შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი შავად


5-05-2020, 00:01
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 7 838

მთვარის შებღალვა გაგონილა, მენ? როგორ გაბედეს მათ ზედმეტად შეჰხებოდნენ მთვარეს, მეტყვი?
დედამიწა დატრიალდა და ასკინკილით შემოურბინა გალაქტიკას.
ერთი, ერთი, ორი, ერთი, ორი, ერთი, ორი.
გალაქტიკა ქართული გალონით გალაკტიკობს.
რა ლამაზია, არა? "მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ…" ნეტავ, რა იგულისხმა? არ მაინტერესებს.
ჩემთვის ღამე ქვიშის დიუნების გავარვარებული ტალღებივით ლივლივებს იმ ცაზე, რომელზეც მთავარი ციური სხეული ამოწვერილა მთელი თავისი სიდიადითა და სისავსით.
თუმც მესასტიკება მთვარე, მისი და პლუტონის ფარული და შორეული ეროტიკის საყურებლად თვალებს დავითხრი და ძღვენად მივართმევ მათ უგონო სიყვარულს. განა, დააფასებენ? არამც და არამც. წამითაც არ გაივლო, რომ ოდესმე ვინმეს თავგანწირვის დანახვა შეძლოს რომელიმემ. ისე არიან ისინი დაბრმავებულნი, როგორც ზეცა, რომელსაც ცრემლთა წარღვნა მიწისკენ აქვს მომართული და ვერ ამჩნევს ამას.
.
ვგლოვობთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ, რომ ჩვენ ირგვლივ სხვათა გლოვას ვპროვოცირებთ. ოჰ, რაოდენ პროვოკაციულია თვითეული ჩვენი ნაბიჯი! დამეფიცება ოფლმდენი ცახცაცი აგვიტანდა, რომ ვაცნობიერებდეთ. მაგრამ იცი რა არის საოცარი, მენ?
იქსს სინდისის ქენჯნა, იგრეკს - სიამოვნება, ზეტს - გულგრილობა.
.
ერთი ხახვი, ორი ხახვი, სამი ხახვი… რვა მილიარდი თავი. ვფრცქვნით, ვაცლით კანს, შემდეგ ცოცხალ ნაწილებს, ნორჩს და ალე ჰოპ! ჩვენ გადავხტით! გადავხტით! სად ვართ ჩვენ? ეს რა ხახვის ფუჩეჩია? ნუთუ, ეს მე ვარ?
ჰე-ჰე, რა მარტივია, როცა პაზლს შლი, ცალ-ცალკე დეტალებს არანაირი ფასი აქვთ. უბრალოდ, დეტალები არიან. მათ შეუძლიათ შეუმჩნევლად სხვის პაზლში ამოყონ თავი. განა, ამაზრზენი არაა? თითქოს, ჰგავს.
სანაპიროზე კენჭები ერთმანეთს ჰგვანან. ისროლე ერთი ნაპირის კენჭი სხვა ნაპირზე. რა შეიცვლება? სრული არაფერი. ზუსტად იმდენად სრული არაფერი, რამდენადაც სრულია ახლა მთვარე.
.
მენ, წარმოგიდგენია, როგორი ეგოისტია? თავად სკდება ემოციებისგან და მეც მაიძულებს, რომ გრძნობათა ქარტეხილში გონი დავკარგო და ზეცის მსგავსად გულგრილად დავბრმავდე. ჩემი დედამიწის დავიწყებას მაიძულებს და სიამოვნებით უმზერს იმას, თუ როგორ ვხსნი გავარვარებულ ემოციებში ენ რაოდენობის მარილს და კოსმოსიდან პირდაპირ ცოცხალ პლანეტაზე ვაპირქვავებ. პლანეტა კვნესის დამდუღრვისგან, მაგრამ განა, მე მესმის მისი? მე არაფერი მესმის. სრული ვაკუუმია აქ და მე ჩემს მუხლებს ჩახუტებული წინ და უკან ვირწევი სიბნელეში.
ღამე ერთადერთი დროა, როდესაც ეს უნამუსოდ თეთრი კედლები ექვსივე მხრიდან მიბღვერენ.
.
- დამიხედეთ ამ ფსევდომშვიდ არსებას. თევზებს უკვე ელაპარაკე?
- თუ ღამის დიუნებიდან გამომძვრალ მორიელებს ელოდები ?
- უსუსური, დაცემული მარსის სიფიცხე არ დაგავიწყდეს, რომელიც ვენერასთან გყავს საუკუნოდ შედუღაბებული, გამოგადგება.
- მალე მაისის ვეებერთელა მთვარე დაგითრევს და მთვარეს იმ საბედისწერო მორიელის ფორმა ექნება, რომელზეც ასე სველდები.
- მზე და მთვარე 180 გრადუსს შექმნიან და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებმებიან.
- აათამაშე თითები სასირცხვოზე.
- რა ამაზრზენი სიტყვაა, არა?
- მზად ხარ?
- მზად ხარ?
- მზად ხარ?
.
"იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ!"
რა საიდუმლოზეა საუბარი, როდესაც არაცნობიერს პირისპირ ვესაუბრები, მაგრამ ყოველ ჩემ მიერ აღმოჩენილ საიდუმლოს ვერცხლისფერი საბურველით მოსილი, ნამუსახდილი და ფსევდოიდეალურად მრგვალი ბურთი შთანთქავს?!
ფუჰ, აფათურებს იგი თავის მომნუსხველ თითებს, მე კი სიამოვნებისგან კვნესას ვერ ვიკავებ. დაძრწის იგი ჩემს სულში და ნეტარების სიმებზე ოსტატურად უკრავს. ჩემი ზღვის ჩატეხილ წელზე შემოჭდობილი მთვარის თხელი ხელი და მთაგრეხილებში ჩაფლული მისი ვნებააშლილი სახე…
.
ჩაიდანი დუღდება და მდუღარე მასა თუხთუხით მესხმება გაწვდილ ხელზე. რეფლექსები არ მიმუშავებენ და წითელ ჩაიდანს, რომელსაც კივილი ჯერ კიდევ არ აქვს დასრულებული და დაღვრილ წყლის წვეთებს შვილმკვდარი დედასავით მისტირის, კიდურს მჭიდროდ ვხვევ.
გონს სახეში სილის გაწნას მოვყავარ. თვალები მიფართოვდება და ჩაიდანს, რომლის ყვავილებს ახლაღა ვამჩნევ, ხელს ვუშვებ. ზრიალით ეხეთქება იგი თეთრ ზედაპირს და ამჯერად ფეხებს მისველებს ორთქლადენილი სითხე.
ჩემ წინ თევზი დაცურავს. უზარმაზარი, მკვდარი თევზი, რომელმაც კუდი მოიქნია და სახეში გამარტყა.
.
- მკვდარია, ხედავ?
- იმ კანივით მკვდარია, რომელიც ბუშტუკებით დაგეფარა ხელებსა და ფეხებზე.
- აფსუს, რა ლამაზი სხეული გქონდა, პირველ კბენამდე.
- ჩამოდნი კიდეც.
- გული გვერევა შენზე. რა საცოდავი ხარ!
- არასოდეს გაგიშვებთ.
- დაიმახსოვრე.
- ა-რა-სო-დეს.
.
თეთრი შავად.
ერთი მსახიობის თეატრი და ენ რაოდენობით მოთამაშე. გულისგამაწვრილებელი ხარხარი და სიკვდილის შემზარავი ყბადაღებული ნაპრალი, რომელიც გეძახის და გითრევს.
საწოლი და ღრუბლებთან მიმდგარი კიბე. ებღაუჭები მას და საფეხურები არ სრულდება. გადაიტყავე ტერფები, ხელისგულები, რომ ოდესმე იასამნისფერ ღრუბლებს მისწვდე, შემოჯდე და მორიელის ნიშნით განათებულ მთვარეს ახლოდან უყურო.
ნაბი'ჭვარი მე.
.
პრინტერის ტვინში მრტყმელი ხმა და თეთრი შავად იღებება.
სტეპლერი და შავი თეთრს ისე ენაცვლება, გული მიკანკალებს. ფეთქვა ცახცახს ემსგავსება და ტაქიკარდია მივითარდება.
თეთრი შავად ეწებება ერთმანეთს და მალე ტყავსაც შეიძენს. ნატურალურ ტყავს, კარგი ხარისხის ტყავს და მე დავმთავრდები.
ნაბი'ჭვარი მე მთავრდება, მაგრამ თეთრი შავად თეატრში ამოპრინტერებული იარსებებს.
.
აიღე კორექტორი, მენ.
უკვე აღარაფერს აქვს აზრი.
ისინი არ გამიშვებენ, ექვსივ მხრით მეთეთრებიან და ღამე აშავებს მათ.
.
ორი, ერთი, ორი, ერთი, ორი, ერთი, ერთი.



№1 სტუმარი Mari

Izabela Seniqesebi gadmomigzavne????????????????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent