შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გასეირნება


15-04-2020, 00:35
ავტორი Nika Murusidze
ნანახია 848

უკვე რამდენიმე დღეა აღარ ვწერ. განმარტოების ერთ-ერთი და გარკვეულ წილად მთავარი მიზანი, სწორედ ეს იყო. მეპოვა სიტყვები ძიების გარეშე. მეგრძნო მისგან გამოწვეული თავბრუსხვევა, მომანახა მიზეზი და გამეზიარებინა. მოსმენის ნიჭით სავსე, სიჩუმეში გახვეულისთვის. საწოლზე მოკალათებული, არც კი მესმის რაზე ვფიქრობ. რატომღაც ერთიანად შეწყდა... ცოტაც და ჩამთვლიმავს. მაგრამ აზრმა, რომ არ მიყვარს მზის სხივებით გამთბარს, საღამოს გამოღვიძება, გამომაფხიზლა. წამოვდექი, დღეს გასეირნება გადავწყვიტე.

ნანატრი თავბრუსხვევა, მიზეზი სხვა. ტკივილს ვერ ვგრძნობ, კადრები მეორდება, თანდათან ბნელდება. ხმები ჩამესმის, ცრემლები სახეზე რჩება, ვხვდები მთავრდება. მხოლოდ ერთი ხელია მზერის ქვეშ და ცა. საღამოს თუ ღამის არ მახსოვს, მაგრამ მოჭედილი და უსასრულო ცა. მასზე შემდგარი მთვარე. პირველად დამყურებს, ამჯერად მხოლოდ მე და სადღაც მას.
- არ ვიცი, მხოლოდ ამის თქმა მინდება, მაგარი დღეა!
- გეთანხმები და სულაც აღარ ვნანობ, რომ გამოვედი.
- და იყო საამისო მიზეზი?
- მოდი არ შევეხოთ, რაღაც სხვას. დავტოვოთ მხოლოდ დღევანდელი, როგორც შევთანხმდით.
- კარგი და მაინც... იქნებ სახელები, მაინც გავცვალოთ?. ვიცი აზრი ჩემია, იდუმალება და დღის უცნობთან გატარება, მაგრამ უკვე ფლირტის ნაწილად მივიჩნევ...
- საღამო, და არა დღე!
- რა აზრი აქვს, დღე, ეს სიტყვაზე.
- ხო მესმის და მაინც არის სხვაობა. დღე სხვა შეგრძნებებით ივსება, მაგრამ საღამო... საღამო დღისგან ერთით განსხვავდება. მთელი დღე თავზე დამდგარი მთვარე შეიძლება ვერ შეამჩნიო, სანამ საღამოს ცის წყვდიადს მისი სინათლე არ მოიცავს. და შენც იწყებ მის შემჩნევას. ნახე, ჩვენ გვიყურებს!
- ვიღაც მგონი მთვარეზეა შეყვარებული...
- კი, ვარ!

საუბარი წამოვიწყეთ, შევყევით, გაიხსნა და მერე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ვერ ვხვდებოდი ამას ორივე ვგრძნობდით, თუ ეს მე გავეხვიე ეჭვებში. და წამიერი აფეთქება... მინდოდა მეთქვა, რაც მქონდა, ბგერები დავძარი, დამასწრო.

- არ შემიძლია ამის ახსნა, მაგრამ დღევანდელის მერე, უკვე აღარ მეჩვენება, რომ ეს დასასრულის დასაწყისია... ხომ ხვდები რას ვგულისხმობ, ბევრი ვისაუბრეთ და შევეხეთ... უხერხულად გამომდის, ვიცი. ათასჯერ გამივლია გზა, მაგრამ ეს არა. და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე გამოვიდოდა...
- მისმინე.
- არა, გთხოვ მაცადე... მინდოდა შენი "მოყვანა", რომ გეთქვა... შენთან დავრჩები. იყო დრო ჩავფლავდი, უკვე მოგიყევი და ვხვდები, მარტო დავრჩი. მეგონა, ვიღაც გამოჩნდებოდა და ამ მოლოდინში დრო გადიოდა.
- ახლაც გადის...
- ხო, გავიაზრე... ოდესღაც მითხრეს, შენი სიყვარული რთულიაო!.. საქმე ჩემშია, დავიმსახურე. თავში ხმა გაუჩერებლად იმეორებდა ფრაზას "შენი ბრალია". სჯობდა გავბრუნებულიყავი და ახლა არაფერი მეთქვა. უბრალოდ არ მინდოდა ხმა, მართალი ყოფილიყო... შენც კარგად დათვერი, როგორც ჩანს... მისმენ.

მიკვირდა მისი სიტყვები, დავიბენი, გავწითლდი, ვგრძნობდი, როგორ გავხურდი და მორიგი სიჩუმე დავარღვიე.

- ნაცნობია მსგავსი გრძნობა და ყველაფერს ვაკეთებდი, ამისთვის. სხვა შემთხვევაში მარტო დავრჩებოდი... ეს ხომ სინამდვილეში არავის სურს... და ხო, მეც დავთვერი და ხო, გისმენ...
- არ ხარ ვალდებული იჯდე, ისმინო!
- მართალი ხარ, მე არა... გამარტყი!
- რა ვქნა?
- ხო, გამარტყი და მოგეშვება... უნდა გააკეთო, დაემშვიდობო, დაიხარჯო, სანამ შიგნიდან ბილომდე შეგჭამს. უბრალოდ დამიჯერე, შენი სიყვარული იყო. ის ხომ მხოლოდ ერთი გვაქვს... გიღირს დაიცალო და კიდევ გთავაზობ, გამარტყი! ტკივილი გარეთ გამოუშვი თორემ, დანარჩენებსაც ჩამოშორდები. შენ ეს არ გჭირდება...
- როგორ შეგიძლია იცოდე, მე რა მჭირდება?!
- ილაპარაკე!
- მინდა შენ მოგისმინო, ოღონდ არ ვიცი...

გარკვეული პერიოდი კიდევ ვსაუბრობდით, სიჩუმე აორთქლდა. ღრმად გამოვკეტეთ და სიტყვების მიღმა მხოლოდ მზერას ვამჩნევდით, მასში კი პატარა ნათება ირეკლებოდა. ჩუმი, უსიტყვოდ დაგვყურებდა და თან გვდევდა...

- თავში ფრაზა მითხარი, გახსოვს?
- დღევანდელის მერე, აღარ მეჩვენება, რომ ეს დასასრულის დასაწყისია... ამას გულისხმობ?
- კი და მომცემ თქმის უფლებას?! არ ვიცი წინ რა გველის, მაგრამ პარკში, იმ ბარში, რაღაც ვიგრძენი და ამან შემაშინა!.. წარმოუდგენლად შემეშინდა, რადგან აქამდე მიგვრძნია მსგავსი, ერთხელ. მხოლოდ ერთხელ... შეიძლება, რაღაც სხვაა. შეიძლება იგივე, მსგავსად... რაღაც, რაც ოდესღაც...
და მე, რაღაც ვიგრძენი! გარკვეულ მომენტში მომინდა, ეს ისევ განმეცადა. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი, ეს უნდა იცოდე, კარგი?! კარგი?..
- კარგი... ეს მეც ვიგრძენი. შენ, ეს უნდა იცოდე! მინდა, რომ იცოდე...
- და სახელი?!
- რა სახელი?
- შენი, ჩვენი სახელები...
- გავცვალოთ?
- ანდაც არ გვინდა, ასე დავტოვოთ.
- და ვეცადოთ ერთმანეთი ისე ვიპოვოთ?
- ხო, ზუსტად! ისე ვიპოვოთ.
- საკითხავია ვინ დაასწრებს... თუმცა დასწრება არ გამოვა... ღამე მშვიდობის?!
- ღამე მშვიდობის!

გადამეხვია, ხელების მოჭერით, დარჩენილი ენერგია დამიტოვა, რბილად მაკოცა, შემომხედა და გაბრუნდა. ჩვენ შორის მანძილი გაჩნდა. ისევ მას ვუყურებდი და სულელი ღიმილით ვივსებოდი, როცა პერიოდულად ისიც ბრუნდებოდა. ბარბაცებდა, მეც ვბარბაცებდი... ძილი მერეოდა, სახლისკენ გავემართე, გზა გადავკვეთე და უკვე ბილიკზე შემიპყრო, ნანატრმა თავბრუსხვევამ...
მიზეზი სხვა, ტკივილს ვერ ვგრძნობ, კადრები მეორდება, თანდათან ბნელდება. ხმები ჩამესმის, ცრემლები სახეზე რჩება, ვხვდები მთავრდება. მხოლოდ ერთი ხელია მზერის ქვეშ. წითელი, სისხლიანი, უკვე ვიხრჩობი, პირიდან ვანთხევ. ბილიკზე მიმავალს, ფიქრებში გართულს, ბარბაცით მოძრავს, თითქმის მძინარეს. შეჯახება და ცა...

თვალები გავახილე. ოთახის მოსაწყენად თეთრ, ბზარებით სავსე ჭერს მივაშტერდი... ნუთუ ჩამეძინა?! საღამოს სუსხს ვერწყმოდი. ფანჯარას გავხედე, მთვარე შევნიშნე. უკვე დამყურებდა, ზუსტი, განმეორებითი, ნაცნობი მზერით. სახეზე ღიმილი და წამოვდექი. დღეს გასეირნება გადავწყვიტე.



№1  offline წევრი Ann_eO

სულაც არ იყო საჭირო ამტირებოდა:))).

 


№2  offline წევრი Nika Murusidze

Ann_eO
სულაც არ იყო საჭირო ამტირებოდა:))).

არ ვიცი სხვა რა გიპასუხო... სასიამოვნო მოსასმენია. :))

 


№3 სტუმარი ბიძია ივანიშვილი

თურქულ სერიალებს დილაობითაც ურეკლამოდ ნუ უყურებთ მოგშლით და მოგანაგავებთ!

სად მისეირნებთ დეეტიეთ სახში თორე ამოგბუგავთ მაგ ბეღელში

 


№4  offline წევრი Nika Murusidze

ბიძია ივანიშვილი
თურქულ სერიალებს დილაობითაც ურეკლამოდ ნუ უყურებთ მოგშლით და მოგანაგავებთ!

სად მისეირნებთ დეეტიეთ სახში თორე ამოგბუგავთ მაგ ბეღელში


ახლა გეტყვი იმას, რაც მთელი შენი ცხოვრების მანძილზე გაკლდა და ამ გაგებით არავის უთქვამს... "ყოჩაღ"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent