შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ იცოცხლებ!


1-04-2020, 09:07
ავტორი ნიქსი
ნანახია 1 497

როცა იფიქრებ რომ შინაგან მდგომარეობას ღიმილით დაფარავ, მაშინ ყველაზე მეტად ცდები. თვალებში მაინც გამოგიკრთის რაღაც, რაც იქ არ უნდა იყოს. სულიერად დანგრეულ ადამიანებს ეჩურჩულებაო. ყოველ ღამე სიზმარში რომ დაინახავ, და მიხვდები, რომ ხელს თუ გაიწვდენ გაქრება და მომდევნო ღამემდე ვეღარ ნახავ. როცა მისი სიცილი ჩაგესმის და გრძნობ ზევიდან დაგყურებს და გიცავს, დარჩენილი საძირკველიც იშლება.
....და შენ იყავი ასეთი. ცხოვრობდი სხვისთვის, გრძნობდი ყველას ტკივილს და მასზე მეტად გტკიოდა. არც მეგონა, თუ ჩემს ბავშურ წერილს და ჩვეულებრივ კენჭს, რომლებიც გაჩუქე ასე მოუფრთხილდებოდი. ალბათ ნატვრისთვალი გეგონა, მიუხედავად მისი უფასურობისა. ქარი ახლა სხვანაირად მეც მეჩურჩულება. სიბნელეში თვალს ვახელ და შენ წინ მიდგახარ, იღიმები. მივხვდი, რომ თუ ხელს შენსკენ გამოვიშვერ ჩემთან აღარ დარჩები და უბრალოდ გიყურებ. მე არ მჯერა შენი წასვლის. სურნელი, ღიმილი, ის ზედმეტსახელი მე რომ მეძახდი... მე მენატრება ყველაფერი ეს. მიყვარს. გაფიქრებაც თუ როგორ არიან ახლა ისინი, ვინც შენთან ჩემზეკ ახლოს იყვნენ შინაგანად მანგრევს და მანადგურებს. პოსტი არ დამიწერია სოციალურ ქსელში, არც კომენტარი, რადგან ვიცი ვიღაც უგულო, სიცოცხლეს მობეზრებული უგულოდ აუვლის გვერდს, ან წაიკითხავს და წამიერად დანაღვლიანდება. მე მიყვარს შენი ყოველი დღე, ყოველი გამარჯობა და ჩამოდი ჩემთან დეიდას ამოჟღერება. მენატრება შენი კამათი, რომელშიც დაგემსგავსე, მენატრება სიცოცხლის წყურვილი და ყველაზე ზრუნვის განუმეორებელი სურვილი, მენატრება შენი ემოცია და სიყვარული ყველაზე მეტად და მენატრება შენი განსხვავებულობა. მე მიყვარხარ, და ეს იშვითია. მე ვგრძობ შენს ყოველ ნაბიჯს სამოთხისაკენ და ვგრძნობ სურვილს ყველასადმი დახმარებისა და ზრუნვისას. სიკვდილო, შეიძლება ადამიანები შენთან უძლურები ვართ, მაგრამ შენ არ შეგიძლია ჩვენთვის მისი ბოლომდე წართმევა. უფრთო ანგელოზო, მერწმუნე შენ იცოცხლებ!



№1 სტუმარი სტუმარი ნიქსი

საუკეთესო ხარ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent