შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩარლი


17-05-2020, 08:45
ავტორი belle...
ნანახია 968

მეზობლად ერთი უცნაური ტიპი ცხოვრობს. სახელი არ ვიცი ოღონდ. მაგარი ხულიგანი ძაღლი ჰყავს. გემანული ავჩარკაა, ცოტა ნერვოზიანი, ჩარლი ჰქვია.

გამვლელი თუ შენიშნა, თავის სამფლობელოსთან ახლოს, ეგრევე ნერვიულდება. ჩვენს ენაზე ყეფას იწყებს - საკუთარზე გინებას.

ბოლო დროს, გარეთაც ვეღარ გაჰყავს პატრონს, ისე ხშირად, როგორც მიჩვეულია და ნერვები ვაფშე გაუფუჭდა.უჟმური ხასიათის მიუხედავად, მე მომწონს. რაღაცნაირია, ცოტა ცხვირაწეული "კაი ტიპი".

დღეს მაღაზიაში ჩასული დამინახა და სწერვა მზერით გამომხედა, თან დრუნჩებში გრუხუნებდა. ვერ გადაეწყვიტა დაეყეფა თუ არა, იდიოტი.

მგონი იმასაც ვევასები და არ იმჩნევს. ჩარლის გაუმარჯოს-მეთქი! - მივაძახე. ცხვირი იქით გაბზიკა და ისევ აბურდღუნდა თავისთვის. გამეცინა.

სანამ მაღაზიაში შევაღწიე, მერე ერთი პურის გამო ათი წუთი ვიცადე რიგში და გარეთ გამოვედი, ჩარლი აივანზე აღარ დამხვდა. გული დამწყდა. ერთი სიამოვნებაა იმის ყურება, თუ როგორ იფასებს თავს ეს ტუტუცი ძაღლი.

სახლისკენ გადავუხვიე და ჩემი კორპუსისკენ მიმავალ ჩიხს გავცდი, რომ სკვერში ჩარლის მოვკარი თვალი. პატრონს ჰაერზე გამოეყვანა. საყელური მაჯაზე ჰქონდა გამობმული, სკამზე იჯდა და ტელეფონს ჩასჩერებოდა. ეს ვაჟბატონი კი, ქვაფენილზე შეიხივით წამოტრანცული, ენაგადმოგდებული ქაქანებდა.

დამინახა, მიცნო და ყურები აცქვიტა. ხელი დავუქნიე პასუხად. წელი აუჩქარებლად აითრია, ეტყობა "კლასნად" უნდოდა წამოდგომა, მთელი სპეცეფექტებით და რამე, ხომ ხვდებით...

ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და უცებ პატრონმა არც აცია, არც აცხელა, მკაცრად უთხრა - ტრა'კი დადე ადგილზეო! იმან მიმართვა იუკადრისა? - თქვენ ჯვარი გწერიათ!

მაინც დაუჯერა. შერჩენილი ღირსებით უკანაკლი ქვაფენილზე დააბრუნა და ფარული მზერით გახედა უჟმურ მეწყვილეს - რამდენჯერ გითხარი, შე'ჩემა, გოგოებში ნუ მაბანძებო!

პ.ს. ჩარლი, მაინც ყველაზე კაი ტიპი მგონიხარ!



№1  offline მოდერი abezara98

ვაიმე, რა კარგი იყო joy joy ასეა გენაცვალე, პატრონში რომ არ გაგიმართლებს, ნევროზიანიც გახდები და უარესიც joy joy

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

abezara98
ვაიმე, რა კარგი იყო joy joy ასეა გენაცვალე, პატრონში რომ არ გაგიმართლებს, ნევროზიანიც გახდები და უარესიც joy joy

არ თქვა joy joy გაუწვრილდა ნერვი ძაღლს joy joy

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

გაასწორა :დდ

 


№4  offline ახალბედა მწერალი belle...

lullaby
გაასწორა :დდ

joy joy joy joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent