სამყაროს საზღვრებს ლეწავს რემარკი
სამყაროს არა, მაგრამ მე მაკლდი, ხის ჩრდილი ღამით შენს თითებს ჰგავდა, ვლეწავდი საზღვრებს, როგორც რემარკი, ფურცლებს კი სევდა უცეცხლოდ წვავდა. გესმოდეს, ჟოან, რომ დროა უკვე აღარ მიყვარდეს, ვინც მე დამტოვა, მე ამდენ გრძნობას გულში ვერ ვატევ და საბოლოოდ, ისევ მარტო ვარ. სამყაროს — არა, მე კი მიყვარდი, შენ ჩემ მაგიერ არჩიე სხვა გზა, ვეძებდი ნოტებს, როგორც ვივალდი, შენს აკორდებში ვხედავდი მარცვალს. რომელსაც უნდა ეხარა ჩემთვის, მაგრამ ვაი რომ მე მას ვერ ვახლდი, აგვისტოს ქარი შენს თითებს ებრძვის, სამყაროს საზღვრებს ლეწავს რემარკი. ~ ბ.ბ. ~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.