მომავლის იმედი
ადრე მითხრეს, როდესაც ძალინ გაწუხებს რაღაც წუხილი ფიზიკურ ტკივილს ემსგავსებაო. ხო, ახლა ამას ვგრძნობ. გული მტკივა, თითქოს გაჩერებული და ცარიელია, რაღაც უშლის ხელს და ძველებურად აღარ ფეთქავს, მარტო ტოვებს, ახლოს არაფერს უშვებს, შიგნიდან კი სისხლს აშრობს. ამას ვგრძნობ და კიდევ ვერ ვხვდები შეჩვევა იყო თუ სიყვარული. სულ ვიცოდი და გეუბნებოდი, მომავალი არ გვაქვს, ერთმანეთს არ ვიმსახურებთ მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ შენნაირად არავინ მყვარებია, მაინც არ იყო ის, რაც მინდოდა, რასაც ვეძებდი. ბოროტი ადამიანი ვარ, როგორც შენ მითხარი “ეგეთი”, ვიცი და ვწუხვარ. მენატრები, მაგრამ მაინც მომიწევდა შენი დაკარგვა. სანამ უფრო მოგეჩვეოდი, ჯობდა გამეშვი. ბოდიში, გაწყენინე და გული გატკინე. იქნებ მომავალში რომ შევხვდებით, გავუღიმოთ ერთმანეთს და ჩავეხუტოთ. მაგრამ ეს მოხერხდება?! თუ შემიძულე? როგორ დავრჩი შენს გონებაში თეთრ მოგონებად თუ შავ დიდ წერტილად? რომ გაგახსენდები, გაიღიმებ თუ ბრაზს და სინანულს იგრძნობ? გახსოვს ადრე გითხარი შემიძლია შენთან მეგობრობა მეთქი, ვცდებოდი. დაშორებისას რაც გითხარი, ვიცი შეურაცხყოფა მივაყენე ჩვენს ურთიერთობას, არასწორად მოვიქეცი, უნდა დამემალა, არ უნდა მეთქვა სიმართლე, მაგრამ სხვაგვარად ვერ დაგანახებდი როგორი ადამიანი ვარ. არ გატყუებდი, მეგონა მართლა მიყვარდი. იქნებ არც შემიძლია მეტი ან იქნებ ფილმებში და წიგნებში სიყვარული კი არა ზღაპრებია დაწერილი. მაგრამ მე მჯერა და ვიცი რომ მომავალში ორივე ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც გვიმსახურებენ ჩვენ კი მათ ვიმსახურებთ. როგორი სუსტი ვარ, მას შემდეგ, რაც გამოვიარე, მაინც ვერ გავძლიერდი. ვიცი, აღარ მომწერ, როგორ მინდა ეს სიმართლე იყოს იყოს, ამავდროულად კი ამაზე ნაკლებად არაფერი მსურს. ამას ვერასდროს ნახავ, მაგრამ მაინც ისე ვწერ, თითქოს ოდესმე წაიკითხავ. მინდა გაიგო რამდენად ძვირფასი ადამიანი იყავი, ხარ და იქნები, მაგრამ ეს არ მოხდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.