შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გულები კვლავ შეხვდებიან


6-04-2020, 21:25
ავტორი ნაკატა
ნანახია 971

"დედა, როგორ ხართ?.... სასწრაფო და აუცილებელი საქმე მაქვს, როცა ნახავ ძალიან გთხოვ მიპასუხე...."
-საყვარელო რა ხდება? (აღელვებით კითხა მარიმ ოტოს და პატარა მრგვალი სახე გრძელი, გამხდარი მაგრამ ფოლადივით მტკიცე თითებით მოისრისა)
-არვიცი.... ზარზე არ მიპასუხა, შეტყობინება დავუტოვე, იმედიმაქვს მიპასუხებს.....( ოტოს უნდოდა თავისი სიტყვების ისევე დაეჯერებინა როგორც მის ახალგაზრდა მეუღლეს სჯეროდა)
-ოტო... ბევრი დრო არ გვაქვს, ძმაც ხომ გყავს, იმასთან სცადე, იქნებ გიპასუხოს,
ოტოს სახეზე მკრთალმა, მწარე ღიმილმა გადაურბინა და ფანჯარის მიღმა ნაზ სიოზე მთრთოლავ შესისხლულ ალუბლის კვირტებს მიაჩერდა,
-მარი, ცოტახანს დავუცდი, იქნებ დედაჩემმა მიპასუხოს, თუ არა მერე ვცდი ვაჩესთან დარეკვას...(ოტოს თვალი არ მოუშორებია კვირტებისთვის, დღედღეზე გასახეთქად რომ ემზადებოდნენ)
-ოტო რაიქნება როცა ყველაფერი დამთავრდება... (მარის ხმა აუკანკალდა, უძილობისგან ჩაშავებული თვალებიდან ჩაცვენილ მაგრამ ისევ მშვენიერ ღაწვბზე ჩამოუგორდა ბრილიანტივით მბრწყინავი ცრემლები)
-ყველაფერი კარგად იქნება, როგორც დაგპირდი არსად არ წავალ, ყოველ წამს, ყოველ ნაბიჯში შენთან ვიქნები, ამ სიტყვას არ გადავალ. (ოტომ გახევებული საჩვენებელი თითით ცრემლი მოუმშრალა და გულში ჩაიკრა)
სიჩუმე ჩამოწვა, აპრილის სასიამოვნო სიო თითქოს მათ გარშემო ასრულებდა რაღაც არანორმალურად სასიამოვნოს, მათ კი არაფერი აღარ აინტერესებდათ, თითქოს წამით ცხოვრობდნენ, წამით რომლის გაგრძელებასაც სამუდამოდ ცდილობდნენ,
-გახსოვს როგორ შევხვდით...(ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ოტოს მკერდს მიკრულმა მარიმ)
-რათქმაუნდა მახსოვს, ლურჯი სვიტერი, შავი შარვალი, სწორ, აბრეშუმის თმებზე მოხვეული წითელი ლენტი, ძნელია ასეთი რამის დავიწყება, გუშინდელივით მახსოვს როგორ დაგპატიჟე პაემანზე, უხერხული სიჩუმეც და.... ხელის თხოვნის დღეც, ნაკანოს საავადმყოფო.... ყველაფერი მახსოვს.... ყველაფერი..... (ბოლო სიტყვამ ოტოს თვალებში იმ ბედნიერი და ტკბილი მოგონებების ნაპერწკალი დიდ ცეცხლად აქცია, რამდენიმე წამში კი საერთოდ ჩააქრო სიცოცხლის ყოველი ნიშანწყალიც კი)
სიჩუმე ისევ გამეფდა პატარა სახლში, ჰაერი ისე დამძიმდა სუნთქვაც კი შეუძლებელი ხდებოდა, დაძაბულობისგან ყველაფერს წკრიალი გაჰქონდა როცა ოტოს ტელეფონმა და კომპიუტერმა ერთდროულად ატეხეს გამაყრუებელი გრუხუნი. მარი სწრაფად მოშორდა ოტოს და სმენად გადაიქცა.
-დედა გამარჯობა......( საშინელი სირცხვილით და დიდი მორიდებით ძლივს ამოილუღლუღა ოტომ)
-დედა არ ვარ... მთხოვა მე დამერეკა, ეხლა ოტო ხარ არა?....(უხეში, გაუცხოებული ხმით უპასუხა ოტოს გიგამ)
-მაპატიე ძმაო, დედა დამალაპარაკე ძალიან გთხოვ....
-ძმაო?.... დამცინი?!....
-ძალიან გთხოვ დედა დამალაპარაკე,
"დედა ეს იდიოტი იხვეწება დედა დამალაპარაკეო," გაისმა ყურმილში და სიჩუმემ ისევ გაიდგა ფესვები ორივე მხარეს.
-შ.... შვილო... (აღელვებული, აქვითინებული ხმით უპასუხა ოტოს დედამ) კარგად ხარ?.... რამდენი წელი გავიდა...
-ვიცი დედა... მაპატიე, ძალიან გთხოვ....
-ხო კარგად ხარ.... ბოლოს როცა დარეკე მითხარი შვილიშვილები შეგეძინაო, ექვსი წლის წინ...
-დედა მომისმინე, ძალიან ვწუხვარ ყველაფრისთვის, ცუდად არა საშინლად მოვიქეცი, გთხოვ მომისმინო, ბევრი დრო არ მაქვს, ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი.... მოგვიანებით....(ოტოს გამეორებულმა სიტყვამ ისე გაიჟღერა თითქოს ეს დრო არასდროს აღარ დადგებოდა) დედა უნდა ჩამოხვიდე.... შენ და გიგა.... ბილეთები ნაყიდი გვაქვს, მხოლოდ თარიღის ჩაწერა საჭირო...
-არა....( დედის გადამჭრელმა პასუხმა ოტოს სულმთლად აურია ისედაც არეულ-დარეული გონება)
-დედა ძალიან გთხოვ.....
-არა მეთქი..... შენ დიდიხნის წინ მიიღე გადაწყვეტილება...
-გასაგებია... დედა მაპატიე გთხოვ... ბილეთებს მომდევნო კვირაში, ოთხშაბათისთვის დავჯავშნი, აეროპორტში ვიქნები, ძალიან მიყვარხართ. მამასაც და გიგასაც დიდი ბოდიში მოუხადე ჩემგან, მე უბრალოდ არ შემიძლია ჩამოსვლა, მალე ყველაფერს გაიგებ, დროებით, იმედიმაქვს კიდევ შევხვდებით.
ოტომ ტელეფონის გათიშვისთანავე ბატარეია ამოიღო და მაგიდაზე დაყარა, ამღვრეულ თვალეში ჩაგუბებული ცრემლები დამსკდარი თითების ღარებში მთვარისფრად მოელვარე სინათლეზე მკრთალად, შეუმჩნებლად აპრიალდა. გოგონას რომელსაც შეეძლო ოტო ყოველთვის დაემშვიდებინა სიტყვებს ეძებდა მაგრამ ამაოდ, ყველა მათგანი შეუფერებელი და მეტისმეტად უძლური იყო ამ წუთებში, ასეთი განცდა მარის ნაკანოს საავადმყოფოს ამბის შემდეგ არ გასჩენია, როგორც მაშინ ახლაც ასე მოიქცა და გალეული, წვრილი მკლავები მთელი ძალით მოხვია ერთ დროს ფართო საიმედო ზურგზე ახლა რომ ნებისმიერ წამს წასაქცევად განწირულიყო,
-ყველაფერი კარგად იქნება ოტო, მთავარია ჩვენ ერთად ვართ, ჯერ ძალა კიდევ გვაქვს ბრძოლისთვის, ეს ბოლო შეტაკება იქნება, ან ჩვენ გავიმარჯვებთ ან საბოლოოდ დავმარცხდებით.... "ერთად" (მარის სუფთა, ზარივით წკრიალა ხმაში სუსტად კიაფობდა საკუთარი სიტყვების იმედი)
-წავიდეთ მარი კოჯი გველოდება...
ოტო ფეხზე დაყრდნობით წამოდგა, მარის მხრებზე ხელი დაადო, თმა სიცილიანი სახით აუჩეჩა და საკიდიდან თხელი, ფერგასული პიჯაკი ჩამოხსნა თავისთვის, მარის კი ლურჯი ნაჭრის მოსასხამი მოახურა მხრებზე. ქუჩაში ვერავინ იტყოდა მათზე შეყვარებულებს, მითუმეტეს ცოლქმარს, ოტო უფრო უსახლკაროს დამსგავსებოდა, ფეხსაცმლის ძირს ისევ გაეხსნა პირი, ყავისფერი შარვალი სიძველისგან ნაცრისფერში გადასულიყო, გრძელი მხრებამდე დაშვებულ თმებზე იმდენად გახუნებული, კეპი ეფარა ვერავინ იტყოდა ერთდროს ეს კეპი შავი იყოო, თხელი წვერით შემოსილ სახეს მაინც დამჩნეოდა ზამთრის ცივი ქარის კვალი და გაზაფხულის მზის ფერი, მარიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამოსით, თუმცა მშვენიერი გარეგნობის გამო ყავისფერ, კოჭებამდე კაბას ბოლოებზე ძაფები რომ მოუჩანდა და დალაქავებულ თეთრძირიან ფეხსაცმელს ყურადღებას არავინ მიაქცევდა. დაცვასთან ყოველთვის პრობლემები ექმნებოდათ, როცა ოტოს მეგობრის, კოჯის ოფისში მიდიოდნენ, არც ის დღე ყოფილა გამონაკლისი, სანამ კოჯი თვითონ არ გამოვიდა დაცვასთან მანამ არ შეუშვეს შენობაში.
-ოტო... მარი... ყველანაირი დოკუმენტაცია მზადარის, მხოლოდ თქვენი ხელმოწერები მჭირდება, საჭირო თანხის ნაწილი გააქვთ უკვე, ნაწილსაც მე დაგიმატებთ, რაც დარჩება იმას ჩემი ბავშვობის მეგობარი მოაგვარებს, თქვენ.... არც კი ვიცი რა შემიძლია გითხრათ, (კოჯის ხმასთან ერთად ნიკაპიც აუკანკალდა როცა საბუთები შემოუტრიალა ფართო მაგიდაზე და უფრო დაბალი, თითქმის ჩუმი ხმით გააგრძელა)-ოტო... იქნებ არჩევანი გააკეთოთ...
ოტო არც დაფიქრებულა ისე მოაშორა მარისკენ მახვილივით გაშვერილი ფურცელი თავისი კი მაგრად ჩაბღუჯა,
-კოჯი, თუ არჩევანი იქნება საჭირო მაშინ მარი გავარდება, მასთან ერთად კი ან ჰიტოცუ ან fუტაცუ, მე არ შემიძლია ამის არჩევა....(ოტომ ფურცელზე ხელი მოაწერა და მშვიდ სახეზე ისეთმა ღიმილმა დაიბუდა რომელშიც არანაირი ბოროტების ნატამალი არ ჩანდა)
"სულელო" ჩაილაპარაკა მარიმ იგივე ღიმილიანი სახით და გვერძე გაწეულ ფურცელზე თავისი ინიციალები დატოვა, კოჯის სიტყვაც აღარ დასცდენია, ან იქნებ უნდოდა ეთქვა, იტყოდა კიდეც გულის სიღრმეში ახალგაზრდა ცოლქმარის გადაწყვეტილების სირთულეს და აუცილებლობას რომ ვერ მიმხვდარიყო.
ოტოც და მარიც სამსახურიდან პარასკევ დღეს წამოვიდნენ განცხადების საფუძველზე, სამშაბაბათი თენდებოდა როცა წერა დაამთავრა ოტომ, მარის მალევე დაესრულებინა და მოთმინებით უცდიდა ოტოს. შუადღის მზე დანათოდა აქაიქ გაყვავილებული ალუბლის ყვავილებს, ოტოს კოჯისგან შეტყობინება მოუვიდა "ბოლო საბუთებიც მზადაა, დღეს აუცილებლად მოდით" არ უყოყმანია არცერთს ისე გაემართნენ კოჯის ოფისისკენ, გზაში ოტოს კიდევ დაუკავშირდნენ აეროპორტიდან, "რეისი რომელზეც თქვენ გქონდათ ჯავშანი დღეისთვის განხორციელდება" შეტყობინება იმასაც მიუვიდოდა ვინც უნდა გამოფრენილიყო, ოტოს ყველაზე ნაკლებად და ყველაზე მეტად უნდოდა დედასთან საუბარი, მაგრამ არ შეეძლო, ზუსტად იგივეს განიცდიდა მარიც. კოჯისთან ბოლო საბუთებიც შეავსეს ორ ეგზემპლიარად, ერთი მარის მეორე კი ოტოს მშობლებისთვის იყო განკუთვნილი.
-კოჯი არც ჩემმა და არც მარის მშობლებმა არიციან ჩვენი გადაწყვეტილება, როცა ყველაფერი დაიწყება მაშინ უთხარი, მარტო შენ გიცნობ ვისაც შეუძლია დედაჩემს და ჩემ ძმას ჩვენ ენაზე აუხსნას ყველაფერი. (ოტომ ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა, ფართოდ გაიღიმა და დიდ მაგიდაზე ოთხი კონვერტი დადო)
ორ მათგანზე წაწერილი სიტყვების წაკითხვა შეძლო კოჯიმ, ორზე კი გაუგებრად საშინლად გაკრული ხელით ეწერა რაღაც რაც ვერაფეის დიდებით ვერ გაარჩია.
-ესენი უნდა გადავცე?....(ჩაილაპარაკა კოჯიმ და თვალებთან ერთად თავი დახარა)
-არა...(გააგრძელა მარიმ ლაღი და უდარდელი ღიმილით სავსე ხმით) ერთი დედაჩემს და მამაჩემს უნდა წაუკითხო... მეორე კი ოტოს დედას და ძმას. ეს ორი კონვერტი... იმას გადაეცი ვისაც მე გეტყვი.....
-კარგი მეგობარო.... (ოტო ფეხზე წამოდგა და ხის ქერქივით გაუხეშებული ხელი გაუწოდა კოჯის)-უნდა წავიდეთ, კიდევ შევხვდებით ოღონდ ვიმედოვნებ დიდი ხნის შემდეგ...
ოტო და მარი მშვიდი სახეებით ჩაუყვნენ ნაკანოს ქუჩას იქით სადაც ბრძოლა დაიწყო და სადაც უნდა დამთავრებულიყო. სახლში დაბნელებულზე დაბრუნდნენ, ჰაერს ისევ შერჩენოდა ნაზი გაზაფხულის მზის სუნი. დრო ისევ უტეხად იწევდა წინ, ალბათ იმიტომ რომ არ იცოდა რას უმზადებდა ახალგაზრდა, სიცოცხლეზე შეყვარებული წყვილი, ოთხშაბათიც გათენდა, მარის საუზმედ მაცივრიდან ბოლო კვერცხი და ძეხვი მოემზადებინა, საუზმის შემდეგ სახლის კარი გამოხურეს და აეროპორტის გზას ტაქსით გაუყვნენ.
"რეისი მოსკოვი ტოკიო დასაშვებად ემზადება" ექოთი გაისმა უზარმაზარი აეროპორტის შენობაში, ოტო მოუსვენრად ბორგავდა სკამზე რომელზეც მხოლოდ მარის ხელი აკავებდა, ხალხის ნაკადს თვალს დაჟინებით ადევნებდა სანამ გიგას დიდიხნის დავიწყებული სახე არ შეამჩნია, მალევე ხელიხელჩაკიდებული დედა და მამა დაინახა, ფეხზე წამოდგა, გახუნებული შარვალი ჩამოიბერტყა მარის ხელი მაგრად ჩაჭიდა და მათკენ ტონიანი ნაბიჯებით წავიდა.
დიდხანს იდგნენ პირისპირ, თითქოს ვერ ცნობენო ერთმანეთს, სინამდვილეში კი ვერცერთს სათქმელად სიტყვა ვერ მოეძებნა,
-გამარჯობათ... ( როგორც ყოველთვის ღიმილიანი სახით მაგრამ საშინელი გაჭირვებით თქვა მარიმ და ოტოს თითქმის შეუმჩნევლად მიკრა მხარი)
-შვილო?.... (გაბზარული ხმით თქვა მამამ და ისეთივე გაუხეშებული და გახევებული ხელი გაუწოდა როგორიც ოტოს ქონდა)
-მამა.... დედა.... ძმაო.... მიხარია თქვენი ნახვა (ოტომ მარის ხელი გაუშვა, მათკენ გაიწია ჩასახუტებლად მაგრამ გიგამ ხელში დაკავებული პატარა ჩანთა მკერდზე მიაბჯინა და უკან უბიძგა)
-შენ ხარ?.....(იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა გიგამ და თავისუფალი ხელი გაუწოდა.)
მათი შეხვედრა წლების შემდეგ ისე ჩანდა თითქოს უცხო ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს.
-მევარ... მევარ... დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის, ეს მარია, ჩემი ცოლი, მაპატიეთ ვერანაირად ვერ შევძელი ნორმალურად დახვედრა, სასტუმროში დაგაბინავებთ, მისამართს და ფულს დაგიტოვებთ, ეს ჩემი ტელეფონია, მე აღარ მჭირდება, საღამოთი ან დილით დაგირეკავთ და წამოდით, ვიღაცეები უნდა გაგაცნოთ. მართლა ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა.
ოტოს დედა გაოცებული სახით უყურებდა ხან თავის ქმარს ხან შვილს რომლისგანაც აღარაფერი აღარ დარჩენილიყო, მამას უფრო შეშფოთება და წყენა დასტყობოდა, გიგას კი გულგრილობის გარდა არაფერი ეწერა სახეზე. როგორც ოტო დაპირდა სასტუმროში დააბინავა, ფულკ და მისამართი დაუტოვა და მარის მშობლებთან წავიდნენ, ისინი გაცილებით უფრო ცივად და უხეშად შეხვდნენ, განსაკუთრებით მარის მამა რომელმაც ოტო მისალმების ღირსადაც არ ჩათვალა, მარი კი დედამისმა საშინელი სიტყვებით გამოლანძღა. მარის სახიდან სუფთა, ნათელი ღიმილი არ მოუშორებია მხოლოდ ერთი წინადადება თქვა, მაგიდაზე ფურცელი დადო და ხელიხელჩაკიდებულები გამოვიდნენ სახლიდან. "მე ორივე მიყვარხართ, ხვალ მაგ მისამართზე მოდით და დანარჩენს იქ გაიგებთ"
ღამემ ბრძოლის ველზე გაიარა, რამდენიმე საათიღა რჩებოდა დაწყებამდე, ოტომ თავის ტელწფონზე დარეკა და სთხოვა წამოსულიყვნენ, მარიმ უარი თქვა, იცოდა დედამისის ხასიათი, ამიტომ ზედმეტად აღარ შეახსენა.
ოტოს და მარის მშობლები ერთდროულად შემოვიდნენ მოსაცდელში, როცა გრძელ სკამზე მხარმიყრდნობილი სულმთლად უძილი ცოლ-ქმარი დაინახეს გაოცებას შიში დაემატა, მშობლების ვერცერთმა მხარემ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. ორი შავქუდიანი კაცი საიდანღაც გამოჩნდა, წყვილს რაღაც ჩასჩურჩულეს და თვალს მიეფარნენ.
-დედა... მამა... ძმაო... მართლა მიყვარხართ, ჩემი საქციელის გამართლებას არ შევეცდები, ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოთ, როდესმე გიფიქრიათ ერთი შვილს ორჯერ გაზრდაზე?... ალბათ არა, მაპატიეთ... მალე შევხვდებით....(ოტომ რაც შეეძლო გულიანად გაიცინა და მარის თავზე აკოცა)
-დედა... მამა... ყველაფერი კარგადაა, აქ დავიწყეთ ბრძოლა და აქ უნდა დავამთავროთ, მალე გაიგებთ ყველაფერს, მიყვარხართ, მომავალ შეხვედრამდე.
როცა ოტო და მარი ფართოდ ღია კარში ამაყი, ფოლადის უდრეკი ნაბიჯებით მიაბიჯებდნენ, ერთად დაიყვირეს "როცა გულები კვლავ შეხვდებიან" და თვალს მოეფარნენ, გაოგნებული მშობლები სკამზე ჩამოსხდნენ, ვერცერთი ვერ ხვდებოდა რა მოხდა, გაურკვევლობა დიდხანს არ გაგრძელებულა....

-ოტო... მიყვარხარ (მარტო ეს თქვა მარიმ და მხოლოდ რამდენიმე მბზინავმა ცრემლმა დაუსველა ისევ ღაწვები)
-დიდი სიამოვნებით აგყვებოდი კამათში რომ მე უფრო მიყვარხარ...(ჩაიბურტყუნა ოტომ და ორივემ გულიანად გადაიხარხარეს)
მათი ბოლო დიალოგი ლამაზმა სიზმრებმა ფერად უსასრულობაში შთანთქეს.

-გამარჯობათ (ძლივს ჩაილაპარაკა კოჯიმ და ყელში გაჭედილი ბურთის მოსაშორებლად რამდენჯერმე უხეიროდ ჩაახველა) -მე ოტოს მეგობარი და მათი ოჯახის ადვოკატი ვარ, როგორც მათ მთხოვეს დაწყებამდე არაფერი არ მითქვამს, სათქმელი ბევრი არც არაფერი არ არის. თქვენ ისინი ბოლოჯერ ნახეთ. (ბოლო წინადადება ჯერ ოტოს მშობლებს უთხრა თავის ენაზე, შემდეგ კი იგივე მარის მშობლებს გაუმეორა) -სანამ თქვენ მოხვიდოდით მათ გადაწყვეტილება ოდნავ შეასწორეს, მე არაფერს არ გეტყვით, ყველაფერი ამ კონვერტებშია. (კოჯიმ პიჯაკის გულის ჯიბიდან კონვერტები ამოიღო და ადრესატებს გაუწოდა)
წერილების კითხვა ორივე მხარემ ტყვილისგან გაწბილებული სახეებით დაიწყეს, რამდენიმე წუთში კი სახეები ყველა მათგანს ჯერ გაეყინა, უმალვე კი საშინელი სინდისისგან გაწამებული სახე გადაეკრათ, სანამ რამდენჯერმე არ გადაიკითხეს არცერთ მხარეს ხმა არ ამოუღია. ბოლოს ოტოს მამა წამოიწია, შავ წარბებქვეშ მოელვარე ყავისფერ თვალებში, ცრემლების ზღვა უღელავდა, მარის მამას წინ დაუდგა, და ვებერთელა მთრთოლავი ხელჯ გაუწოდა. მარის მამამ თვალები მოისრისა, ხელი ჩამოართვა და კოჯის ოტოს მამისთვის გაუგებარ ენაზე რაღაც გადაულაპარაკა.
კოჯიმ ორად გაკეცილ ფურცელთან ერთად ორი კონვერტიც გაუწოდა, კაცებს ხელი ჩამოართვა ქალებს კი თავი დაუკრა, ერთხელ კიდევ ჩაახველა ცრემლიანი თვალები მოიმშრალა და საუბარი დაიწყო.
-მთხოვეს თქვენთვის სიტყვასიტყვით გადმომეცა, "ჩვენ ტყუპი გოგონა და ბიჭუნა შეგვეძინა ექვსი წლის წინ, მათთვის სახელები არ დაგვირქმევია, როცა ლაპარაკი ისწავლეს ერთად გადავწყვიტეთ აქედან გასვლის შემდეგ დავარქმევდით სახელებს რამდენიმე წუთით უფროსს ჰიტოცუს ვეძახდით, ეს პირველს ნიშნავს, ულამაზესი გოგონაა რომლის მკერდშიც მამის გული გააგრძელებს ფეთქვას, მას დღეიდან მარი ქვია. fუტაცუ უმცროსი ბიჭუნაა, მისი ეს ზედმეტსახელი კი მეორეს ნიშნავს, მის მკერდს დედის გული დაამშვენებს, სახელად კი ოტო დავარქვით.
ოტოს ძმა, სკამზე სადაც რამდენიმე წუთის წინ ოტო იჯდა მოწყვეტით დაეშვა, თვალი ფართოდ გაშლილ ფანჯარაში გაფოთქილ ალუბლებს მიაშტერა, მხოლოდ მაშინ მოსწყვიტა თვალი და ფეხზე წამოდგა როცა ქირურგი გამოჩნდა,
-ნამდვილად არ მეცოდინებოდა უნდა მომელოცა თუ არა, გოგონამ გვითხრა როცა ყველაფერი დამთავრდება მათ აუცილებლად მიულოცეო. ასე რომ გილოცავთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, (თქვა ქირურგმა და წითელი ქუდი მოიხადა)
-მათი ნახვა მინდა....(ძლივს გადაყლაპა ცრემლები გიგამ და ქირურგს ვედრების თვალებით შეხედა)
-ძალიან ვწუხვარ, სიტყვასიტყვით გეტყვით მათ სურვილს. "ჩვენ, მეც და მარიც ას პროცენტიანი დონორები ვართ, ჩვენი ცხედრები არავითარ შემთხვევაში არ აჩვენოთ ჩვენს მშობლებს და ახლობლებს"
გიგა ისევ თავისი ძმის ადგილს დაუბრუნდა, მძიმედ დაეშვა და გაიმეორა მათი სიტყვები, რომლის მნიშვნელობასაც გვიანღა მიხვდა.
როცა გულები კვლავ
შეხვდებიან




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent