მე-ადამიანი ვარ .
ფიქრები მომერია ისევ.ვფიქრობდი ყველაფერზე,სიკვდილზე და სიცოცხლეზე ,სიკეთესა და ბოროტებაზე ,თეთრსა და შავზე. ვცდილობდი პარალელი გამესვა ,დასკვნები გამომეტანა. მინდოდა გამეგო მონეტის რომელი მხარი ვარ ,ვიმსახურებ თუ არა ბედნიერებას. ჩემს თავში ჯერ კიდევ გაურკვეველს მაინტერესებდა სიკეთე ვარ ? შავსა და თეთრს შორის რომელი ვარ ? თეთრი ? შავი ?. ღამე იყო, ბნელ ღამეს მხოლოდ პატარა მთვარე უკვლევდა გზას ... დრაკონი მჭამდა ,მღრღნიდა შიგნიდან. ამდენი სიბოროტით გაჟღენთილ სამყაროში ვცდილობდი მეპოვა ის, რისთვისაც ადამიანი იბადება -არსებობის მიზეზი.ის ,რისთვისაც ადამიანი ცხოვრებისეულ გზას გადის-მიზანი. არასდროს მაინტერესებდა პრიმიტიული ფასეულობები ,ოჯახი ,სამსახური ,შვილები . კარგია როდესაც მიზანი აქვს ადამიანს ,თუმცა მე ჯერ მხოლოდ ჩემი თავის შეცნობის სურვილით ვცოცხლობდი . ოჯახი ,შვილები,ინსტიტუტი კი -გრძელვადიან უჯრაში ჩავდე და კლიტე საგულდაგულოდ დავმალე. არ ვიცოდი შემეძლო თუ არა სიყვარული,ეს გრძნობა ჩემთვის ამოუცნობი და უცხო იყო . მითქვამს კი,შემიყვარდათქო .მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ აქედანვე ყველაფერს ბედისწერით გათვლილს ცუდი დასასრული ეწერა . აგნოსტიკი ვარ ,თუმცა ბედისწერის მჯერა . ჩემი მონოლოგი საკუთარ თავთან ყოველთვის გაორების დიაგნოზის მაგვარი იყო . ჩემს მეორე "მე"-სთან საათობის საუბარი შემიძლია . შეიძლება შეშლილი ვარ ,მაგრამ ჩემი თავის მოსმენის ნიჭით ვარ დაჯილდოვებული და ეს მეამაყება . მე -ადამიანი ვარ,შეცდომებს ვუშვებ ,მიხარია პატარა უმნიშვნელო რაღაცეებიც კი , შემიძლია აზროვნება,ვსუნთქავ . და თუ ეს ყველაფერი და ეს მთავარი შემიძლია ,ე.ი სიყვარულიც შემეძლება . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.