სულში გარეულა ნისლი..
სულში გარეულა ნისლი... ქუჩებს ისევ ძლიერ ათოვს, ზეცას სუნთქვა ისე უმძიმს, აღარც ანგელოზი გალობს! 888 მაშინ თითქოს ანგელოზი გალობდა, ისე ჩქეფდა წვიმის წვეთი ამ სულში. წამში თოვლი ნიადაგზეც გამოჩნდა, აი,მთვარემ გაიღვიძა ამ წუთში. გაიფანტა ნისლოვანი ფიქრები და მთვარეზე აჩრდილები ამღერდნენ, მიწა თეთრად შეიფერა ფიფქებით და სიმშვიდეს ეს ფიფქები არღვევდნენ. ისევ მოჩანს ლურჯი მთვარე ზეცაზე, აჩრდილები სიმღერასაც არ წყვეტენ. ვარსკვლავები საუბრობენ სევდაზე და ბაასში სევდი ტბასაც ამღვრევენ. ცის კამარა ნისლმა საბნით დაფარა, აჩრდილებმა მოიტანეს სიზმრები. ღამემ მთვარე მის კალთაში ჩამალა, გაისმოდა ანგელოზთა სიტყვები. 888 აქ ისევ წვიმს, აქ ისევ ქარია, ისევ თვალთა ჩამდგარი ნამია. ისევ ღაწვებზე ცრემლი უეცრად, ისევ თვალები ბრაზით უელავს. ისევ კვლავ და კვლავ ფიქრები მათრობს, ისევ გულს მხოლოდ გრძნობები ათბობს. ისევ თოვს და ისევ ბარდნის, ისევ წუთები წამებით გადის. 888 სიცრუის ქალაქი ზამთრის ღამეა და ყველას სძინავს, მხოლოდ გამოსჩექფს მთვარის სინათლე, სადმე, ქუჩაში ვიღაცა გმინავს, ალბათ, ზეცა გლოვს მთვარის სილაღეს. ან დედამიწა გადავერცხლილა, ან კი, თოვლია ასე რომ ბრწყინავს, გზას მოფანტულა სიო უჩინრად და ბნელ სივრცეში ფენიქსი ფრინავს. ალბათ ბოლოა მისთვის ეს ღამე, ზეცას ავედრებს სანამ მოკვდება და მისი ფერფლი ეულად სადმე, ჭადარის ძირში მიმოიფანტება. ღამეა, სძინავს სიცრუის ქალაქს, მხოლოდ ფხიზლადაა ის ლურჯი მთვარე, ფლიდი ღიმილით დასცქერის ღატაკს, ბნელით მოსილი, გრძნეული ღამე. ილუზიაა ყოველი წამი, ილუზიაა ის თოვლი თეთრი და ბნელ სივრცეში წმინდაა მხოლოდ, ჭადარის ძირში ფენიქსის ფერფლი. დრო გავა, გაქრება სიცრუის ქალაქი, ღიმილი ფლიდი, ტკივილის ცრემლი. გრძნეული ღამე გააქრობს მზაკვარს და მაშინ აღსდგება ფენიქსი მკვდრეთით. 888 ახლა შემოდგომის სურნელიც გაქრა, მხოლოდ შემოსილა ბუნება თეთრით. ახლა,მხოლოდ თეთრი თოვლიღა დარჩა, და მთვარე აივსო ულევი სევდით. ცას გვირილების ცქერა მოენატრა, სულსაც აღარ ათბობს გაზაფხულის სუნთქვა. თვალებს ცივი სევდა მოეძალათ, ,, ალბათ ზეცა იტყვის, რაც მთვარემ არ თქვა! ,, 888 დროა ოცნებები ღამის, ისევ მთვარეს ჩავაბარო და თუნდაც ერთი წამით, ღამე უოცნებოდ გავატარო. თვალებს შერჩენიათ სევდა, თავზე წვიმის წვეთი მათოვს. გული რითმში აღარ ფეთქავს, რადგან ანგელოზი გალობს! დროა ოცნებები ღმის, კვლავ ამ ნიავს გავატანო და თუნდაც ერთი წამით, ღამე უოცნებოდ გავატარო. ისე ლამაზია ზეცა, გული მუდამ ზეცას ნატრობს. ძარღვებს აღარ ახსოვთ ფეთქვა, რადგან ანგელოზი გალობს! ღამეს არ უხდება ბინდი, ღამეს ოცნებები ათოვს, მთვარის გაღიმება ფრთხილი. ღამით ანგელოზი გალობს! 888 დილამ შემოიჭრა სულში, მთვარის შუქი აღარ მათოვს. მაშინ ისე იყო გული, მისი ფეთქვა ახლაც მახსოვს! ღრუბლებს დაუფარავთ ზეცა, წვიმა წამოვიდა ისევ... ისევ შემოიჭრა სევდა, ღაწვი დაასველა მყისვე. ახლა გადაიღო წვიმამ და კვლავ დაიკარგა სევდა. ისევ გაანათა დილამ, ისე ლამაზია ზეცა! 888 წვიმების სეზონი არ ტოვებს სამყაროს, ფოთლებიც კვლავ და კვლავ გარშემო დაჰქრიან. ამ წვიმის სიუხვით ზეცა ამაყობს, და ამ დრო წუთებიც გადიან, გადიან. ხანდახან ბნელ ზეცას მთვარე თუ ანათებს, ღვთიური ცრემლები მაშინვე მშვიდდება და მთვარე ვერცხლისფრად ღებავს ზეცის კარებს, მაშინ კი ღიმილით გამთბარი ფიქრდება. 888 წვიმა არ ისვენებს ფანჯრებს ეხეთქება, ცივი სიო დაჰქრის, არბევს არე-მარეს. ხეებს მოჰფენიათ ნაზი ოქროსფერი, გიჟი შემოდგომაც ქუჩებს აფერადებს. ღრუბლებს მოუქუფრავთ ისევ ლურჯი ცა და თეთრი ვარსკვლავები ისევ დაკარგულან. მთვარეც აღარ მოჩანს, წვიმამ გადაფარა და ამ გონებაზეც ბინდი გადაკრულა. 888 შემო-დგომას რა აზრი აქვს, ხეებს მწვანე დაუკარგავთ. სიოს, მოსულს არსაიდან, ეს ფიქრები გაუფანტავს. შემო-დგომას რა აზრი აქვს, გაცრეცილა ყველა გრძნობა. შენს სარკმელთან მოელვარე, წვიმა იწყებს ისევ გლოვას. შემო-დგომას რა აზრი აქვს, მთვარე ზეცას მოაშორეს. ქარი დაჰქრის, ცას არ ინდობს და თან ფოთლებს მოაქროლებს. ეს არის ჩემი ლექსების კრებული. იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.