დატანჯული სხეული
ადამიანებით სავსე ოთახში მარტო ვარ საწოლში ვწევარ და მტკივა , სხეული მტკივა, ყველა ადგილი მტკივა, ყველა მოქმედი ორგანო მტკივა , ვგრძნობ ყინულის ნატეხები ვენებში როგორ იწყებს ლღობას, როგორ უერთდება გავარვარებულ სისხლს და როგორ მალე შედის რეაქციაში, იმდენად მტკინვეულია როგორც შუშის ნატეხებით ვენების დასერვა, გულის რითმა ისევე არეულია როგორც ჩავარდინილი კლავიშების გამოტოვებით სონატის დაკვრა . ჰაერის ნაცვლად ახლა ჩემი სხეულიდან გამოყოფილ ტკივილს ვსუნთქავ, ისე ვინგრევი მგონია ჩემივე ნატეხების ქვეშ მოვყვები და წამოდგომას ვეღარ შევძლებ, ახლა უკვე წამებიც წუთებად გადაიქცა როცა ისე გტკივა რომ საკუთარი თავი გტანჯავს დრო გაცილებით ნელა გადის ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში , მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ხარ რომ ეს კიდევ არაა საკმარისი, წევხარ და ელოდები , ელოდები იმ ერთადერთ სასწაულს რომელსაც გამოჩენა არ უწერია, და უძლური ხარ უბრალოდ თვალებს ხუჭავ იმის იმედით რომ ისევ გაიღვიძებ , არა ტკივილით და ტანჯვით არამედ თავისუფალი და დასვენებული სხეულით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.