შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას მოყოლილი მონატრება..


23-04-2018, 01:27
ავტორი VIKTA
ნანახია 2 388

ვფიქრობ ხოლმე, როდესაც შენზე ვწერ ყოველთვის სევდიან განწყობაზე ვარ, თუ პირიქით? როდესაც სევდიან განწყობაზე ვარ, შენზე ვწერ...პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს,ფაქტი ერთია: მე შენ მენატრები. საინტერესოა,ოდესმე თუ წაიკითხავ ამ ჩანახატებს? ან თუ ამოიცნობ საკუთარ თავს? არ ვიცი,იმდენად არაპროგნოზირებადი ხარ, ძნელია გამოიცნო წინასწარ,თუმცა მე მაინც ისე კარგად გიცნობ, დაახლოებით მაინც ვხვდები როგორი სახე გექნება,ჩანახატების კითხვის დროს,როგორ გაგეღიმება როცა დარწმუნდები თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ და როგორ გაიფიქრებ შენთვის - ვიცოდიო. ხანდახან, მინდა მოვიდე,შენს წინ დავჯდე და გკითხო
-გახსოვს?
და მინდა ზუსტად იმ წამს გაგახსენდეს ყველაფერი,მინდა კადრებად ამოტივტივდეს შენს თავში ჩვენი საუბარში გათენებული ღამეები,მინდა გაგახსენდეს წვიმიან ქუჩაში სიარული,რომელშიც რომანტიულობას მხოლოდ მე ვხედავდი,შენ კი ახალ ქურთუკზე ნერვიულობდი,რომელსაც წყლის წვეთები გიფუჭებდა. მინდა გაგახსენდეს ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად რომ მკოცნიდი,მე კიდევ ლოყაზე ის ადგილი მიხურდებოდა,შენ იღიმოდი... მინდა გაგახსენდეს როგორ დავდიოდით საღამოობით მანქანით და როგორ მაშინებდი ყოველ ჯერზე როცა გეუბნებოდი რომ სიჩქარის არ მეშინოდა,მერე დამცინოდი,ხელებს როგორ იფარებდი სახეზეო...უბრალოდ მინდა შენც ისევე გახსოვდეს ჩვენი "მეგობრობის" ყოველი წამი,როგორც მე მახსოვს... მინდა შენც ისევე გენატრებოდე,როგორც მე მენატრები ხოლმე როცა წვიმს,ან როცა შენს ნაჩუქარ სამაჯურს ვუყურებ.. მიყვარხარ და მინდა... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს რა მინდა?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent