ძალიან რთულია იყო ბედნიერი, როცა სამყარო უბედურია... (სრულად)
შენს ოთახში კვლავ ირაკლი ჩარკვიანის „სულს მოგცემ“ ისმის... შენ კი არსად ჩანხარ... ხეებს გაუცვეთავთ თავისი ჭრელი სადედოფლო კაბები და სირცხვილისგან ლოყები გაჰწლითებიათ. გონებაში კვლავ ერთი აზრი გიტრიალებს... ის თუ სადამდე იქნები ამ წყეულ სახლში, ოთხკედელში გამომწყვდეული, როგორც ვოილერებში მყოფი უდანაშაულო ცხოველი... სადანმდე შეისრუტავ ოთახის სინესტეს, რომელიც ძვალრბილში ეტაპობრივად გიჯდება და ყოველგვარ ხალისს წამშივე გიკლავს. ვიცი... ყოველთვის გძულდა რუტინული ცხოვრება. ყოველთვის ფიქრობდი, რომ საცდელი ვირთხა იყავი და შენს ცხოვრებას სხვები განაგებდნენ, რადგან უფერული იყავი.... ფერები კი ვერ გექნება, თუ თავისუფალი არ იყავი... თავისუფლება კი ყოველთვის გაგირბის... ზოგჯერ გამომწვევად ყავისფერ თვალებში ჩაგხედავს და ზოგჯერ დამშვიდებულ სულს, თავის ძლევამოსილ ზვირთებს დაუშენს ხოლმე. შენ იმ წამს უიალქნო გემად იქცევი, რადგან აბობოქრებული ზღვის გადამკიდე კარგავ საკუთარ გეზს და უკვალოდ იკარგები. რის შემდგომაც , ძალიან რთულია ხელახლა თქვა: „მე გადმოვცურავ ზღვას...“ თავისუფლების მონატრებული სურნელი შეიგრძნო და უსიცოცხლო სხეული დააპურო. ახლა ზიხარ მარტო... ისევე როგორც გუშინ ან თუნდაც გუშინწინ... ისევ ჩაფიქრებულხარ მომავალზე, რომელიც შენთვის იმედის სხივივთა კრებულია... ისევ შეჰყურებ შავ ზეცას... მტირალა ხეებს... აბუზულ, მშიერ ბეღურებს და ფიქრობ... ფიქრობ და შემდგომ ოცნებობ... (შენ ხომ ზოგადად მეოცნებე გოგო ხარ.) ოცნებობ, რომ ცაზე ხატვა შეგეძლოს... მოღრუბლული ზეცა გააცინო... მშიერი- დააპურო... უსახლკარო- შეიკედლო... ავადმყოფს- უმკურნალო... ობოლს- დედობა გაუწიო... ფიქრობ და ამ უსასრულო ფიქრებს შორს მიჰყავხარ.. ძალიან შორს... ისე შორს, რომ სრულიად ხარ მოწყვეტილი რეალობას. ძალიან რთულია იყო ბედნიერი, როცა სამყარო უბედურია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.