უსასრულობაში დაკარგული
უკიდეგანო ოკეანის კამკამა წყალი არხევდა მის სხეულს და ოქროსფერი სანაპიროსკენ მიაქანებდა. მას თვალები ჰქონდა დახუჭული და ფიქრობდა: ლურჯი სივრცე, ყვითელი ქვიშა, მზე, სითბო- ნუთუ ეს არის ბედნიერება? სულ ასე რომ ვიყო, ნეტავ ვიქნები ბედნიერი? ეკითხებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ხვდებოდა, რომ თავს იტყუებდა, რადგან ბედნიერება აქ არსად იყო. ის კი მას ყველგან ეძებდა. იცოდა, რომ ვერ იპოვიდა. რაც დრო გადიოდა, ხვდებოდა რომ მატერიალური და ფუფუნება არაა ბედნიერება. ეს მხოლოდ ნივთები და საგნებია, რომლებსაც ამოეწურათ რესურსი ტკბოობის და მშვენიერების. როგორც მას არ აინტერესებდა ეს საგნები, ისე მათ აღარ აინტერესებდათ ის! დრო, დრო, დრო... მალე ალბათ ესეც აღარ დარჩება- ფიქრობდა და ახსენდებოდა, როგორ იყო ოდესღაც ბედნიერი. როგორ უხაროდა, ტკბებოდა, როგორ განიცდიდა და გრძნობდა სამყაროს ყველა ფერს და სურნელს აღიქვამდა. ახლა კი ყველაფერს უღიმღამო რუხი ნაცრისფერი დასდებია. ფერები და ფერები... და... სურნელი- ყველაფერს ჭუჭყის სურნელი აქვს! უკიდეგანო სივრცე და ლურჯი წყალი მიაქანებდა მის სხეულს ოქროსფერი სანაპიროსენ. ის კი სიმშვიდეს გრძნობდა, რადგან მხოლოდ ამ დროს იყო ბედნიერი და არ გრძნობდა ტკივილს, სულიერ ტკივილს, რომელიც მუდამ თან სდევდა. სინანულს გრძნობდა იმის გამო, რომ ასე მარტივად დანებდა, არ იბრძოლა და დაკარგა ყველაფერი, რაც მისთვის ძვირფასი იყო. როგორ უნდოდა ყველაფრის დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. დრო არავის ინდობს და არაფერს ინდობს! გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით და ნუ გაცვლით გრძნობებს ქაღალდებში, რომლებსაც როდის დაეკარგება ფასი არავინ იცის.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.