შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე


8-05-2020, 01:02
ავტორი ფიბი
ნანახია 7 785

***
ვზივარ, ვზივარ და ველოდები ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ წარმართვას, ველოდები ცოტა ოდენ, სულ ცოტა ოდენ სინათლეს სარკმლიდან, მაგრამ არ ჩანს...
***
ღამეა, უკუნითი ღამე,მაგრამ მას არ აქვს გასაქანი. არ აქვს გასაქანი ჩვენს გამო, ადამიანების გამო, ჩვენი ამაზრზენი ხელოვნური სინათლის გამო რომელიც უსინდისოდ ცდილობს დაამახინჯოს ბუნების სილამაზე, დაამახინჯოს და დააკნინოს სილამაზე, რომელიც ადამიანის თვალს აღემატება, ღამე...
დიახ,დიახ ღამე.

- რა არის ცხოვრება?
- გაურკვევლობის მორევი


- რა არის ცხოვრება?
- ერთადერთი რამ რაც ადამიანს გააჩნია


***
ვზივარ, ვზივარ და ველოდები ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ წარმართვას, ველოდები ცოტა ოდენ, სულ ცოტა ოდენ სინათლეს სარკმლიდან, მაგრამ არ ჩანს...
***
ღამეა, უკუნითი ღამე,მაგრამ მას არ აქვს გასაქანი. არ აქვს გასაქანი ჩვენს გამო, ადამიანების გამო, ჩვენი ამაზრზენი ხელოვნური სინათლის გამო რომელიც უსინდისოდ ცდილობს დაამახინჯოს ბუნების სილამაზე, დაამახინჯოს და დააკნინოს სილამაზე, რომელიც ადამიანის თვალს აღემატება, ღამე...
დიახ,დიახ ღამე.

- რა არის ცხოვრება?
- გაურკვევლობის მორევი


- რა არის ცხოვრება?
- ერთადერთი რამ რაც ადამიანს გააჩნია

- რა არის ცხოვრება?
- დედანატირები ამაზრზენობა რომელიც არადა არ სრულდება.


***
აივანზე ვდგავარ, მინდა დავინახო დაუნახავი სილამაზე, მაგრამ ვერ ვახერხებ რადგან ხელს მიშლის ეს ხელოვნური არაფრის მომტანი სინათლე.
აივანზე ვდგავარ, სიგარეტით ხელში და არ ვფიქრობ.
ვუყურებ ტაქსის მძღოლს რომელიც უიმედოდ ზის მანქანაში და ელოდება კლიენტს რომელიც არ მოვა.
რატომ? იმიტომ რომ ღამეა.
ვუყურებ როგორ უიმედოდ უკიდებს სიგარეტს და ფიქრების მორევში ღრმად ეშვება.
ფიქრობს ყველაფერზე რასაც კი მისი უკიდეგანო გონება გასწვდება.
მე კი ვდგავარ ისევ აივანზე და ვერ ვფიქრობ.
ვუყურებ ტაქსის მძღოლს და მინდა,რომ მეც შემეძლოს ფიქრი მაგრამ ვერ ვბედავ.
მეშინია?
არა
ვეწევი, ბოროტად ვაბინძურებ ულამაზეს გარემოს,მაგრამ არ ვფიქრობ ამის შედეგზე.
ვეწევი,ვეწევი,ვეწევი
და მეორე ტაქსი ჩერდება მიდის იმ უკანასკნელთან და საუბარს იწყებს.
გონება იხსნება
ქაოსი იწყება
დაიწყო
ხელოვნება
რა არის ხელოვნება?
- თქვენი აზრით რა არის ხელოვნება?
მინდა თქვენივე პასუხი გაგცეთ, ხელოვნება ეს ქაღალდის ფურცელზე ფანქრით რაიმე ნაჯღაბნია.
არა
არა
არა

რა არის ხელოვნება?
ხელოვნება ადამიანის უკიდეგანო გონებაა
ხელოვნება მაგიაა რომელსაც ყველა ხედავს,მაგრამ არავინ აღიქვამს.

ხელოვნება ადამიანის სხეულია
თეძო
მკერდი
წელი
ფეხები
თითები
ყელი

ხელოვნება არ არის ფუნჯი, არ არის საღებავები.
ცეკვა სხეულის მოძრაობაა რაც მუსიკის ფონზე უფრო და უფრო იძენს მნიშვნელობას
მუსიკა,მელოდია იდეალიზმია.
მუსიკა,სხეული და ცეკვა.
პასუხი თქვენს კითხვაზე?
ხელოვნება სე*სია.
გაგეცინათ?
მაშინ ფუჭად მიწერია ამდენი რამ.
მუსიკა,სხეული,ცეკვა

მუსიკა _ გახშირებული სიამოვნებისგან მიღებული სუნთქვა რაც ულამაზესი ჰანგებივით ჟღერს
სხეული _ ის რაც გეხმარება ამ ყველაფრის მიღებაში. საგანი რომელიც გჭირდება რათა იარსებო.
ცეკვა_ მუსიკის და სხეულის შერწყმა
სე*სი კი გაერთიანება.
ზუსტად ეს არის ხელოვნება და მეტი არაფერი.

ტაქსის მძღოლმა საუბარი დაასრულა.
ღამე ნელ ნელა დასრულდა
სიგარეტი ჩაიწვა
ფიქრიც დავასრულე
დამთავრდა ის, რაც არც დაწყებულა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent