დილა გათენდა
დილა გათენდა, საშინლად ვტირი, მთელ მსოფლიოში უწყვეტად ვყვირი. თურმე ჩამიცვამს თეთრი პერანგი, წითლად მოსილა ჩემით ვერაგი. იმ დღეს გამხსნია ყველა იარა, მე სისხლის ლავამ გადამიარა. ის ლავა იყო მწველი და დიდი, მე მხოლოდ შენით ვიყავი მშვიდი. სისხლისგან დაცლილს, მომაკვდავს, წასულს, არც კი ვუმზერდი ჩემს შავბნელ წარსულს. სწრაფად მივდევდი მძვინვარე სიკვდილს, ძველი ცოდვების გამოღა მისჯილს. გამოანათე შენ დღეს უეცრად და შენ განმწმინდე მუდამ დასვრილი. მუდამ სხვებისთვის ვიდექ უმეცრად, სასიამოვნოდ შენით დაჭრილი. ჩემო ძვირფასო, ერთადერთი ხარ და მე შენით მაქვს ეს გული სავსე. და ერთადერთი რაც ამ ქვეყნად მსურს, ის არს რომ მუდამ ჩემს გვერდით მყავდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.