შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი


21-04-2020, 02:17
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 832

- რა დაემართა? _ შავ თეთრ ფოტოს მიშტერებულს, მოესმა ბიჭის ხმა.
- ვეღარ გაუძლო.
- რას?
- ცოდვებს.
- რა ცოდვებს?
- ლამაზია არა? ხომ ძალიან ლამაზია? გული გაუსკდა, ერთ დილით გავიღვიძე, გავიღვიძე და. ნეტავ საერთოდ არ გამეხილა თვალები. ნეტავ მოვმკვდარიყავი. მე მოვმკვდარიყავი ოღონდ ის არა. მე უნდა ვიწვე იქ, მე და არა ის. იცი რა რთულია? დილა მისი კისკისით, რომ არ იწყება? საშინელებაა გაღვიძებულს, მის ლამაზ ლურჯ მანათობელ თვალებს, რომ ვერ ვხედავ. ქალო რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, ახლა ჩემს გამო იქ წევს. ვეღარ გაუძლო, მისმა სათუთმა სიყვარულით სავსე გულმა ამდენს ვეღარ გაუძლო. _ თავი დახარა, ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა და ბიჭისკენ მობრუნდა.
- გვიანი იყო, სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი, ისიც ცოტა ხნის დაბრუნებული იყო. ყველაფრის მილაგება მოუსწრია. სახლი სანთლებით მოურთავს, საძინებელში თვალახელილმა შემიყვანა. იღიმოდა, სწორედ ისე როგორც გაცნობის დღეს. ტუჩს და ლოყის შორის პატარა ორმოები მოუჩანდა. ძალიან მიყვარდა მისი ღიმილი, მინდოდა სულ გაეღიმა.
ორი სანთლის შუაში ორსულობის ტესტი იდო, დადებითი პასუხით. ვერ მივხვდი რა ხედებოდა, გვიან გავაცნობიერე. მას უხაროდა, მეც მიხაროდა. ბავშვი არა, მისი სიხარული მიხაროდა. იმ დღეს არაფერი მითქვამს, ანანასი მომთხოვა, გავიქეცი მოვუტანე. არ ჭამა, აღარ მინდაო. ჩამეხუტა და საიძინა, დილით შვიდ საათზე ამდგარა, გული არევია. არ გამაღვიძა, არ მაღვიძებდა. შუბლზე მაკოცებდა და სამსახურში მიდიოდა. საღამოს როდესაც დაბრუნდა, მასთან ლაპარაკი დავაპირე. მიხვდა, მიხვდა რომ ბავშვი არ მინდოდა. ავუხსენი, ყველაფერი ავუხსენი. თითოეული მიზეზი კარგად გავუშიფრე, მიზეზი თუ რატომაც არ მინდოდა ახლა. ეს იყო ახალი შექმნილი ოჯახი, ფინანსური გაჭირვება. უსახლკარობა, ნაქირავებში ვცხოვრობდით.
არ უნდოდა, ბავშვს ვერ მოვკლავ. ამას ნუ გამაკეთებინებ, ჩემი შვილის მკვლელად ნუ მაგცევო. მე ჯიუტად ვეუბნებოდი, რომ ბავშვი არ მინდოდა. წავალ ბავშვს გავაჩენ და მარტო ვიცხოვრებო. შენი არაფერი არ მჭირდებაო. არ ვიცი რა მოხდა, ერთი კვირის შემდეგ თვალცრემლიანი მოვიდა, ჯანდაბა შენს თავს თანახმა ვარო. მიჭირდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა, ძალიან მიჭირდა. 2 სექტემბერი იყო, აბორტის გასაკეთებლათ დილით ადრე ადგა. მარტო წავიდა, მე არ წამიყოლა. მიუხედავად მისი ტკივილისა, შუბლზე კოცნა არ დავიწყებია.
შუადღით დამირეკა, განადგურებული ხმა ჰქონდა. ფული მომიტანე მაკლდებაო, მისამართი ჩამაწერინა და გათიშა.
მივედი ნეტავ არ მივსულიყავი, ჩაწითლებული თვალებით დამხვდა.ზიზღით მიყურებდა, შეცვლილი იყო, საშინლად შეცვლილი. არ უთქვამს, მაგრამ მივხვდი ის ჩემში მკვლელს ხედავდა. არ მიყურებდა, ჩემი მიწოდებული წყალიც კი არ აიღო. მალევე გამოვედი, იქ გაჩერება არ შემეძლო. მას შემდეგ შეიცვალა, აღარ იცინოდა, არ მელაპარაკებოდა, ისე აღარ მიყურებდა როგორც ადრე. ვუყვარდი, მაგრამ არ მაგრძნობინებდა. ცივი გახდა, საშინლად ცივი. ერთ დღეს ვიკამათეთ, პირველად დამიძახა მკვლელი.
- რატომ არ გესმის? მიყვარხარ ხო, მიყვარხარ ამის დედაც. მე შენს გამო მკვლელი გავხდი, მკვლელი. საკუთარი შვილის მკვლელი, როგორ ვიცოცხლო მითხარი? ამის შემდეგ შვილი როგორ გავაჩინო? მას როგორ შევხედო თვალებში? ღმერთის მეშინიაო, რომ ამბობ იმ დროს ღმერთი არ გიყურებდა? თუ თვალდახუჭული დადიოდა, ვერ დაგინახა? ჯოჯოხეთის ცეცხლში ისე საიწვები თვალს არავინ დაგახუჭინებს. ეშმაკის გვერსით მოხვდები და არა სამოთხეში ღმერთთან. ღმერთს ვთხოვ ისე დაისაჯო, რომ შვილი არასოდეს გეყოლოს. არ ხარ შენ მამობის ღირსი. ის ჩემი შვილი იყო, ჩემი სულის ნაწილი.
ხო მიყვარხარ, ამის დედაც ნეტა რატომ შემიყვარდი. რა ჯანდაბა მინდოდა, ვერ ვსუნთქავ გესმის? შენს გარეშე არ შემიძლია. შენი სიყვარულის გამო ბავშვზე უარი ვთქვი, რადგან არ დამეკარგე. ვნანობ, ვნანობ რომ შენ აგირჩიე. უნდა მოვმკვდარიყავი, იმ დღეს უნდა მოვმკვდარიყავი შენ რომ აგირჩიე.
-მიუხედავად მისი დიდი ტკივილისა, ის მაინც ჩემთან იყო. მივლიდა, ყველაფერა მაძლევდა სიყვარულის გარდა. მისი გული გაიყინა და მე მისი გალღვობა ვერ მოვახერხე. მისი ერთადერთი ოცნება ბავშვის ყოლა იყო, ჩემს გამო მის ოცნებაზე უარი თქვა. მე კიდევ რა გავაკეთე. _ თავი ჩახარა და იქვე ჩაიკეცა.
- საშინელი ადამიანი ხარ. როგორ შეგეძლო საკუთარ შვილზე უარის თქვა.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

საოცარიაა ძალიან მომეწონაა ძალიან ბევრი ემოცია აღიძრა ჩემში და ძალიან ბევრი ვიტირეეე

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

სტუმარი უცნობი
საოცარიაა ძალიან მომეწონაა ძალიან ბევრი ემოცია აღიძრა ჩემში და ძალიან ბევრი ვიტირეეე


მიხარია, რომ წაიკითხეთ. ♥️

 


№3  offline წევრი izabella

ცოტა მძიმე იყო, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ მომეწონა.

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

izabella
ცოტა მძიმე იყო, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ მომეწონა.


ნამდვილად. ნამდვილ ამბავზე დავწერე, მიხარია რომ წაიკითხეთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent