შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.....


14-02-2018, 15:51
ავტორი უცნობი13
ნანახია 1 325

კვდები..
და ხვდები არაფერი გრჩება მის გარდა..
მისი ხელები აღარ ათბობენ შენს თითებს..
კვდები..
არცერთი გადარჩენა.. ამოსუნთქვა არ არსებობს ცარიელ სამყაროში..
აღარც წვიმს..
თვალებს ხუჭავ..
აგონიას უძღვნი თავს..
შენ არსებობა არარსებობას შორის გაიჭედე..
ნოემბერი წარსულის ფრაგმენტებს ჩაბარდა..
ახლა სიცივეშერეული დეკემბერი გაგიბატონდა..
შენ და უჰაერობა თვეებია მეგობრობთ..
მე ჩემი ადამიანები დავკარგე..
წასვლა ჩემეული სტილია..
ჩემი თმით..
შენი კანის სუნით..
სიგარეტით..
იცი გვირილები აღარ, ფორთოხლები დამიბრუნდნენ..
ჩემი ჩანაწერები გაჩერებული ნაბიჯებია ყელში გაჩხერილი სიტყვებივით თოვს..
თვალები დახუჭე და მიგრძნობ..
თვალები დახუჭე და მიგრძნობ..
იმეორე ფრაზა გათიშვამდე..
ტკივილამდე..
ცრემლებამდე..
ჯერ დამიჯერე რომ მიგრძნობ
და
როცა თვალების გახელისას
ჩვენს საწოლზე..
შენს გვერდზე ჩემი გაციებული სხეული დაგხვდება..
კბილები ერთმანეთს დააჭირე..
თითების მტვრევა არ დაიწყო..
იხარხარე..
მე შენ ატკიება მოგასწარი..

....

ყველაფერი შეიცვალა..
დღენახევარია სხვანაირად ღამდება..
ყავის დალევის სტილიც შევიცვალე..
ვსვამ ცივს.. თან უშაქროს..
ღერი-ღერზე უშენობას ვაყოლებ..
აღარ იფილტრება ჰაერი..
გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია..
აგონია აღარ აპათია მეფობს..
არ არის ქაოსი ჩემი საყვარელი მდგომარეობა..
შავი კი საყვარელი ფერი..
ფერები შეიცვალა.. აირია..

....

ახლა აივანზე ვდგავარ..
ფეხს უსასრულობისკენ ვდგამ..
ვტრიალდები შენსკენ..
გიღიმი და შემდეგ ყვითელ ფოთლებს ვუერთდები..
ახლა მე ვიქნები შენი ფერები..
წვიმის წვეთები და
შენი ხელებიც კი..
ჰაჰ ჰომ ვამბობდი..
ჰომ გითხარი მოგასწარი მეთქი..
მე შავი ფერი არ მიხდება..
შენ კიდევ ჩემი სუნამოს სუნი..
არაფერია დასასრული..
თვეებს უკვე ჩემი ხელით მოვიყვან შენამდე..
ჩემეული ამინდია გარეთ..
ახალი დღის შენეული დასაწყისი..
უკვე საათი თორმეტს გადაცდა და გაჩერდა..
ახლა უკვე არც ეს არის მთავარი..

...

თვალებს რომ დახუჭავ მიგრძნობ და თუ გაახელ მხოლოდ ცარიელ კედლებს..
ბევრს სურათებს და ჩემს ლანდს დაინახავ.. მე ისევ მჯერა მოჩვენებების..
შენ თვეებთან ერთად მიგრძნობ..
და ერთი ფაქტიც..
გადახტომა დაგასწარი..
მე შეშლილმა..
ფერადმა..
თან ამავე დროს უარაფრომ..
ცარიელმა..
გაგიბედე და ყვითელ ფოთლებთან..
წვიმის წვეთებთან..
ძველ წიგნებთან
ერთად
ფრენა ვისწავლე..


ბარ ბარე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent