შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიყვარულის სივრცე მთავრდება.


16-04-2020, 17:34
ნანახია 934

ვეძებ უსაზღვრო სიყვარულს, ვეძებ და ეს ძიება სუსარულოა ისევე როგორც ჩემი იმედგაცრუებები ამ გრძნობაში.. თავდავიწყება არა რეალური გახდა, სამყარო კი თითქოს ყოველი ადამიანისთვის რაღაცის მომტანი, ჩემთვის ცარიელია ისე თითქოს ადამიანების დანახვაც აღრ შემიძლია, ეს სიყვარულის ძიება კი შეიცვალა, ის ბუნებას მთებს და ხეობებს სამყაროში, უსასრულობის სილამაზის ფრქვევას მიეძღვნა.. გაქრა ნდობაც დაცარიელდა ადგილი სადაც სიტყვები იყო საჭირო.. მხოლოდ მხედველობა რომელისაც აღრ ისურვებდა საკუთარ ხედვის სივრცეში, ვინმე ისეთი დაინახოს რომელიც უკვე სხვაგვარად მოეჩვენება, არ სურს მიაწოდოს გონებას აჩრდილი რომელიც მის მუზად იქცევა და ყველაფერს ისევ ძველებურად იმედგაცრუებებით დამთავრდება.. რადგან ის იმ ქოხს იმ ბუხარს იმ წიგნებს ხედავს რომელიც მისთვის სილამაზეა და არა შიში... შიში განცდის ჩხუტების თითების თამაშის და გრძნობით სავსე ღიმილით.. რა დამაწერინებდა იმ ღიმილს, რომელიც ცაზე, მზეზე, მთვარით გადანათებულ თოვლის ზვავებზეა.. ეს ღიმილი არარის ისეთივე როგორც ყოველივე ეს.. ღიმილი ქალზე, მის სახის ჩრდილებზე, ულამაზესი ტუჩებზე, თვალის ჭრილები რომელსაც დახურული შავი ღრუბლები მალავდა.. მის თავზე მოელვარე დალალები რომელიც მხრებზე გადმოჰყრია და ამშვენებდა მის ჩღმავებულ ყელს, მკლავდა მისდამი ტრფობის სურვილი, განცდები ჩემ სხეულში გლობალურ მიწისძვრას ჰგავდა.. არ ჩერდებოდა ცახცახი სულისა.. მინდოდა და ვუცქერდი დაუსრულებლად მანამ სანამ მთვარე და მზე რიგრიგობით ცვლიდნენ ერთმანეთს.. მე კი სულ აფორიაქებული, ჩავავლებდი ხელს დავისვამდი კალთაში და უხმოთ, ცქერით ვეტყოდი.. მსურდა რადგან მეცოცხლა, მჭრდებოდა ჰაერივით ყოველი მისი წამი სიცოცხლის.. ის იქნებოდა თავისუფალი ჩემიზერის ქვეშ და მე ვიხილავდი მისი თვალის გახელით სამყაროს ამოუხსნელ სილამაზეს რომელოც მის წამწამებს შორის იმალება.. უსასრულო, მიკარგული, სიღრმით სავსე თვალები. მისი შემოხედვა ცისარტყელას მსგავსად ელვარებდა და კაშკაშებდა. მე კი სულ უფრო და უფრო მაფორიაქებდა... არ მსურს ყოველივე ეს რადგან ეს ფიქრებია რომლებიც ადრინდელ ჩემ სახეს მახსენებდნენ, რაარის წუხილი, ყოველივე ამაზე რაა განცდაა როცა ყველა ქრება ირგვლივ, ვინც კი გავს მღელვარე ზღვას, იმედიც კვდება დასამარდება. მთაზე ისევ ჩამოწვა ღრუბელო, ისევ იგრძნობა უნდა იწვიმოს, შევალ სახლში როგორც წუხილში, კარს მივიხურა მზის მოლოდინში.. დავწერ, დავწერ გრძნობებზე იმ სიყვარულზე რის მოლოდინშიც ვიქეცი მონსტრად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent