შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება წვრილმანებშია!


7-05-2016, 11:20
ავტორი BusaMariami
ნანახია 2 267

მინდა ვიპოვო რაღაც ახალი
და მივუყვები უცნობ ბილიკებს
ზეცას ეცვლება ფერი ლამაზი
მზე კი ნელ-ნელა ქვემოთ მიიწევს...
ბილიკს მივყევი უღრანი ტყისკენ
წამით შევჩერდი თვალი მოვავლე
ხემ კი აღაპყრო ტოტები ცისკენ
თითქოს ის იყო მისი მოვალე...
ისმის შრიალი, ფოთლის ჩურჩული
თითქოსდა უკვირს უცხო ამ მხარეს
მე კი მაშინებს ჩემს წინ უკუნი
თუმცაღა რაღაც თითქოს მახარებს...
სურვილს, ოცნებებს და ლამაზ ფიქრებს
გაეღოთ გულის ვეება კარი
და რეალობამ აჯობა სიზმრებს
გაქრა უკუნი, ჩაწყნარდა ქარი.
ველი გამოჩნდა მწვანე, ხასხასა
მაინც გავხედე გავლილ ბილიკებს...
დრო იყო! მართლაც უკან გავბრუნდი
მზე ისევ გვტოვებს, ქვევით მიიწევს...
ჩავფიქრდი: გიყვარს? უნდა გიყვარდრეს
თუ გწამს ბოლომდე უნდა იწამო
ოცნებობ? ჰგავდეს ის რეალობას
ბედნიერება უნდა იკმარო!
მაბედნიერებს ყოველი წამი
ვიცი, რომ ძალა სიყვარულშია
და მაინც მჯერა, რომ ქვეყანაზე
ბედნიერება წვრილმანებშია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent