შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილი სიცოცხლედ გარდაიქმნება?!


24-04-2020, 23:48
ავტორი landoffreedom
ნანახია 1 128

ქვეყანაში უკვე კარანტინის საათი დაწყებული იყო, მაშინ როდესაც ტელეფონი აწკრიალდა, როდესაც თვალები ეკრანზე გადაიტანა და ნაცნობი ნომერი დაინახა იგრძნო, თუ როგორ გამოტოვა გულმა რამდენიმე ფეთქვა, მაშინათვე აიღო საკუთარი მობილური და შიშნარევი ხმით უპასუხა, ნაცნობი ხმა რომ ვერ გაიგო ამან უფრო მეტად დააბნია, ტელეფონის მეორე მხრიდან გამოსულმა სიტყვებმა კი გული უფრო აუჩქარა. საათისთვის არც კი დაუხედავს მაშნათვე აიღო მანქანის გასაღები და ბინის კარი გაიხურა, ამ ხმაურზე მის ძმას გამოეღვიძა და მაშნათვე გავიდა მისაღებ ოთახში თუმცა როდესაც ვერავინ ნახა ფანჯრიდან გადაიხედა, მაშინათვე იცნო ძმის სილუეტი რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიიკვალავდა გზას ირგვლივ გაბატონებულ სიბნელეში. ამ ყოველივეს მოყვა მანქანის ფარების ნათება და უკუნითი სიჩუმე მანქანის დაქოქვამ დაარღვია.
ისე მივიდა თბილისის საზღვრებთან რომ არცერთი მანქანა თუ სულიერი არსება არ შეხვედრია, ქალაქი ჩამკვდარიყო, თითქოს ეშმაკიც კი დაეფრთხო არსებულ სიტუაციას და საკუთარ ბუნაგში შეყუჟულიყო. თბილისიდან უნდა გასულიყო, როდესაც გზის პირას ორი პოლიციელი დაინახა, სვლა შეანელა, იცოდა, რომ თავს ვერ დაიძვრენდა, ყველაზე მეტად კი თითოეული დაარგული წამი ადარდებდა. როდესაც პოლიციელების გვერდით მანქანა გააჩერა მაშინათვე შენიშნა მათი გაოცებული სახე, და ამ სახეებზე გაოცების გარდა არც მეტი, არც ნაკლები, სიბრაზეც კი ამოიკითხებოდა. როდესაც საშვი მოთხოვეს მიუგო რომ არ ქონდა. ავტომობილების შეზღუდვა უკვე დიდი ხანი იყო რაც მოქმედებდა, ქალაქიც ჩაკეტილი იყო, არავის ქონდა მისი დატოვების ან შემოსვლის უფლება, უკვე ღამის 12 საათი იქნებოდა, რაც იმას მიანიშნებდა რომ კარანტინი უკვე 3 საათი იყო რაც მოქმედებდა, ბიჭი უსმენდა პოლიციელების განმარტებას და თავი გვერდზე შეაბრუნა, იქითაც იხილა რამდენიმე სამხედრო, ეჭვის თვალით რომ იყურებოდნენ. პოლიციელები დაინტერესდნენ თუ რა უნდოდა ბიჭს.
-პირველად რომ საყვარელი ქალი დავკარგე 3 წლის ვიყავი, აღარც კი მახსოვს, ახლა მეორეს ვკარგავ და მინდა რომ ბოლოჯერ მაინც ვნახო, ტელი თვეა არ მინახავს, როდესაც ჩაიკეტა ყველაფერი დასავლეთში იყო წასული და იქ ჩარჩა, არ მინდა უკანასკნელი იმედიც მომიკვდეს, არ მინდა დამირეკონ და მითხრან რომ აღარაა, ახლა რომ დამაჯარიმებთ ისიც არაფერს ნიშნავს ჩემთვის, მანქანა რომ ჩამომართვათ ფეხით ჩვალ.
სიტყვებს რომ ამბობდა ვერც კი აცნობიერებდა, როდესაც გაჩუმდა მხოლოდ მაშინღა დაიწყო იმის გააზრება თუ რა თქვა. ირგვლივ გაბატონებულ სიჩუმეს ვერავინ არღვევდა. ქუჩის მეორე მხრიდან სამხედრომ დაიძახა
-ხომ მშვიდობა გაქვთ?! რა დაკარგვია ამ შუაღამეს ამ კაცს აქეთ.
-ყველაფერი კარგადაა. - გასძახა ერთ0ერთმა ოფიცერმა.- აბა რას გაჩერებულხარ არ წახვალ?- ბიჭმა მადლობა ჩაილაპარაკა და გზას გაუდგა, ერთმა ოფიცერმა კი მიუგო მეორეს - სიკვდილი სიცოცხლედ გარდაიქმნება? თუნდაც დროებით? - რაცია მოიმარჯვა და მანქანის სერია გაიმეორა, უსაფრთხოდ უნდა ჩავიდეს დასავლეთში, ქენით რაც საჭიროა, მიეხმარეთო თქვა და რაცია ისევ თავის ადგილას დააბრუნა. - სიკეთე შვილო, სიკეთე, - უთხრა მის გვერდზე მდგომ დამწყებ პოლიციელს და გაუღიმა - ზოგჯერ უნდა დავივიწყოთ ყველაფერი და სიკეთეც ჩავიდინოთ, უსაზღვრო სიკეთე.- მანქანისაკენ გაუდგა გზას, სიცივეს გრძნობდა და თან თვისთვის ჩუმად საუბრობდა, -გარდაიქმნება ნეტავ ამაღამ სიკვდილი სიცოცხლედ, თუდაც დროებით?
დასავლეთში ისე ჩავიდა არცერთ პოლიციელს არ გაუჩერებია, იმისდა მიუხედავად რომ რამდენიმე მანქანამ გვერდზე ჩაუარა. დანიშნულების ადგილას რომ ჩავიდა ხუთი საათი სრულდებოდა, როდესაც სახლის ეზოში რამდენიმე ადამიანს მოკრა თვალი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და აჩქარებული ნაბიჯებით შევიდა შენობაში, როდესაც მასზე 3 წილით უმცროსი გოგონას ფერმკრთალი სხეული დაინახა მიწაზე დაემხო.

-სიკვდილი სიცოცხლედ გარდაიქმნება? თუნდაც დროებით? - ამ ფიქრებში ღამე თეთრად გაათენა უფროსმა ოფიცერმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent