
და
არა
ბრენდირებულ ტანისამოსში
გამოწყობილი მომღერლები,
რომლებიც
ელიტარულ საღამოებზე მღერიან.
მე
მომწონს
ქუჩის პოეტები,
რომლებსაც
ტკივათ
და
წერენ ამ ცხოვრების ამაოებაზე
და
არა გამაძღარი პლაგიატორები,
რომლებიც
საკუთარ თავს პოეტებს უწოდებენ
მე
მომწონს
ლოთები თავიაანთი არსებით,
"ღარიბები" მდიდარი სულებით,
უბრალო ბინები სიყვარულით გამთბარი
და
გმირთა მამები ამაყათ მდგარნი.
მიყვარს ის მოხუციც,
რომელიც
მეტროში ზის...
მისი
ტკივილიანი და თბილი თვალები...
ამ მოხუცში
ღვთისმშობელს ვხედავ.
მე
გული მტკივა
იმ წიგნის პერსონაჟებზეც,
რომელთა
არაჩვეულებრივ სიყვარულს
გაგრძელება არ უწერია
და
დღემდე ელოდება
ელიზაბეტი ერნესტს.
მე
მომწონს
უჩუმრად, გულში მხურვალედ მლოცველები
და
არა ხალხის დასანახავად
ეკლესიაში შესული "ადამიანები",
რომლებიც
ბინძური სულებით
საყდარში მდგარნი ანთებენ სანთელს
და
ღმერთი,
მხოლოდ
მაშინ ახსენდებათ,
როდესაც
კუჭები გამაძღარი აქვთ.
ვერ ვიტან პოლიტიკოსებს
ცრუ დაპირებებით
და
უფრო მეტად ვერ ვიტან
გაუნათლებელ ბრბოს,
მხოლოდ
თავის დაქნევა,
რომ
ასწავლეს.
არ
მწამს
ჯიპებზე ამხედრებული
გამაძღარი მამაოების,
რომლებიც
გაჭირვებულ ხალხს
საიქიო ცხოვრებით ამშვიდებენ,
რომ უნდა მოვითმინოთ, ავიტანოთ,გავუძლოთ
იქ კი ვცხონდებით
და
დღეს
ჯანდაბამდე გზა გვქონია,
როდესაც
ქუჩაში შიმშილისაგან მუხლებში
ძალა გეცლება
და
ძირს ეცემი...
მე
ყველაზე
მეტად ვაფასებ
უბრალო ადამიანებს
დიდი ოცნებებით...
ეჰ...
ჩემო პატარა
გაიზრდები
და
მიხვდები
თუ
რას ვამბობ..
ერიდე ამ "საზოგადოებას"
არ დაავადდე....
//ზურა მაისურაძე



№1  offline წევრი TeddyBear

როგორ მომწონს ^^ ❤

 


№2  offline წევრი lost alien

თითქოს სული ამომაცალეს და სიტყვებად გარდაქმნეს

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

მმიყვარს ეს ლექსიი heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

გაგვანებივრე ჩემო მეგრული აჯიკა

 


№5 სტუმარი mari ♥

umagresi leqsia momwons ♥ :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent