შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წინანდელზე მეტად!!


19-05-2020, 15:37
ავტორი Dark Queen
ნანახია 920

------------

ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარდა. ვერც კი წარმომედგინა ამხელა სიყვარული თუ შესაძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში არ მეგონა თუ ჩემს თავში ვიპოვიდი ამხელა გრძნობას. მხოლოდ მე ვიცოდი როგორი იყო. როდის სტკიოდა, როდის უხაროდა და როდის იყო ბედნიერი. მის თვალებში ვკითხულობდი ამას და მის თვალებშივე იკითხებოდა მისი ყოველი ქმედება და სიყვარული. მაგრამ ამასთან ერთად, იმდენად ამოუცნობი იყო, რომ მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ერთი დიდი თავგადასავალი იყო. თავგადასავალი, სადაც ის იყო ჩემი პირადი მეგზური. მასთან ერთად ყოველი მზის ამოსვლა იყო ბედნიერების, სიყვარულის, სითბოს, იმედის, თავგადასავლების, ერთმანეთის, ჩვენი... ჩემი და მისი...
ყოველი ახალი დღე შანსი იყო. ჩვენი შანსი გიჟური სიყვარულისა და ჩვენი დიდი ბედნიერების. იმდენად ამოუცნობი იყო, რომ ყოველდღე მაკვირვებდა. ვიცოდი, რომ ეს მისი სიყვარულის გამოხატულება იყო ჩემდამი. ეს სიყვარულზე მეტი იყო, სიგიჟის ზღვარს გადასული. იმდენად დიდი იყო ეს გრძნობა, რომ ვერც ერთი ვერ ვიტევდით. ჰორიზონტს სცდებოდა ის ბედნიერება, რომელსაც მისი შეყვარებული თვალების დანახვა მანიჭებდა, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა და რომელიც დღითიდღე უფრო ივსებოდა სიყვარულით.
მახსოვს ერთხელ ჩვენს საყვარელ ადგილას ვიყავით, მოწამეთაში. მაშინ ჯვრისწერის პროცესი მიმდინარეობდა. შენ შემომხედე გაბრწყინებული თვალებით და მითხარი, რომ აქ მალე იხილავდი ანგელოზს საპატარძლო კაბაში. მითხარი, რომ ხელში მინდვრის ყვავილებისგან შეკრული თაიგული მეჭირებოდა. მაშინ დაიფიცე, რომ სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრების მეგზურად მირჩევდით, ისევე როგორც მე აგირჩიე მთავარ "ადამიანად" ამ დიდ თავგადასავალში...
შენი ჩამქრალი თვალებიც კარგად მახსოვს, როდესაც გიჟური გრძნობის გამო, გიჟურადვე ვიეჭვიანე და არ მოგისმინე. იცი ყველაზე მეტად რას ვნანობ? ზუსტად ამ არმოსმენას და შენს უნდობლობას. როგორ შემეძლო შენს სიყვარულში სულ მცირედი ეჭვი მაინც შემეტანა? არ მოგისმინე და ეს დანაშაული სიცოცხლის ბოლომდე კი არა, იმ ქვეყნადაც გამყვება.
მერე კი ისევე უეცრად დაგკარგე, როგორც გიპოვე...
მერე....
მერე არაფერი იყო...
არაფერი კი არა აღარაფერი......
იმ წყეულმა სატელეფონო ზარმა დაანგრია ყველაფერი, სიყვარული, იმედი, ჩვენ.. მე და შენ....
დედამიწაც კი გააჩერა იმ ტკივილმა, როცა მითხრეს რომ აღარ იყავი, როდესაც გავიაზრე, რომ აღარ სუნთქავდი.
არადა შენ ხომ დაიფიცე, რომ სულ ჩემთან იქნებოდი? როგორ შეგეძლო ასე მარტივად დაგეთმო ჩვენი სიყვარული? თავზე ჩამომენგრა მთელი ცხოვრება. ის ცხოვრება, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთნოდა და ახლა ისიც აღარ არსებობს, ისევე როგორც შენ. ყველაზე მეტად შენი იმედგაცრუებული თვალები მანადგურებს. ის დიდი სიყვარული მტკივა მარტო მე რომ შემატოვე ამ ქვეყნად და სამუდამოდ წახვედი.
მაპატიე უნდობლობა, შენი ტკივილიც მაპატიე, შენი არყოფნა მაპატიე. მაპატიე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში შენთან არ ვიყავი და შენი ხელი არ მეჭირა. მაპატიე ჩემი არსებობა ამქვეყნად, როცა შენ აღარ ხარ.
ერთ დღეს......
როცა ძლიერი აღმოვჩნდები...
ჩვენ..
მე და შენ, იქ იმ ქვეყნად შევხვდებით. მანდ დავიმსახურებ შენს პატიებას, ისევ ისეთი სიყვარულით გაბრწყინებული თვალებით შემომხედა და იქ, იმ ქვეყნადაც იქნები ჩემი მეგზური, სამარადისოდ... ჩაგჭიდებ ხელს და იქიდან ერთად გადმოვხედავთ მოწამეთას, სადაც დავინახავთ ანგელოზს, მინდვრის ყვავილებით ხელში, რომელსაც საკურთხეველთან ცხოვრების მეგზური ელოდება. ჩვენ მათში განმეორებით. მე, შენ და ჩვენი სიყვარული....
მანამდე კი, მე უნდა გავხდე ძლიერი და მოვიდე შენამდე, რადგან უშენოდ გატარებული ყოველი წუთი ამქვეყნიური ჯოჯოხეთია. დრო გაჩერდა, გაიყინა, რაც შენ წახვედი. თურმე დრო ტკივილს კი არ კურნავს, პირიქით აძლიერებს და გაიძულებს შეეგუო.
ღმერთო ახლა, როცა მასთან გატარებულ თითოეულ წუთს ვიხსენებ, ახლა უფრო ვხვდები, როგორ მიყვარდა, მიყვარდა მისი თვალების საათობით ყურება. მერე როგორ მიყვარდა, ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარდა! როგორ გაგიჟებით და ავადმყოფურად მიყვარდა! და განა ახლა კი არ მიყვარს? განა წინანდელზე მეტადაც არ მიყვარს?

მოგესალმებით.
დიდი ხანია ამ საიტის ერთგული მკითხველი ვარ. დიდი ხანია მინდოდა ჩემი ნაშრომის ხალხისთვის გაზიარება და აი გავბედე.
თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული კრიტიკა, შენიშვნა იქნება შემდეგისთვის გათვალისწინებული.
ეს ჩანახატი ერთ-ერთი პირველია ჩემი ნაწერებიდან, რომელიც მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა. ჩანახატში აღწერილია დიდი სიყვარული, უნდობლობა და იმედი, იმედი რომ ისევ შეხვდები ერთადერთ სიყვარულს.



№1  offline მოდერი Mary Drey

* "იყო" ძალიან ბევრჯერ გაქვს გამეორებული და ცუდად მომხვდა ყურში. <3

რაც შეეხება ნაწერს.. ძალიან მომხვდა გულზე, რადგან მსგავსი სიტუაცია მეც მქონია. ისე გამიხსენი გულის იარები, რომ არ ვიცი ახლა როგორღა დავხურო. გამოგდის წერა... კითხვა მაქვს... ეს შენი ფანტაზიით დაწერე, თუ შენც გამოგიცდია მსგავსი გრძნობა?

 


№2  offline წევრი Dark Queen

Mary Drey
* "იყო" ძალიან ბევრჯერ გაქვს გამეორებული და ცუდად მომხვდა ყურში. <3

რაც შეეხება ნაწერს.. ძალიან მომხვდა გულზე, რადგან მსგავსი სიტუაცია მეც მქონია. ისე გამიხსენი გულის იარები, რომ არ ვიცი ახლა როგორღა დავხურო. გამოგდის წერა... კითხვა მაქვს... ეს შენი ფანტაზიით დაწერე, თუ შენც გამოგიცდია მსგავსი გრძნობა?

ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის. შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ.
რაღაც ნაწილი ფანტაზიაა.

 


№3  offline მოდერი Mary Drey

Dark Queen
Mary Drey
* "იყო" ძალიან ბევრჯერ გაქვს გამეორებული და ცუდად მომხვდა ყურში. <3

რაც შეეხება ნაწერს.. ძალიან მომხვდა გულზე, რადგან მსგავსი სიტუაცია მეც მქონია. ისე გამიხსენი გულის იარები, რომ არ ვიცი ახლა როგორღა დავხურო. გამოგდის წერა... კითხვა მაქვს... ეს შენი ფანტაზიით დაწერე, თუ შენც გამოგიცდია მსგავსი გრძნობა?

ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის. შენიშვნას აუცილებლად გავითვალისწინებ.
რაღაც ნაწილი ფანტაზიაა.


მიხარია, რომ ფანტაზიაა რაღაც ნაწილი. გაუსაძლისი ტკივილია, როდესაც საყვარელი ადამიანი გტოვებს... <3 წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent