შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი თავისუფლება


15-04-2020, 23:06
ავტორი L:)
ნანახია 891

ბავშვობიდანვე განსაკუთრებით მიყვარდა წარსულის ისტორიები,წარმოვდიგენდი ჩემს თავს იმ ეპოქაში და ვფიქრობდი რას გავაკეთებდი ,როგორ ვიცხოვრებდი…ბებო არასდროს კლავდა ჩემში ამ სურვილს და როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო,ყოველთვის დიდი ხალისითა და შემართებით მიყვებოდა მის ისტორიებს.ყველაზე საყვარელი 9აპრილის ისტორია იყო,რომელიც მახსენებდა თუ როგორი მნიშვნელოვანია თავისუფლება ჩემთვის და ბებოსთვის,რომელმაც თავის შვილს ხელი ჩასჭიდა და უკანმოუხედავად წავიდა ამიერ ქვეყანაში ყველაზე ტკბილი ნაყოფის -თავისუფლების მოსაპოვებლად.დღეს როცა უკვე დიდი ხანია ,რაც ვეღარ მესაუბრება ბებო და მხოლოდ სიზმარში თუ მოვკრავ თვალს ,სიცარიელეს განვიცდი ,რაც იმ ისტორიების ნაკლებობით არის განპირებობებული ,რასაც ის დაუსრულებლად მრავალჯერ მიყვებოდა.ვიქტორ ჰიუგოს წიგნის გაცხარებულმა ძიებამ შემთხვევით შემახვედრა წიგნთან ,რომელსაც სისხლისფრად ეწერა “9აპრილი”,სწორედ ამან გამახსენა ჩემი ძველი ჩვევა და გონება ქაოსმა მოიცვა ,იბრძოდა გაეხსენებინა ის თითოეული დეტალი ,რომელიც წარსულში ჰქონდა დამახსოვრებული ,ცდილობდა დალექილი ადგილები გამოეთავისუფლებინა ,მაგრამ ამაოდ…ვათვალიერებდი ,ნელ-ნელა გონებაც ნათდებოდა და მახსენდებოდა ,დეტალები…შრამი ,რომელიც ბებოს მხარზე ჰქონდა ,ალბათ ყველაზე ტკბილი შრამი იყო,რომელიც ახსენებდა თავისუფლების ფასს და არასდროს აძლევდა საკუთარ თავს იმის უფლებას,რომ პირში ჩალაგამოვლებული ყოფილიყო და ცივად ესმინა არადემოკრატიული შეძახულები.უამრავი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო შეკრებილი ახლაგაზრდებთან ერთად ,რომლებიც ცრემლნარევი თვალებითთ მოუწოდებდნენ დაბრუნებულიყვნენ სახლებში ,განეგრძოთ სწავლა ,რადგან ისედაც პატარა საქართველოსთვის ასეთი ძალის სისხლისღვრა ერის დაცემის ტოლფასი იყო.მაგრამ განა უსმენდა ვინმე?გულანთებული ,თავისუფლებამოწყურებული ახალგაზრდები განგრძობდნენ მშვიდობიან პროტესტს ,თუმცა არ აპატიეს სიბნელიდან გამოსვლა და ყოვლად გაუმართლებელი უპრეცენდენტო ხოცვა-ჟლეტა მოუწყეს.სუნთქვაშეკრული ვუყურებ ფოტოებს ,სისხლში ჩაფლულ ახალგაზრდებს ,მხრებზე გაწოლილ სასახლეებს. ამბობენ არასდროს არ გაიხედო უკანო,მე კი ვფიქრობ რომ წარსული დიდ როლს თამაშობს რეალობის შესაცნობად,მადლიერების გრძნობა მახრჩობს იმ ადამიანების მიმართ ,რომელთაც ლანგრით მომმართვეს თავისუფლება. და მაინც რა არის თავისუფლება?ვფიქრობ ხელიხელ საგოგმანებელი ცნება,რომელიც ჩვენში უნდა ჩავკეტოთ და არასდროს გავუშვათ ჩვენი გალიიდან…



№1  offline მოდერი Mary Drey

საყვარლობა იყო. ^^

 


№2  offline წევრი L:)

Natsrisferi_grdznobebi
საყვარლობა იყო. ^^

დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent