შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებების სასაფლაო


30-07-2017, 23:47
ნანახია 1 905

გზაზე ოცნებების სასაფლაო... იქვე მიმოყრილი მოლბერტები,
ვნებაშეყინული ქუჩები და ცოცხლად გარდაცვლილი პოეტები.
გზაზე ოცნებების სასაფლაო... ხატვას შეწირული ფერები და
ჩიტი ძველებურად აღარ გალობს... ჩიტებს ყვავ-ყორნები შერევია.

გზაზე დამსხვრეული იმედია - გრძელი ეკლიანი ბილიკებით,
მხოლოდ ნაგვის ურნებს შერჩენია ჩემი ყვითელგულა გვირილები.
გზაზე იმედები მოიხვეტა, ხიდიც ჩაუხერგვს დღეს ქარიშხალს,
თუკი ერთხელ მაინც შემომხედავ ჩუმად შემოგძახებ - მე რა მიშავს...

ბევრი არაფერი დამიკარგავს, ანდა რა გამაჩნდა დასაკარგი
თუკი ოცნებები დამივარდა, ვფიქრობ ქარს არასდროს გავატანდი.
მარტო მოვივლიდი გრძნობის ქუჩებს, მარტო გავკვალავდი გზას თოვლიანს,
ჩუმად დავკოცნიდი თვალებს ურჩებს და დარდს გავატანდი ცად თოლიას.

ხელში ბავშვურობა შევაჩეჩე დღეებს სიკვდილივით დარდიანებს,
მუხლზე არასოდეს დავცემოდი მუდამ მასწავლიდა მატიანე.
დღეს სხვა ჩემი სულის რას გაიგებს... ახლაც უაზრობებს მოვედები
ვისაც ვერასოდეს ვერ გაუგეს იყვნენ ცოცხლადმკვდარი პოეტები.

ვწერ და კალამივით მეც ვიცლები, სისხლი მაჯებიდან ლექსად წვეთავს,
ნუ მთხოვ! ვერასოდეს შევიცვლები და ნურც ნურასოდეს შემომხედავ.
მე იქ გავიზარდე სადაც ცოცხლად მოკლეს სიცოცხლისთვის მებრძოლები,
ყველა დაღამება გლოვას მოჰგავს და აქ ვერ ფასობენ ხელოვნები.

ციდან ჩამოვვარდი როგორც გუნდა, ცრემლით რომ მომერთო ბილიკები,
ნეტავ ერთხელ მაინც შემასუნთქა ჩემი ყვითელგულა გვირილები.
მტკივა უიმედო თვალები და მტკივა უპატრონო საფლავები,
ცოდვა ცოდვილ სხეულს თუ ავწიწკნე მერე უსათუოდ გადავრჩები.

გზაზე გაყინული სასაფლაო.... იქვე სისხლიანი მოლბერტები,
ხატვას მოწყვეტილი მხატვრები და ცოცხლად გარდაცვლილი პოეტები.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

გზაზე გაყინული სასაფლაო.... იქვე სისხლიანი მოლბერტები,
ხატვას მოწყვეტილი მხატვრები და ცოცხლად გარდაცვლილი პოეტები.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

რა საოცარი გრძნობით წერ... სხვანაირი ლექსი იყო... სხვანაირად რო აგიმღვრევს სულს... ძალიან მიყვარს შენი ლექსებიი:***

 


№3  offline წევრი ჩუმი პოეტესა

terooo
გზაზე გაყინული სასაფლაო.... იქვე სისხლიანი მოლბერტები,
ხატვას მოწყვეტილი მხატვრები და ცოცხლად გარდაცვლილი პოეტები.

♥ ♥ ♥

ონლაინ გოგონა
რა საოცარი გრძნობით წერ... სხვანაირი ლექსი იყო... სხვანაირად რო აგიმღვრევს სულს... ძალიან მიყვარს შენი ლექსებიი:***

დიდი მალდლობა საყვარელო ♥
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№4 სტუმარი Sana

ჩემს საყვარელ ლექსთა შორის საპატიო ადგილს მივუჩენ<3 ძალიან მომეწონა, სიტყვები მეზედმეტება უბრალოდ შეუდარებელია!

 


№5  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Sana
ჩემს საყვარელ ლექსთა შორის საპატიო ადგილს მივუჩენ<3 ძალიან მომეწონა, სიტყვები მეზედმეტება უბრალოდ შეუდარებელია!

ძალიან დიდი მადლობა <3 გაიხარეთ <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent