შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზერის მარადისობა (ანუ შეხვედრა ოცი წლის შემდეგ)


6-04-2020, 23:02
ავტორი TakSa
ნანახია 932

გაზაფხულს სულ ცოტა ხნის წინ შემოეღო კარი , ჯერ კიდევ სუსხია.
მე კი უკვე კარგად შებინდებულზე მივუყვები მთაწმინდის ბილიკს. ნოსტალგია მიბყრობს..
ღმერთო, რა ხანია აქ აღარ მოვსულვარ უკვე კარგა ხანია ორმოცს გადავაბიჯე, თუმცა აქაურობა ისევ ისე მიყვარს და ისევ ისე მაღელვებს როგორც ოცი წლის ასაკში. ასე აქეთ-იქით ხეტიალში შემომაღამდა კიდეც. გარშემო აქა-იქღა თუ შეამჩნევდით მოსეირნე შეყვარებულ წყვილებს. ისევ ფიქრებმა წამიღო, მახსენდება როგორი ვიყავი მე.. როგორები ვიყავით ჩვენ, როცა მათსავით შეყვარებული, მათსავით ხელი-ხელ ჩაკიდებული მივუყვებოდით ამ ბილიკებს ოცზე მეტი წლის წინ, როგორ გულმოდგინედ ვცდილობდით გვეპოვნა ვინმე, ვინც უკვე კარგა ხნის წინ დახურულ ეშმაკის ბორბალს ჩვენთვის გახსნიდა. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს იქიდან ღამის თბილისის ყურება და მან ხომ ასე კარგად იცის ეს.
ფიქრებში გართულმა ავტომატურად სწორედ იქით ავიღე გეზი, ბილიკის ბოლოს ძალზე ნაცნობი სილუეტი შევნიშნე, წამით შევჩერდი, ვცადე დავკვირვებოდი, მაგრამ სიბნელესა და ჩემს მოგონებებს დავაბრალე და გზა განვაგრძე. ბილიკის ბოლოში, საპირისპირო მხარეს იყო და ჩემსკენ მოდიოდა, მე მისკენ. ყოველი მიახლოებული ნაბიჯი უფრო და უფრო ამსგავსებდა მას ნაცნობს.. ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული და ამიკანკალდა მთელი სხეული, როგორ მახრჩობს ცრემლები, რომლებსაც გარეთ გამოღწევის საშუალებას არ ვაძლევ. ჩემს წინ გაჩერდა.. არ შემშლია, ან როგორ შეიძლებოდა რომ სხვაში შემშლოდა?! ის არის, ჩემს წინ დგას და არაფერს ამბობს, მხოლოდ მაკვირდება, როგორც მე მას... არ შეცვლილა ზუსტად ისეთივეა როგორიც ოცი წლის წინ, მხოლოდ ჭაღარა შეჰპარვია მის თმას და სახეზეც ნაოჭები დასტყობია. გავშეშდი. ერთ ადგილას ვარ მიჯაჭვული და მის თვალებს მივშტერებივარ, წარსულის ყველა დეტალი თვალწინ მიდგება, ისევ ემოციების მოზღვავებას ვგრძნობ და ვცდილობ თავი შევიკავო მათი გამომჟღავნებისგან.. ის ისევ დგას ჩემს წინ და უხმოდ მაკვირდება.. თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ვერ ან არ ამბობსო.. მინდა გვერდი ავუარო და გზა განვაგრძო, თუმცა არ შემიძლი.. მინდა ზურგი შევაქციო და გავიქცე მაგრამ არც ეს შემძლია.. დღემდე, ისევ არსად შემიძლია წავლა, როდესაც ის ჩემს თვალებში ყურებას არ წყვეტს.. მიყურებს.... და ვუყურებ... ვუყურებ და ისევ ახლიდან მათში ვიკარგები, თვალებში სადაც სხვა სამყაროს ვხედავ. ჩემს და მის სამყაროს, რომელსაც ჩვენს გარდა სხვა ვერავინ დაინახავს..
ვუყურებ და ვხვდები, რომ ამ წლებმა ეს თვალები, ვერ დამავიწყა კი არა, უფრო მეტადაც კი შემაყვარა.


T.S 04/04/2020




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent