შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილისაკენ


5-05-2020, 13:36
ავტორი Power
ნანახია 883

ოკეანე.....
უსასრულობა.....
მოკვდავის სხეული....
ფიქრი....
უკანასკნელი ამოსუნთქვა....
ლპობა....
დასასრული.....
ახალის დასაწყისი...
სიკვდილთან ახლოს....
და მაინც...სიცოცხლის წყურვილი...
რა არის იმაში უცნაური რომ სიცოცხლე გინდა? წამიერი გაფიქრება იმისა რომ კვდები! მოგონებებში ჩაძირვა! წარსული! აწმყო! მომავლისკენ სწრაფვა! და მიხვდი რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ! გინდა სიცოცხლე მიუხედავად ყველაფრისა! გინდა და მორჩა! ხვდები რომ არ ხარ მზად შენი დამპალი სხეული შეუერთო ოკეანეს! იწყებ ხელების ქნევას და ცდილობ დააღწიო თავი მის უკიდეგანობას! მაგრამ არაფერი გამოდის! ხვდები რომ კვდები!
წყალი....
ფსკერი....
სიღრმისაკენ მიმავალი "ლეში"....
სიკვდილის შიში....
ფართხალი....
და დასასრული...





პირველი ჩანაწერია(ამ საიტზე) ვკითხულობდი აქ დადებულ ისტორიებს და გავიფიქრე "რატომაც არა?".
სიმართლე გითხრათ დიდად არც მოველი რომ ბევრი გაიგებს ამ ჩანაწერის შინაარსს უფრო მეტიც მგონია რომ ჩემსავით ვერავინ ჩასწვდება მის აზრს...
იმასაც გეტყვით რომ არ ვარ კომენტარებზე დამოკიდებული... არც ის მანტერესებ ვინ რას იტყვის ამ ჩანაწერზე რადგან მთავარია მე მომწონს და მსიამოვნებს ეს..... შეგიძლიათ არ დაიღალოთ თავი კომენტარებით....
პ.ს. სიყვარულით QUEEN მარგო



№1  offline მოდერი Catherine Di Perso

პირველ რიგში - არ ვიღლები ;)
საკაიფოა, რომ მოგწონს, რასაც ქმნი. ნაცნობი გრძნობაა.
მაგრამ მეც მომწონს ის, რასაც ახლა ვაკეთებ და...
× მრავალწერტილში გრამატიკულად სამწერტილი მოიაზრება.
× "რომ"; "სადაც" - ამ სიტყვებამდე დასვი მძიმე. "რომ-თან" სულ არ არის საჭირო.

* გამართული ნაწერის კითხვა ბევრად სასიამოვნოა. გეცოდინება, ალბათ.

რაც შეეხება შინაარსს. ვერავინ ვერასდროს მიხვდება - რას დებ შენ შენს ნაწერში, საუბარში, ნახატში და ა.შ. მე ვერ ვიგრძნობ ვერაფერს ისე, როგორც შენ და არც შენ შეგიძლია განიცადო, როგორც მე. ყველა თავის დეფინიციას აძლევს ყველაფერს და ამაშია ადამიანის უნიკალურობა.

მე აქ ბოლო წამს განცდილი რეალური სურვილი დავინახე და ადამიანის უსუსურობა დავინახე საკუთარ სურვილებთან მიმართებაში. წარმოსახვის თამაშია ყველაფერი. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ადამიანები სხვანაირად იქცევიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent