შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასაფლაო


23-04-2020, 11:55
ავტორი lortkia
ნანახია 880

სასაფლაო....სიჩუმე.....ღამე....გარშემო ტრიალებს შიში.....ჩქარი სუნთქვა.....ჩქარი ნაბიჯები......ეპიტაფიები.....სურათები და უცებ ხმა.....ქვეცნობიერის ხმა გეუბნება გეშინია?შენ უცებ შეგაშინა ამ ხმამ მაგრამ შემდეგ გააცნობიერე რომ ეს ისევ შენ სულიდან წამოსული ხმა იყო..ხვდები რომ ძალიან გეშინია ფიქრობ რომ მოვა დრო როცა აღარ ვიქნები და აქ მომიწევს ყოფნა...ეხლა ფეხის ხმა გესმის ამ ხმამ უფრო მეტად შეგაშინა ვერ ხვდები რისი ხმაა,შეჩერდი ძირს სველ მიწაზე დაჯექი ამან თითქოს უფრო დაგამშვიდა..ხმა უფრო და უფრო იმატებს იგი შენსკენ მოდის ხვდები მაგრამ უძლური ხარ ვერაფერს ვერ აკეთებ,გიწევს რომ დაელოდო სანამ მოაღწევს შენამდე თან ხელებს სახეზე იფარებ თითქოს თავს იცავ და უცებ შენს წინ ძაღლი აღმოჩნდა,შემდეგ გაგახსენდა რომ შენი ძაღლი მოგყვებოდა უკან.შენ თავს თითქოს გაოცებით ეუბნები ყველანაირად უცნაური ვარ,ჩემს ძაღლს ყველაზე უცნაური სახელი ქვია ნაბუხოდონოსორი,ღმერთო ჩემო,გულში გეცინება..ამ მომენტში თითქოს ოდნავ დაწყნარდი მაგრამ უცებ გაგახსენდა რომ სასაფლაოზე იყავი და შიშმა ისევ დაიწყო შენს სულში ტრიალი.გეშინია..ისევ და ისევ გეშინია..არ იცი რა უნდა გააკეთო..კიდევ კარგი რომ ძაღლი შენთანაა და შენს შიშს ოდნავ ამსუბუქებს...მიდიხარ თან ეპიტაფიებს კითხულობ ერთგან წერია:ჩვენს საყვარელ მეგობარს მეგობრებისგან....სხვაგან დიდებულ ადამიანს მეზობლებისგან....და შენ კიდევ ერთხელ დარწმუნდი რომ სიკვდილის შემდეგ აქვს ადამიანს დაფასება...ეს ადამიანების გონებაში თითქოს გამჯდარია და ვერ იცილილებენ ამ ზედმეტ "მუწუკს"სიკვდილია საჭირო რომ ადამიანებმა ერთმანეთი დააფასონ,ო ღმერთო ჩემო!ნელ-ნელა შიში ქრება,თენდება...შენ თავს ეკითხები თუ აქ რა მინდა რატომ ვარ აქ....უცებ შენს წინ თეთრწვერა კაცი წარსდგა შენ მიხვდი რომ ღმერთი გამოგეცხადა მან შენ უკან გამოგიშვა....
ფხიზლდები და გესმის ექიმის ხმა გილოცავთ გამოვიდა ნარკოზიდან....
გადის დრო,საავადმყოფოდანაც გამოხვედი და განაგრძე ცხოვრება....
ყოველდღე შენ გახსოვს ეს სიზმარი თუ გამოცხადება და ხვდები რომ ერთ დღესაც მოგიწევ იქ სამუდამოდ დარჩენა,ეგოისტობ გეშნია მაგრამ ეს ასე მოხდება.
სიკვდილი არასდროს გიღალატებს ის აუცილებლად მოვა,ის შენი ერთგულია.
მე მიყვარს სიკვდილი და მინდა როცა მოვა წამიყვანოს მშვიდად და მე მაშინ ვიცი რომ არ შემეშინდება სასაფლაოზე დარჩენის რადგან მე ამას ვეღარ გავიგებ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent