შავი როიალი-ზამთრის სონატა
-რატომ აღარ უკრავ? -არ ვიცი..ვეღარ ვგრძნობ იმას რასაც ადრე -რა გრძნობა უნდა..უბრალოდ აიღე აკორდები დო რე მი სოლ ეს ხომ ძალიან მარტივია -არა სულაც არაა ასე..როდესაც კლავიშს ეხები თითოეული ბგერა და ნოტი ახალ სამყაროს უნდა გიშლიდეს თვალწინ..მელოდიას უნდა გრძნობდე..ძარღვებში სისხლზემეტი უნდა იყოს ,სხვანაირად არაფერი გამოვა -როგორ შეიძლება სისხლზე მეტი მელოდია იყოს -ოდესმე დაგიკრავს? თუნდაც ერთი აკორდი მაინც თუ აგიღია? -არასდროს -სწორედ ამიტომ ვერ მიხვდები..ეს შენით უნდა გამოსცადო..უნდა გწამდეს -რისი უნდა მწამდეს? -მუსიკის..მისი ჰარმონიულობის და იდუმალურობის -კარგი რა..მუსიკა შეიძლება ჰარმონიულია მაგრამ იდუმალი არა..უბრალოდ დაწერილი ნოტეიბია რომლების მელოდიურად ერთმანეთთან ლამაზადაა შეწყობილი -რა უნდა გელაპარაკო..ვერც კი ხვდები რა არის მუსიკა..მაგრამ არ მიკვირს და არ გაგკიცხავ. მეც ასე ვფიქრობდი როდესაც სასწავლებელში ფეხი შევდგი პირველად მაგრამ როდესაც იქიდან გამოვედი თვალწინ სხვა სამყარო წარმომიდგა..სცადე და როდესაც მიხვდები რა არის მუსიკა გამმიხსენე..გაიხსენე ის რაც ახლა გითხარი.. როიალის წინ ვიჯექი და ვფიქრობდი რით დამეწყო..არც კი ვიცოდი ჩემთვის ეს ყველაფერი უცხო იყო..ვიჯექი შავი უზარმაზარი ნივთის წინ და არ ვიცოდი რამდენი რამ იყო შიგნით მოქცეული -შეგვიძლია დავიწყოთ_დარბაზიდან კომისიისცივი და უხეში ხმა მომესმა -იცით მე.. -გთხოვთ დაიწყოთ კლავიშებს ხელი დავადე..ცივი იყო უცნაურად ცივი...ტანში ჟრუანტელმა დამიარა შიშისა და ბედნიერებისგან...პირველიაკორდები სუსტად ავიღე თან საკკუთარ თავს ვუმეორებდი „შენ ეს შეგიძლია“ „შენ ეს შეგიძლია“ თვალები დავხუჭე და თითები ინტუიციის იმედზე ავამოძრავე..ყველაფერი იმის საპირისპიროდ მოხდა რაასაც ველოდი..თვალები მანამდე არ გამიხელია სანამ უკანასკნელი ბგერები არ დავსვი..კომისიამ ტაშიც კი დამიკრა..ეს რაღაც საორება იყო..დარბაზიდან გამოვედი.. კულისსების აღფრთოვანებას ყურადღება არ მივაქციე ისე გამოვედი გარეთ და მანქანაში ჩავჯექი -ხომ ლამაზი გრძნობა იყო? -სიტყვებით ვერ აღვწრ -გახსოვს რას გეუბნებოდი? -სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება -რა შეასრულე -ზამთრის სონატა -რატომ? -მინდოდა დარბაზში ჩემთან ერთად ყოფილიყავი..პირველად შენ დაუკარი ჩემთვის და არ შემეძლო სხვანაირად მოვცეულიყავი..მაშინ როცა ვუკრავდი შენგხედავდი..შენ გგრძნობდი..ვგრძნობდი რომ ჩემს თითებს ეხებოდი ...შენ რომ არა ვერ დავუკრავდი..არ გამომივიდოდა.. -მე ყოველთვის შენთან ვიქნები_ნელ ნელა უფერულდებოდა თითქოს ჩემგან მიდიოდა .. -არ წახვიდე -მე სულ შენთაან ვარ..მნიშვნელობა არ აქვს მხედავ თუ არა -მეშინია..უსასრულოობაში შენი გაშვების და დაკარგვის მეშინია.. -არასდროს შეშინდე.ყოველთვის შენთან ვარ კიდევ უფრო გაუფერულდა და წავიდა..ბოლოს მაინც წავიდა როგორც მაშინ..მოღრუბლულ ცაზე განათდა მაგრამ ეს მეხი არ იყო..ეს ის იყო..მისი ნათება იყო..მანქანის ფანჯრიდან ვუყურებდი სინათლეს რომელსაც თან გავატანე 5წლის წინ დაწყებული ტკივილი და სიყვარული.. ჩემი ბედნიერება მას გავატანე..ჩემი ცხოვრება მას მივუძღვენი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.