შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქოლოგთან,რომელსაც ფსიქოლოგი არ სჭირდება


9-04-2020, 02:06
ავტორი angry strawberry
ნანახია 1 030

კითხვა რომ დავიწყე ოთხი წლის ვიყავი და მეზობელი სახელი არ მახსოვს-ისგან ნაჩუქარ ზღაპრების წიგნს ყოველდღე და....ვებული ვკითხულობდი. ბაღში დიდი ენთუზიაზმი და ქარიზმა დავტოვე. სკოლის პერიოდში რომ კომპლექსის ჭია შემიჩნდა, თექვსმეტ წლამდე ვერ მოვიშორე. დაწყებითებში კარგი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არა საუკეთესო, ანუ მეორეხარისხოვანი ათოსანი. კარგი მაგრამ არასაკმარისად კარგი, ესეც სიამაყის პირველი დარტყმა. კარგად ვსწავლობდი გრამატიკას, ვერ ვიტანდი მძიმეებს. მაღალ კლასებში „ის“ ბავშვი გავხდი, ანუ „ზედმეტად არავინ შეეხოს“ „ზედმეტად ჭკვიანი, მაგრამ ზედმეტად შენძრეული“ . მეშვიდე კლასში წავიკითხე „დანაშაული და სასჯელი“, შვიდ საათზე ვდგებოდი „ყმაწვილის“ წასაკითხად, ვერ ვითმენდი. არასდროს მქონია განდიდების მანია, არასდროს მეგონა თავი საკმარისი, არასდროს მაკმაყოფილებდა „მე“ . თავი გამოუსწორებელი რომანტიკოსი მეგონა, მერე მივხვდი რომ რომანტიკოსობა მძღნერის ჭამის ტოლფასია და შევეშვი. ვაღმერთებ კაცებს, მაგრამ არ მჭირდებიან, ასოცირდებიან ბაღის ბავშებთან, მიყვარს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემგან შორსაა. ბავშვობიდან ვაღმერთებ ოცნებას და სანამ მის მართვას ვისწავლიდი ხშირად ვურევდი რეალობას ილუზიაში, მერე შევეშვი. მეშვიდე კლასის ბოლოს „მარტოობის ასი წელიწადი“ ჩემი საყვარელი წიგნი გახდა, ერთ თვეში რაღაც გადაცემას ვუყურე და გავიგე რომ უმეტესობის რჩეულია მარკესი, გული ამიცრუვდა და შევეშვი. ბავშვობიდან ყოველდღე, ვფიქრობ, რომ ვკვდები, ან,ვფიქრობ ახლობლების სიკვდილზე. კლასის გარეთ გაცნობილ ადამიანებთან, რომლებთანაც საგანმანათლებლო არცერთ ასპექტში შეხება არ მაქვს, ისეთ როჟას ვქმნი, თითქოს უდებილესი გიჟი და ცოტათი საყვარელი ვიყო, რაც ძალაუფლების შეგრძნებას მიტოვებს, მერე მომბეზრდა ის ვისთვისაც ეს ყველაფერი შევქვმენი და შევეშვი. მიყვარს სრულყოფილება, ამიტომ არ ვიწყებ ადვილად რამის კეთებას, თუ საქმეს ხელს ვკიდებ, ხელის მოკიდება იდეალურად უნდა დამთავრდეს, სხვა შემთხვევაში ჩემი ცხოვრების მომდევნო თვეები დამთავრდება აპათეით. მიყვარს ჩუმად ყოფნა. არასდროს გამოვთქვამ აზრს იქ, სადაც მისი ღირებულება დაბალია.სამაგიეროდ ვუსმენ ყველას და ვისმენ ყველაფერს. ყველაზე მეტს ყველაზე შეშინებული ძაღლი ყეფს მოტო. ვერ ვაკონტროლებ გინებას, შემიძლია არ გამოვიყენო გინების შემცველი სიტყვების გარდა რამე და აზრი მაინც ჩამოვაყალიბო.
P.S.მოკლედ არავის და არაფერს, არანაირ სინდრომს და ასე შემდეგ არ სჭირდება ფსიქოანალიზი, ადამიანები სამყაროს კაიფის დროს შევიქმენით და უბრალოდ დებილი ....ები ვართ. მონოლოგის დასასრული.



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

კაროჩე, რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, რა.
კითხვის დროს, მაგრად მეცნო სიტუაცია. არ გამისწორდა, მაგრამ კი შემომეხვია სუროსავით.
როგორც კი დადე, იმ დღესვე შევისრუტე ყველა სიტყვა. მაგრამ ბოლომ დამაგდო.
წაკითხვიდან ყოველ საათში მიტივტივდებოდა ეს ფრაზა ტვინში.
"ადამიანები სამყაროს კაიფის დროს შევიქმენით."
მარტო ამ სიტყვებისთვის ღირს შენი კითხვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent