შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ისევ ვფიქრობ...


17-04-2020, 23:43
ავტორი ფოსფორი
ნანახია 880

მომწონხარ?
არვიცი.
მიყვარხარ ?
მართლა არვიცი!
მაგრამ ფიქრები შენზე უკვე მაგიჟებს.
ყოველდღე თავისით მეფიქრება შენზე.
ტვინი შენსკენაა გადმოხრილი და ყოველი ის წამი რომელიც შეიძლება სხვა რამეზე ფიქრში გავატარო შენზე ფიქრში ვატარებ!
ყოველ დილით როცა ახალი გაღვიძებული ვარ იმ სიზმარზე ვფიქრობ სადაც შენ ხარ.
ჩემი ტვინი და გული ისე არიან გაყოფილნი როგორც მე და შენ მაგრამ მათ მაინც რაღაც საერთო აქვთ. გულიც და ტვინის შენზეა აგებული. მთლიანად ჩემი სხეული შენზეა აგებული და მგონია რომ ჩემი საყრდენი ხარ.
ძალიან ბევრჯერ მიცდია ფიქრი და კონცენტრირება სხვა რამეზე გამეკითებინა მაგრამ უბრალოდ არშემიძლია.
ახლაც,როცა ამას ვწერ შენზე ვფიქრობ მაგრამ ვერ ვიგებ ეს ფიქრი საიდან მოდის,ვერ ვიგებ რატომ ხდება ასე.
მენატრები.
და შეიძლება მონატრების ბრალიც იყოს.
ყოველ წუთს მინდა გხდავდე და ეს მონატრება გავაქარწყლო მაგრამ ვერ გხედავ და ინსტიქტურად გონებაში გადამაქვს შენზე მხედველობა.
გხედავ და გიყურებ ოღონდ არა რეალურად.
იმ დროს როცა წვიმს,იმ დროს როცა ბუნება განრისხებულია,იმ დროს როცა წვიმის წვეთები დაუნდობლად ეცემიან მიწას ..მე შენზე ვფიქრობ და მგონია სამოთხეში ვარ..
მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ ამხნის განმავლობაში მინდა სადმე დავინახო შენი აჩრდლი მაინც და ამით დავკმაყოფილდები.
კიდევ ვფიქრობ და მგონია რომ გავგიჟდები.
როგორც წესი ადამიანმა ბევრი არუნდა იფიქროს,რადგან შეიძლება თეთრი ხალათი მიიღოს...მაგრამ მე უბრალოდ არ მადარდებს თეთრ ხალათს მივიღებ თუ ოთხ კედელს მთელი ცხოვრებით.
და მაინც.., კიდევ ჩნდება კითხვა. მომწონხარ..?მიყვარხარ..?
მაგრამ კიდევ ვპასუხობ -არვიცი.
და ისევ შენზე ვფიქრობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent