დედას
როგორ მინდა ყველა წამი დაგიბრუნო, როცა ჩემთან გინდოდა ყოფნა და ვერ იყავი, როცა გრძნობდი მტკიოდა და არ შეგეძლო, წამალი ყოფილიყავი, როცა მიხაროდა და ვერ ხედავდი, როგორ მინდა, მქონდეს ძალა გაჩუქო ის დღეები, როცა პირველად შემიყვარდა, როცა ღამეები არ მეძინა, როცა მეგონა იმ დათუნიას,შენ რომ დამიტოვე შენი სურნელი ჰქონდა. რამდენჯერ მინატრია ნეტავ ასეთი კარგი არ იყოს მეთქი, იქნებ ნაკლებად მომნატრებოდი, იქნებ ნაკლებად მტკენოდა, მინდა მოგცე დღე,როცა სკოლიდან დაბრუნებულ მშიერს შენი გამზადებული სადილი მხვდება, როცა ცხოვრებაზე გაბრაზებულს, შენ მამშვიდებ, მე და შენ, დედაჩემო, ისე ვგავართ ერთმანეთს, ჩვენი ტკივილიც ერთნაირია, ერთნაირად გვკლავს. და სადღაც საზღვრებს იქეთ, სული ეწვებათ ემიგრანტ დედებს, და სადღაც საზღვრებს აქეთ, ჩუმად ტირიან მათი შვილები. ვინ დამიჯერებს,რომ ერთადერთი რის გამოც ცოცხალი ვარ , შენი თვალებია, მეტს ვერ გატკენ, რადგან ისედაც, ერთმანეთის ცრემლების მიზეზი ვართ. სიცოცხლე რაა, ღმერთზე მეტად მიყვარხარ. მენატრები 2020,8მაისი,04:36 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.