შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადავრჩებით?!


14-04-2020, 23:12
ავტორი L:)
ნანახია 746

ყველაფერი ისე დაიწყო ,როგორც საშინელებათა ჟანრის ფილმებში ხდება.თვალები გავახილე,მთვარემ ვერ მაპატია სიბნელიდან გამოსვლა და ახალ დღესთან შეგებება,მოულოდნელად თვალი მომჭრა მზის სხივებმა .უჩვეულო დილა გათენდა ,თითქოს ბედნიერების მოლოდინით აღვსილი უნდა ვყოფილიყავი ,მაგრამ...კიდევ ერთმა გაზაფხულის შემოსვლამ ,ჩიტებისა და ბავშვების ჟივილ-ხივილმა ჩემი გუნება ვერ გამოასწორა,ლენ...მობილურზე შეტყობინება მოსულიყო,გამეღიმა.ეს ალბათ ჩემი გადაკარგული მეგობარია,რომელსაც დიდი ხანია არ მოვუკითხივარ ,თუმცა ღიმილმა მაშინვე ცივად გადამიარა,როცა წავიკითხე ,რომ სახლში უნდა დავრჩენილიყავი ,არ გავსულიყავი არსად და მკაცრად დამეცვა პირადი ჰიგიენა.მოულოდნელად გავითიშე ,ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო ,მუდამ მჩვეოდა ასეთი უფსკრულში გადავარდნები და მერე დედაჩემის შველა...რა თქმა უნდა,ისევ გამეღვიძა თვალები გავახილე და სამყაროს ახალ რეალობასთან გავსწორდი,ძალიან მძიმე იყო ,ალბათ ფილმსაც კი არ ვუყურებდი ასეთს.ახალ ამბებში მდგარი უარყოფითი ემოციების ქაოსი მთლიანად შემოხვეოდა კორესპონდენტს და შემდეგ კი ჩვენ გვინაწილებდა თითო უბედურებას.იმდენი იყო ,ყველას გვყოფნიდა...ერთადერთი ,რაც გონზე მოსულმა გავაკეთე ტელევიზორის გათიშვა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება იყო .დაძინება გადავწყვიტე ,თუმცა მივხვდი რომ შუადღის ძილი ნაკლებად მიზიდავდა.საჭმლის მომზადება მოვინდომე,თვალი დავხუჭე ამიერ პრობლემებზე ,სამყარო გამოვიგონე ,სადაც უბედურებას სამყაროდან წასვლის გეგმა დიდი ხანია განხორციელებული ჰქონდა.საჭმელს ვამზადებდი,როცა მივხვდი რომ სუნთქვა მიჭირდა,ეს მხოლოდ მაშინ მემართება,როცა ემოციათა ქაოსი მაქვს ან მაშინ როცა ტემპერატურა ძალიან მაღალია.ამ შემთხვევაში ტემპერატურამ იმატა ჩემში და გაარღვია ნორმები.
37.5 სიცხეა, ვიმეორებ გულში და ვცდილობ ხმა ავაყოლო და წარმოვთქვა იგივე სიტყვები ,მაგრამ ამაოდ.სიკვდილის შიშმა ამიტანა,მეგონა ბოლო დღე მქონდა დედამიწაზე...საკუთარ თავს დავუსვი კითხვა რას გავაკეთებდი თუ ეს ჩემი ბოლო დღე იქნებოდა აქ ?!ეგოისტურია ,მაგრამ ერთადერთი აზრი მომივიდა თავში ,დამეტოვებინა რაიმე ღირებული ,რითიც ერთი ადამიანი მაინც გამიცნობდა ,იფიქრებდა ჩემზე თუ როგორი ვიყავი ,ან უბრალოდ ფუჭად დაკარგავდა დროს...დავწერე ,მხოლოდ ეს შევძელი ...ძველი მოგონებები აღვდიგინე და გამოვაქვეყნე,უამრავმა დადებითმა ემოციამ მოიყარა თავი ჩემში და დავკარგე ,დავკარგე ის ,რასაც სიკვდილის შიშ ჰქვია ,ცდილობდა შემოპარვას,თუმცა არ ვაცდიდი...ტემპერატურამ მკვეთრად დაიწია ,მე გადავრჩი,მაგრამ ისინი?!ისინი ხომ ვერ გადარჩნენ,ისინი ხომ დღესაც ებრძვიან მძიმე ვირუსს,რომელიც ადამიანებთან გაბატონდა.დავამრცხებთ ,ჩვენ დავამარცხებთ...ალბათ...
რამე შეიცვალა ?ყველაფერმა იცვალა ფერი ,ღმერთმა გვიბიძგა ამ სამყაროს ალუდა ქეთელაურები ვყოფილიყავით ,ზოგეირთმა შეასრულა კიდეც ეს ,მაგრამ ზოგიერთმა კვლავ ვერა.თითქოს ერთ მუშტად შევიკარით ,მაგრამ მაინც გვაშორებს ის ,რასაც ჩვენ უკვე დისტანციას ვეძახით ...არა მარტო ფიზიკური,თითქოს სულიერიც არის ,ადამიანების შიში დაგვჩემდა ,არ მომეკარო მე სიცოცხლე მწყურია და ასე ვშორდებით მათ,ერთ დროს სამყაროს მამოძრავებელ ძალას...სიკეთემ იმრავლა ,ისეთ ადამიანებშც კი ,რომლებმაც ცნება სიკეთეზე არაფერი იცოდნენ...თვალი აუხილეს მათ ახალგზარდა გოგოებმა,სწორედ ქალებმა,რომლებსაც ხშირ კრიტიკის ქარ-ცეცხლში უწევთ ცხოვრება,რომ ისინი მხოლოდ ოჯახისთვის უნდა იყვნენ ,თუმცა არ ყოფილა ასე.მოხუცები,წარსულისა და აწმყოს დამაკავშირებელი ძაფი,რომელიც სადცაა გაწყდება ,თუმცა ამ “პატარა” გოგოებმა არ მისცეს საშუალება გაწყვეტილიყვნენ,საკუთარი ჯანმრთელობის ფასად წავიდნენ...მათ 10წლის სიცოცხლე შეჰმატეს ხანდაზმულებს,რომელთაც ადამიანის ხმა მხოლოდ ტელევიზორიდან ესმოდათ ან იქიდანაც არა.ყველა ლმობიერი გახდა ,მიმტევებელი ,თუმცა "ჯამბაზებმაც" გამოაჩინეს თავისი სახე,მოიხსნეს ნიღაბი ,მაგრამ კიდევ უკეთიათ ,არ აპირებენ ცხოვრებას ნათელი თვალებით ჩახედონ ,თუმცა ჩვენ რა შეგვიძლია ?!არაფერი ,ისინი მუდამ იქნებიან ,ასეთნი ,შეიძლება ასეთადაც კი დარჩნენ ...
ამბობენ შემთხვევით არაფერი ხდებაო,მეც ასე მგონია...ადამიანები ვერ “ვაფხიზლებთ” ერთმანეთს და ბუნებამ განიზრახა ყოველივე ეს...ის ხომ სამყაროს მბრძანებელია...თვალებს ვხუჭავ და ძველ ცხოვრებას ვნატრობ, გულში ვიმეორებ სიტყვებს “ესეც გაივლის”.



№1  offline მოდერი Mary Drey

პაატარა და საყვარელი იყო.
მომეწონა ეს სიტუაცია ალუდა ქეთელაურს რომ შეადარე.
კარგი იქნება უფრო თუ ეთამაშები სიტყვებს. სხვა დანარჩენი კარგი იყო. heart_eyes

 


№2  offline წევრი L:)

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️❤️
Natsrisferi_grdznobebi
პაატარა და საყვარელი იყო.
მომეწონა ეს სიტუაცია ალუდა ქეთელაურს რომ შეადარე.
კარგი იქნება უფრო თუ ეთამაშები სიტყვებს. სხვა დანარჩენი კარგი იყო. heart_eyes

 


№3 სტუმარი სტალინ

ნეტა არ ჩამოგეკრა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent