შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლება


23-08-2017, 09:36
ავტორი L LI
ნანახია 2 070

ახლა ის დროა გავშალო ფრთები,
სიოს შეგრძნებით დავხუჭო თვალი,
ცაში ავფრინდე და დავივიწყო
მე სულის მწველი ყოველი ალი.

უნდა გავფრინდე, თავისუფალი,
და მოვიარო ცის ყველა კიდე
უნდა დავტოვო ყოველი ჯაჭვი
რაც წარსულიდან აწმყომდე ვზიდე.

მაგრამ მითხარით, რა არის ისეთი,
რასაც ამ ქვეყნად არა აქვს ზღვარი?
ვერ გავფრინდები მე უსასრულოდ,
ცასაც ხომ აქვს თავის საზღვარი.

და მე არ მყოფნის ეს შვიდი მიწა,
არც ოკეანე და არც ეს ცა
არ ყოფნის სურვილს თავისუფლების
ჭერად თუნდაც ათასი ზეცა.

ალბათ იტყვი, რომ თავისუფლება
არის ყველაზე ტკბილი მორევი,
ოცოდე, მიწას დაენარცხები,
თუ მასში ერთხელ გადაეშვები.


,,ვერ გაფრინდები შენ უსასრულოდ,
ადამიანებს ხომ გსაზღვრავთ ჩარჩო“-
ისევ ჩამძახის მე ჩემი ეგო,
ეს ხმა თითქოს შიგნიდან მახრჩობს.

,,შენ ვერ გაცდები, იცოდე, ჩარჩოს“
ყურში ჩამესმის ისევ ის ექო,
,, შენ გზას გიღობავს დიდი კედელი“
თავს არ მანებებს ისევ მე ეგო.

,,ტყუილი არის ოცნება ფრთებზე,
ან როგორ უნდა დახუჭო თვალი?
როგორ არ უნდა იგრძნო ტკივილი,
სულის დამწველი ყოველი ალი?“

ბოლოს ფარ-ხმალს ვყრი, შენ მართალი ხარ,
ტყუილი არის ოცნება ფრთებზე,
თავს ვერ დავიხსნი ბორკილებისგან,
გული მწყდება წარსულის ფიქრებზე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent